ესპანეთის იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან ესპანეთის კოლონიური იმპერია)

ეპანეთის იმპერია, ესპანეთის კოლონიური იმპერია; (ესპ. Imperio colonial español) — ესპანეთის სამფლობელო, რომელიც იქმნებოდა XV საუკუნის დასასრულიდან. იარსება XIX საუკუნის დასაწყისამდე. შედგებოდა კოლონიური სამფლობელობისაგან ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში. XV საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო კანარის კუნძულები და ტერიტორიები აფრიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე. კოლუმბის აღმოჩენათა (1492-1504) შემდეგ დაარსდა პირველი ესპანური ახალშენები კ. ესპანიოლაზე (ჰაიტი), საიდანაც ესპანელები ამერიკის მატერიკის სიღრმეში შეიჭრნენ. ვასკო ნუნიეს დე ბალბოას (1513), ერნან კორტესისა და მისი კაპიტნების (1519-1525), ფრანსისკო პისაროს (1532-1534) და სხვ. კონკისტადორთა ექსპედიციების შედეგად ესპანეთი გაბატონდა მექსიკის, კალიფორნიის, ფლორიდის, ცენტრალური და მთელი სამხრეთ ამერიკის (გარდა ბრაზილიისა და გვიანისა) ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ესპანეთმა დაიწყო პორტუგალიის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე გაბატონებისათვის. ფერნანდო მაგელანის ექსპედიციამ 1521 წელს მიაღწია კუნძულებს, რომელთაც შემდეგში ფილიპინების კუნძულები ეწოდა. 1570-1571 წწ. ესპანელები განმტკიცდნენ ვისაის კუნძულებსა და კ. ლუსონზე, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო, კ. მინდანაოს დასავლეთი ნაწილი და სულუს არქიპელაგი მათ მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში დაიმორჩილეს. XVII საუკუნის ესპანეთმა გააფართოვა თავისი სამფლობელოები წყნარ ოკეანეში, დაეუფლა მარიანასა და კაროლონის კუნძულებს. ესპანეთი სასტიკად ახშობდა აბორიგენთა წინააღმდეგობას, თითქმის ამოწყვიტა ისინი და ამგვარად ეს სამფლობელოები XIX საუკუნემდე შეინარჩუნა. მეფისა და კონკისტადორთა შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად ესპანეთის კოლონიურ სამფლობელოებში დამკვიდრდა ენკომიენდოს სისტემა, ინდიელები მეფის თავისუფალ ვასალებად გამოაცხადესხოლო მათი ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი ვადით და გარკვეული პირობებით კოლონიზატორებს მიეცათ.

ესპანეთის იმპერია
ესპ. Monarquia universal española
(Monarquía hispánica /
Monarquía de España /
Monarquía española)

14921976
დროშა გერბი
ჰიმნი
„Marcha Real“

ესპანეთის იმპერია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში
დედაქალაქი მადრიდი
(1561–1601, 1606–1976)
ვალიადოლიდი
(1601–1606)
ენა ესპანური
რელიგია კათოლიციზმი
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია (1492-1820) (1823-1833) (1923-1930)
კონსტიტუციური მონარქია (1820-1823) (1833-1873) (1874-1923) (1930-1931) 1975–1976)
საპრეზიდენტო რესპუბლიკა (1873–1874)
შერეული მთავრობა (1931–1939)
სამხედრო დიქტატურა (1939-1975)
მეფე
 - 1474–1516 წწ ფერდინანდ II არაგონელი და ისაბელ I კასტილიელი (პირველი)
 - 1975–1976 წწ ხუან კარლოს I (ბოლო)

XVI საუკუნეში შეიქმნა ესპანეთის იმპერიის ადმინისტრაციული აპარატი. 1503 წელს სევილიაში შეიქმნა სავაჭრო პალატა, რომელსაც ახალ ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის განსაკუთრებული უფლება მიეცა. 1511 წელს დაარსდა ინდიელების საქმეთა საბჭო, რომელსაც ახალი ზღვისგაღმა ტერიტორიების მართვა-გამგეობა ევალებოდა. 1550 წლისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ესპანეთის იმპერიის პოლიტიკურ-სოციალური და ადმინისტრაციული ინსტიტუტები. ახალი ქვეყნის მთელი ტერიტორია თავდაპირველად დაიყო 2 ვიცე-სამეფოდ (ახალი ესპანეთი და პერუ). ვიცე-სამეფოები შედგებოდა პროვინციებისგან, რომელთაც განსაკუთრებული სასამართლო პალატები (აუდიენსიები) მართავდნენ. ვიცე-მეფეებსა და აუდიენსიათა პრეზიდენტებს მეფე ნიშნავდა (3-4 წლით); ხელმძღვანელ თანამდებობებზე ესპანელები ინიშნებოდნენ.

ესპანეთის იმპერიაში დიდი გავლენით სარგებლობდა კათოლიკური ეკლესია, რომელიც მონაწილეობდა მმართველობაში. ეკლესიის შემოსავლის დიდი ნაწილი სამეფო ხაზინაში შედიოდა.

მოსახლეობის უსასტიკესი ჩაგვრის გამო ესპანეთის იმპერიაში განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა კოლონიზატორთა წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში გატარდა რამდენიმე რეფორმა (დანაწილდა ვიცე-სამეფოები, გაუქმდა ზოგიერთი მონოპოლია, განდევნეს იეზუიტები), მაგრამ ამ რეფორმებს არ შეეძლო კოლონიური რეჟიმის გადარჩენა. 1810-1826 წწ. განმათავისუფლებელი ომის მსვლელობაში ესპანეთის იმპერიის ქვეყნების უმეტესობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობდა განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX საუკუნის II ნახევარში კუბასა და ფილიპინებზე. 1898 წელს კუბა გათავისუფლთა ესპანელთა ბატონობისაგან. ამავე წელს დასრულდა ფილიპინებზე ესპანელთა ბატონობა. ამჟამად ესპანეთს უმნიშვნელო სამფლობელოები დარჩა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება