ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მინდანაო — მეორე უდიდესი კუნძული ფილიპინების შემადგენლობაში, უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ფილიპინების რუკა

მინდანაოს ფართობია 94,630 კმ², იგი შედის მსოფლიოს პირველი ათი კუნძულის სიაში მოსახლეობის მიხედვით. 2007 წლის აღწერის მონაცემებით, აქ ცხოვრობს 21,582,540 ადამიანი. კუნძულის უდიდესი დასახლებული პუნქტია ქალაქი დავაო, 1,363,337 მცხოვრებით. კუნძული მთიანია, მისი უმაღლესი მწვერვალია სამხრეთში მდებარე მთა აპო. მინდანაო მოქცეულია რამდენიმე ზღვის გარემოცვაში, დასავლეთიდან მას ესაზღვრება სულუს ზღვა, აღმოსავლეთიდან ფილიპინების ზღვა, ხოლო სამხრეთიდან - სულავესის ზღვა.

კუნძულის დასავლეთით მდებარეობს მცირე ზომის კუნძულებისგან შემდეგარი სულუს არქიპელაგი. მინდანაო იყოფა ექვს რეგიონად, ხოლო ეს რეგიონები ასევე იყოფიან ოცდახუთ პროვინციად. სულუს არქიპელაგი შედის კუნძულის ერთ-ერთ რაიონის არმმ-ს შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მინდანაო“-დან