სულუს არქიპელაგი ― კუნძულთა ჯგუფი წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სამხრეთ-დასავლეთით. არქიპელაგი წარმოადგენს სულავესის ზღვის ჩრდილოეთ და სულუს ზღვის სამხრეთ საზღვარს. სულუს არქიპელაგის კუნძულები მინდანაოს კუნძულთა ჯგუფში შედის და მოიცავს ბასილანის, სულუსა და ტავი-ტავის პროვინციებს. სწორედ ამიტომ, არქიპელაგს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც ბასულტა, რაც ამ სამი პროვინციის აკრონიმია.

სულუს არქიპელაგი

ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ არქიპელაგი ბორნეოსა და ფილიპინებს შორის არსებული ხმელეთის ნარჩენებია, თუმცა სინამდვილეში იგი ოკეანის ფსკერის ტექტონიკური გადახრის შედეგად ამოწვერილი პატარა წყალქვეშა ქედების კიდეებია.[1][2] ბასილანი, ხოლო, ტავი-ტავი და ამ ჯგუფის სხვა კუნძულები უკიდურესი სამხრეთ ქედიდან ამოწვერილი ჩამქრალი ვულკანების კონუსებია. ტავი-ტავი, ჯგუფის ყველაზე სამხეთით მდებარე კუნძული, გველისებური ფუძე-კომპლექსური ბირთვს მქონე კუნძულია, რომელიც კირქვითაა დაფარული.[2] კუნძულთა ჯაჭვი ფრინველების მიგრაციის მნიშვნელოვანი მარშრუტია.

ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტები კუნძულ ხოლოზე მდებარეობს. წარსულში თალასოკრატიული სულუს სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა არქიპელაგის ჩრდილოეთით მდებარე დიდი კუნძული პალავანი, ზამბოანგის ნახევარკუნძულიდან დასავლეთით გაშლილი სანაპირო რეგიონი და კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი.

არქიპელაგის აბორიგენ მოსახლეობას ტაუსუგები (სულუები) შეადგენენ. სულუზე ცხოვრობენ სამა-ბაჯოს სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები: ნახევრად ნომადი ბაჯოები და მკვიდრი სამები. არქიპელაგზე ასევე ცხოვრობენ იაკანები და იამა-მაპუნის ტომები. კუნძულებზე მშობლიური ან მეორე ენა ტაუსუგია (იგივე სულუ). იაკანურ ენაზე მეტწილად კუნძულ ბასილანზე საუბრობენ. ტავი-ტავის კუნძულთა ჯგუფიდან მაპუნის კუნძულთა ჯგუფამდე და მინდანაოს აღმოსავლეთ სანაპირომდე სინამის უამრავ დიალექტზე საუბრობენ.

ისტორია რედაქტირება

 
მოროს მეკობრეთა ხომალდი პროა

წარსულში სულუს არქიპელაგი მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და ძველ იავურ ტექსტში, ნაგარაკრეტაგამაში მოხსენიებულია როგორც „სოლოტი“. მოგვიანებით იგი ბრუნეის იმპერიის ნაწილი გახდა.[3] სულუს არქიპელაგის მკვიდრი ტაუსუგები და სხვა ადგილობრივი მუსლიმები უკვე შეხვედროდნენ კაპამპანგანელ და ტაგალ მუსლიმებს, რომლებიც ბრუნეიში ცხოვრობდნენ და მათ შორის ქორწინებებიც არ იყო უცხო.

რეგიონი დამოუკიდებელი სულუს სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც 1405 წელს დაარსდა. რეგიონში კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ესპანეთის ოსტ-ინდოეთმა სულუს არქიპელაგზე ძალაუფლების გავრცელება დაიწყო. კოლონიური ფილიპინების პერიოდის განმავლობაში (1565-1946) ესპანეთი საუკუნეების მანძილზე აწყობდა სამხედრო ექსპედიციებს სასულთნოს წინააღმდეგ.

გეოგრაფია რედაქტირება

 
სულუს არქიპელაგის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან, 2016
 
პანგუანი ― სულუს არქიპელაგის კუნძული, რომელიც ფილიპინები-მალაიზიის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობს

არქიპელაგი გეოგრაფიულად რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფები მთავარი კუნძულების: ბასილანის, ხოლოსა და ტავი-ტავის ირგვლივ გამოიყოფა. არქიპელაგი სხვა პატარა კუნძულების ჯგუფებსაც მოიცავს. ზოგიერთი მათგანი დაუსახლებელია.

ბასილანის ჯგუფი რედაქტირება

ბასილანის კუნძულთა ჯგუფის მთავარი კუნძული ბასილანია, რომელიც ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს.[4][5] ჯგუფში ასევე შედის კუნძულები: პილასი, ბონგო, ბუბუანი, კრუსი, ლინავანი, ტამბუილანი, ტიმბუნგანი, სუმისიპი და ბევრი პატარა კუნძული.

ხოლოს ჯგუფი რედაქტირება

ხოლოს ჯგუფში შემავალი კუნძულებია: ხოლო, პატა, კაპუალი, ტონგკილი, ბალანგინგი, ბანგალაო, ბიტინანი, ბუკუტუა, ბულანი, კაბუკანი, გუხანგანი, ეგადი, მამანოკი, მანანგუტი, მინისი, პანგასინანი, პანტოკუნანი, პაროლი, პატიანი, სიმისა, ტატალანი და სხვა პატარა კუნძულები.

სიბუტუს ჯგუფი რედაქტირება

სიბუტუს ჯგუფში შედის: ანდულინანგი, რომელიც ანდულინგანის რიფის დასავლეთ კიდეში მდებარეობს,[6] მარდანასი, ომაპოი, პანგუანი, სიბუტუ და სიტანგკაი.

ტაპულის ჯგუფი რედაქტირება

ტაპულის ჯგუფში შემავალი კუნძულებია: ლაპაკი, ლუგუსი (ბულიპონგპონგი), სიასი, ტაპული, ლამინუსა, პაკია, ტალუკი, ტარა, ტაპაანი და სხვა პატარა კუნძულები.

ტავი-ტავის ჯგუფი რედაქტირება

ტავი-ტავის ჯგუფში შედის: ბონგაო, მანუკ-მანკავი, სიმუნული, სანგა-სანგა, ტავი-ტავი, ტოპაანი, ბანარანი, ბატურაპაკი, ბილატანი, კალუპაგი, კანგ-ტიპაიან-დაკულა, კანგ-ტიპაიან-დიკი, ლანგუიანი, ლატუანი, ლუბუკანი, მანტაბუანი, ნაუნგანი, პარანგანი, სიკუბონგი, პასეგან-გვიმბა, სიმალაკი, სუგბაი, ტანდუბასი, ტანდუბატო, ტარუკი, ტინგუნგუნი, ტუბიგ-დაკულა, ტუმბაგაანი და სხვა პატარა კუნძულები.

ლაპარანის ჯგუფი რედაქტირება

  • ლაპარანი
  • კაპი
  • დეატობოატო
  • დოგ-კანი
  • მარგალიტის ნაპირი (ატოლი)

პანგუტარანის ჯგუფი რედაქტირება

პანგუტურანის ჯგუფის კუნძულებია: პანგუტურანი, ბასბასი, კუნილანი, დატუბატო, ჩრდილოეთი უბიანი, ტუბიგანი, უსადა, პანდუკანი, კულასეინი და სხვა პატარა კუნძულები.

სხვები რედაქტირება

სხვა კუნძულებს შორის აღსანიშნავია: მაპუნი (წარსულში ცნობილი როგორც კაგაიან-დე-ტავი-ტავი/კაგაიან-დე-სულუ), კუს-კუნძულები (ბაგუანი, ბოაანი, დიდი ბაკუნგაანი, ლანგაანი, ლიჰიმანი, სიბაუნგი და ტაგანაკი), ბუბუანი, კაკატანი, დამაი, ლაჰატლაჰატი, მანიაკოლატი, სინგაანი, სულადე, ტეომაბალი და სხვა მეტწილად დაუსახლებელი კუნძულები.

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Scott, William Henry (1984). „1. Archeology“, Prehispanic Source Materials for the Study of Philippine History. Quezon City: New Day. ISBN 971-10-0227-2. 
  2. 2.0 2.1 Wernstedt, Frederick L.; Spencer, Joseph Earle (1967) The Philippine Island world: a physical, cultural, and regional geography. University of California Press, გვ. 37. ISBN 978-0-520-03513-3. 
  3. Ring, Trudy; Salkin, Robert M; La Boda, Sharon (January 1996) International Dictionary of Historic Places: Asia and Oceania. Taylor & Francis, გვ. 160–. ISBN 978-1-884964-04-6. 
  4. Basilan starts construction of new provincial gov't center. ციტირების თარიღი: May 14, 2017
  5. ARMM to put up new Basilan capitol.
  6. Malicdem, Ervin. Tawi-Tawi: A mapping expedition to the Philippines Southernmost Sojourn (2 June 2017). ციტირების თარიღი: 26 June 2017.