ესპანეთის დროშა
ესპანეთის სახელმწიფო დროშა (ესპ. Bandera de España) - ესპანეთის სამეფოს ოფიციალური კონსტიტუციური სიმბოლო. შედგება სამი ჰორიზონტალური ხაზისგან. ქვემო და ზემო ხაზები წითელი ფერისაა, ხოლო ცენტრალური ხაზი ყვითლისაა. დროშის მარცხენა ნაწილში განლაგებულია ესპანეთის სახელმწიფო გერბი.
ესპანეთის თანამედროვე დროშა არსებობს 1785 წლიდან, როდესაც კარლოს III-ე ბურბონმა უბრძანა ესპანეთის სამხედრო ხომალდებს გამოეყენებინათ ნიშნები, რომელთა მეშვეობით მოხდებოდა მათი განსხვავება სხვა ქვეყნების ხომალდებისგან. სწორედ ამდროიდან წითელი და ყვითელი ითვლება ესპანეთის ეროვნულ ფრად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მიღებულნი იქნენ მხოლოდ 1927 წელს. 1931 წელს ესპანეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელმაც დროშა შეცვალა (იხ. ქვემოთ 1931 — 1938 წლების დროშა). 1936 წელს, გენერალ ფრანკოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ესპანეთში აღდგა წითელ-ყვითელი დროშა.
დროშა გერბის თანამედროვე ვარიანტით ოფიციალურად გახდა ესპანეთის სიმბოლო 1981 წლის 19 დეკემბერს.