ესპანეთის პირველი რესპუბლიკა
ესპანეთის პირველი რესპუბლიკა - პოლიტიკური რეჟიმი ესპანეთში 1873-1874 წწ. დამყარდა ესპანეთის მეხუთე რევოლუციის მიმდინარეობის პერიოდში მეფე ამადეო სავოიელის გადადგომის შემდეგ 1873 წლის 11 თებერვალს. ამავე დღეს ესპანეთი კორტესმა რესპუბლიკად გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი მთვრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მემარჯვენე რესპუბლიკელი ესტანისლაო ფიგერასი. 1873 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა ახალი დამფუძნებელი კორტესი. აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა მემარცხენე რესპუბლიკელი ფრანსისკო პი ი მარგალი, რომლის მთავრობამაც ფართო დემოკრატიული პროგრამა წამოაყენა. 1873 წელს კორტესმა შეიმუშავა კონსტიტუციური პროექტის ძირითდი დებულებანი, რომელიც ითვალისწინებდა ესპანეთში ფედერალური რესპუბლიკის დამყარებას. ამ პროექტმა ქვეყნის მცირე დამოუკიდებელ კანტონებად დაყოფის მომხრე რესპუბლიკელთა ("შეურიგებელთა") უკმაყოფილება გამოიწვია. პროექტის გამოქვეყნება მათ გამოიყენეს როგორც საბაბი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყებათა მოსაწყობად. 1873 წლის ივლისში ფ. პი ი მარგალის მთავრობა გადადგა. 1874 წლის 3 იანვარს გენერალმა მანუელ პავიამ და მარშალმა ფრანსისკო სერანომ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. 1874 წლის 29 დეკემბერს გენერალ არსენიო მარტინეს კამპოსის მიერ განხორციელებულმა ახალმა გადატრიალებამ წერტილი დაუსვა ესპანეთის პირველ რესპუბლიკას, ტახტზე ისაბელ II-ის შვილი ალფონსო XII ავიდა.
ესპანეთის პირველი რესპუბლიკა (1873-1874) República Española ესპანეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მადრიდი | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | ესპანეთის პრეზიდენტი | ესტანისლაო ფიგერასი (1873) ფრანსისკო პი ი მარგალი (1873) ნიკოლას სალმერონი (1873) ემილიო კასტელარი (1873-1874) ფრანსისკო სერანო (1874) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Historiaantiqua. Primera República (2008)