სოია (Glycine) — ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული კულტურული სოია (Glycine hispida ანუ Glycine max), რომლის სამშობლოც ჩინეთია. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. ერთწლოვანი სოიას სიმაღლე 0,2-2 მეტრამდე აღწევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა).

სოია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Glycine

სოია ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. 100 გრამ სოიაში 24-45% ცილაა, 20-32% ნახშირწყლები, 13-37% ცხიმი, 381 კკალორია. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს.

საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე—7, კოლხიდა—4, ადრეულა—6, სენაკის და სხვა.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია სახელწოდებით – სოიო, ასევე სხვა სახელებით სხვადასხვა კილოკავებზე: იმერული – ძაძა, უხარჩავა (უხარშავა), ქვალობიო, ცერცვალა; ქვემო იმერული – მუხუდო; რაჭული – ძაძა-ლობიო; გურული – იაპონია, იაპონიის ლობიო, მუხუდო; აჭარული – სოიო; ჭანური – სოია-ლობია; მეგრული – მუხუდა, მუხუდო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოია&oldid=4411561“-დან