ცხიმები — ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის — კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში ცხიმი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ მეტრამდეა. ცხიმი ტემპერატურის ცუდი გამტარია. ამიტომაა, რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე ცხიმის სქელი ფენა იცავს სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.

ჭარბწონიანი თაგვი

ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ ძლებენ უდაბნოში მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება