პინგვინისნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან პინგვინი)
პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს — პინგვინისებრნს (ლათ. Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.
პინგვინისნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამეფო პინგვინები | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Sphenisciformes Sharpe, 1891 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 64.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისახეობებს აქვს ინფორმაცია თემაზე