სუბანტარქტიკული სარტყელი

სუბანტარქტიკული სარტყელი — გეოგრაფიული სარტყელი სამხრეთ ნახევარსფეროში, ზომიერ (ჩრდილოეთით) და ანტარქტიკულ (სამხრეთით) სარტყლებს შორის. მთელი სარტყელი ოკეანურია. დამახასიათებელია ჰაერის მასების სეზონური ცვლა: ზამთარში გაბატონებულია ანტარქტიკული ჰაერი, ზაფხულში — ზომიერი განედებისა. ზამთარში მთელი აკვატორია უკავია თოვლით დაფარულ მცურავ ყინულებს, აისბერგებს; ხშირია ქარბუქი, ნისლი. ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა — 5-დან —15 °C-მდეა, წყლისა — 1,5-დან — 2 °C-მდე. ზაფხულში წყლისა და ჰაერის ტემპერატურა 0დან 2 °C-მდეა. ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის (500 მმ წელიწადში). ზაფხულობით აკვატორია ყინულებისაგან თავისუფლდება. დამახასიათებელია პლანქტონის სიუხვე (100—200 მგ/მ³).

სუბანტარქტიკული სარტყელი ვეშაპთრეწვის მთავარი რაიონია. კუნძულებზე, რომლებიც იშვიათია, გვხვდება ლიქენები, ბალახი, ბუჩქნარი.

ლიტერატურა

რედაქტირება