სიუდად-დელ-ესტე (ესპ. Ciudad del Este) — სიდიდით მეორე ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარანის დეპარტამენტის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე პარანაზე. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 320 872 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
სიუდად-დელ-ესტე
Ciudad del Este
დროშა გერბი

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ალტო-პარანა
კოორდინატები 25°31′00″ ს. გ. 54°37′00″ დ. გ. / 25.51667° ს. გ. 54.61667° დ. გ. / -25.51667; -54.61667
დაარსდა 3 თებერვალი, 1957
ფართობი 104 კმ²
ცენტრის სიმაღლე 178
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 320 782 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 3,100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 061
საფოსტო ინდექსი 7000
ოფიციალური საიტი mcde.gov.py
სიუდად-დელ-ესტე — პარაგვაი
სიუდად-დელ-ესტე

ქალაქი 1957 წელს დაარსდა მდინარე პარანის ნაპირებზე, ბრაზილიის საზღვართან. იმ დროისთვის მას პუერტო-ფლორ-დე-ლისი ერქვა, მაგრამ მოგვიანებით, დიქტატორ ალფრედო სტრესნერის პატივსაცემად პუერტო-სტრესნერი ეწოდა. 1989 წელს მისი დამხობის შემდეგ, ქალაქს ამჟამინდელი სახელი — სიუდად-დელ-ესტე (აღმოსავლეთის ქალაქი) ეწოდა.

ქალაქი ე. წ. „სამი საზღვრის ზონას“ — თავისუფალი ვაჭრობის ზონას მიეკუთვნება; აქედან გამომდინარე, ყველაზე მიმზიდველი ადგილები ქალაქში მისი მაღაზიებია.

გრძელი ქუჩები ქალაქს გარეუბნებისგან გამოჰყოფს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს უცხოელები შეადგენენ: ტაილანდელები, კორეელები, არაბები და ირანელები, რის გამოც, ქალაქში ბევრი მეჩეთი და პაგოდებია.

აღსანიშნავია, რომ გაეროში მხარდაჭერის სანაცვლო, ქალაქის მუნიციპალური შენობა ტაივანის მთავრობამ ააშენა, რის გამოც მის თავზე ტაივანის დროშა ფრიალებს.

სიუდად-დელ-ესტეს სიახლოვეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, ქალაქმა ზრდა დაიწყო. მდინარე პარანაზე გადებულმა ე. წ. „მეგობრობის ხიდმა“ სიუდად-დელ-ესტე მეზობელ ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუს დაუკავშირა. ხიდი 1965 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 552 მეტრია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება