მეგობრობის ხიდი (პარაგვაი-ბრაზილია)
მეგობრობის ხიდი (ესპ. Puente de la Amistad; პორტ. Ponte da Amizade) — თაღოვანი ხიდი მდინარე პარანაზე, რომელიც ერთმანეთთან ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუსა და პარაგვაის ქალაქ სიუდად-დელ-ესტეს აკავშირებს.
ხიდის აშენების შესახებ შეთანხმებას ბრაზილიისა და პარაგვაის მთავრობებმა 1956 წლის 29 მაისს მიაღწიეს.
ხიდი 1965 წელს გაიხსნა. ძირითად თაღს შორის მანძილი 290 მეტრია. თავის მხრივ ხიდის სიგრძე 552,4 მეტრია. ხიდი უკიდურესად მნიშვნელოვანია ფოს-დუ-იგუასუს, მისი მიმდებარე ქალაქებისა და პარაგვაის ეკონომიკისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: