კოლუმბიის გერბი
კოლუმბიის ეროვნული გერბი მოიცავს ფარს, რომელზეც დატანილია მრავალი სიმბოლო. მის თავზე ზის ანდური კონდორი, რომელსაც ნისკარტით ზეთისხილის გვირგვინი უჭირავს; კონდორი თავისუფლების სიმბოლოა. ფრინველსა და ფარს შორის, შავი ასოებით ოქროსფერ ფონზე, წაწერილია კოლუმბიის დევიზი „თავისუფლება და წესრიგი“ (ესპ. Libertad y Orden). კონდორს ფრთები გაშლილი აქვს და მარჯვნივ იყურება.
აღწერა
რედაქტირებაფარის ორივე მხარეს ჩამოკიდულია კოლუმბიის ეროვნული დროშა. თავად ფარი სამ ნაწილად იყოფა. ყველაზე ქვედა ნაწილზე გამოსახულია გემები, რაც ხაზს უსვამს კოლუმბიის საზღვაო ისტორიას, განსაკუთრებით კი პანამის ყელის, რომელიც 1903 წლამდე კოლუმბიას ეკუთვნოდა. ამჟამად კი ის განასახიერებს ქვეყნის გასასვლელეს ორ ოკეანეზე (წყნარი და ატლანტის). გემები მიუთითებს კოლუმბიის სავაჭრო ურთიერთობებზე დანარჩენ მსოფლიოსთან და მზარდ ეკონომიკაზე. ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულია ფრიგიული ქუდი, რაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ტრადიციული სიმბოლოა. ზედა ნაწილზე, ცისფერ ფონზე, ორ სიუხვის რქას შორის გამოსახულია ბროწეული — ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს სიმბოლო. მარჯვენა რქა სავსეა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით, მარცხენა კი ტროპიკული ხილით. გერბის ეს ნაწილი ხაზს უსვამს კოლუმბიის მიწის სასოფლო-სამეურნეო და მინერალურ სიმდიდრეს.
რესპუბლიკის ეროვნული გერბი შექმნა ფრანსისკო დე პაულა სანტანდერმა და მიღებულ იქნა 1834 წლის 9 მაისის აქტით. შემდეგში, 1924 წელს შეიტანეს მცირე ცვლილებები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ley 12 de 1984[მკვდარი ბმული] por la cual se adoptan los símbolos patrios de la República de Colombia. Comisión Nacional de Televisión.
- Símbolos Patrios de Colombia დაარქივებული 2009-09-22 საიტზე Wayback Machine. . Escudo Nacional - Escudo de Armas.
- Símbolos Patrios[მკვდარი ბმული]. Instituto Geográfico Agustín Codazzi.
- Símbolos Patrios de Colombia. Biblioteca Luis Ángel Arango.