კოლუმბიის დროშაკოლუმბიის ოფიციალური სიმბოლო, მიღებულ იქნა 1861 წლის 26 ნოემბერს. დროშა სამზოლიანია და ზოლები ჰორიზონტალური. ყვითელ ზოლს, რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს, დროშის ნახევარზეა განთავსებული, დანარჩენ ნაწილზე მეოთხედ-მეოთხედი წითელ და ლურჯ ფერებს უკავიათ.

კოლუმბიის რესპუბლიკა
მიღებულია 26 ნოემბერი, 1861
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
სამზოლიანი დროშა, ჰორიზონტალური სამი, ყვითელი, ლურჯი და წითელი ზოლებით. ვერტიკალურად ყვითელ ფერს დროშის 50% უჭირავს დანარჩენი 50% კი თანაბრადაა გაყოფილი ლურჯ და წითელ ფერებზე.
ეროვნული დროშა და სახელმწიფოს ნიშანი. პროპორცია: 2:3
სამოქალაქო დროშა. პროპორცია: 2:3
სამხედრო დროშა.(ასევე პრეზიდენტის დროშაცაა) პროპორცია: 2:3

სიმბოლიკა და დიზაინი

რედაქტირება
 
კოლუმბიის დროშა

ჰორიზონტალურ, ყვითელ, ლურჯ და წითელ ზოლებს 2:1:1 პროპორცია აქვს. ეს დროშა, ეკვადორის და დიდი კოლუმბიის დროშებთან ერთად ყველა სხვა სამზოლიანი დროშისაგან განსხვავდება, რადგან ზოლები თანაბარი პროპორციის არაა.(ვენესუელის დროშა, როგორც კოლუმბიის დროშა სამზოლიანია და იგივე ფერებია გამოყენებული, იგივე თანმიმდევრობით, თუმცა ვენესუელის დროშის ზოლები პროპორციულია).

დროშის ოფიციალური ფერები ჯერ კანონით დაზუსტებული არაა.

ახლანდელი ინტერპრეტაციით დორშის ფერები გამოსახავენ:

  •    ყვითელი: წარმოადგენს ოქროს, რომელიც კოლუმბიის მიწაზე იქნა აღმოჩენილი.
  •    ლურჯი: წარმოადგენს ზღვებს, რომლებიც კოლუმბიის ნაპირებზეა. ასევე კოლუმბია ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც ორ ოკეანეზე აქვს გასასვლელი.
  •    წითელი: წარმოადგენს იმ გმირთა სისხლს, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაიღვარა.

სხვა ინტერპრეტაცია ასეთია: "ყვითელი, მზისა და ხალხის მიწისათვის. ლურჯი წყლისათვის და წითელი იმ ხალხის სისხლისათვის, რომლებიც კოლუმბიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

ასევე, არ არსებობს არანაირი წესდება დროშის პროპორციაზე. ტრადიციულად დროშა 2:3 პროპორციითა შექმნილი.

ძველი დროშები

რედაქტირება
     
  ახალი გრანადის დროებითი დროშა. პროპორცია: 2:3   ახალი გრანადის რესპუბლიკისა და ახალი გრანადის კონფედერაციის დროშა. პროპორცია: 2:3   ახალი გრანადის გაერთიანებული შტატების დროშა. პროპორცია: 2:3
1831 – 1834 1834 – 1861 1861

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება