ვენესუელის დროშა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 7 სექტემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ვენესუელის სახელმწიფო დროშავენესუელის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. ამჟამინდელი ვერსია მიღებულ იქნა 2006 წელს. ძირითადი მონახაზი ჰორიზონტალური სამფეროვანია: ყვითელი, ლურჯი და წითელი, რაც ემთხვევა ქვეყნის თავდაპირველ დროშას, რომელიც 1811 წელს, ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს მიიღეს. შემდგომი ცვლილებების დროს მას დაემატა ვარსკვლავები, მრავალჯერ შეიცვალა მათი რაოდენობა და განლაგება, ასევე დაემატა გერბი მარცხენა ზედა კუთხეში.

დროშის ძირითადი ნახაზი შექმნილია ფრანსისკო დე მირანდას მიერ ვენესუელის განთავისუფლებისათვის თავის წარუმატებელი ექსპედიციისას. შემდგომში, 1811 წელს იგი ვენესუელის ეროვნულმა კონგრესმა მიიღო. დროშა შედგებოდა სამი თანაბარი, ჰორიზონტალური — ყვითელი, ლურჯი და წითელი ზოლისგან. მირანდას დროშა გახდა კოლუმბიისა და ეკვადორის დროშების შთაგონების წყაროც. აღნიშნული თავდაპირველი ვერსია პირველად 1806 წლის 12 მარტს, იამაიკის ქალაქ ჯაკმელში აფრიალდა, როდესაც მირანდას ექსპედიცია ვენესუელაზე საბოლოო დარტყმისთვის ემზადებოდა. დროშა ვენესუელის მიწაზე პირველად ამავე წლის 3 აგვისტოს, ქალაქ სანტა-ანა-დე-კოროში აფრიალდა. 2006 წლის 3 აგვისტომდე, ვენესუელაში დროშის დღე 12 მარტს აღინიშნებოდა, 2006 წლიდან კი დღესასწაულმა 3 აგვისტოს გადაინაცვლა.

თავისი დროშის შთაგონების წყაროდ მირანდამ ორი წყარო გამოიყენა. როგორც ის 1792 წელს რუს გრაფსა და დიპლოპატს, სემიონ ვორონცოვს წერს, სამი ფერი ემყარებოდა თავდაპირველი ფერების თეორიას, რომელიც მას გერმანელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ მიაწოდა. მირანდა აღწერს გვიანი საღამოს საუბარს გოეთესთან, რომელიც მას 1785 წლის ზამთარში, ვაიმარში გამართულ წვეულებაზე ჰქონდა. მირანდას მიერ ამერიკის რევოლუციურ ომში გამოჩენილი გმირობებისა და მისი ამერიკული და ევროპული მოგზაურობების ამბების მოსმენის შემდეგ, გოეთეს მისთვის უთქვამს: „შენი მოვალეობაა შენს მიწაზე შექმნა ადგილი, სადაც ძირითდი ფერები არ იქნება გამრუდებული“.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში, დროშას დაემატა შვიდი ვარსკვლავი, რომლებიც განასახიერებდნენ შვიდ კოლონიურ პროვინციას: ბარსელონას, ბარინასს, კარაკასს, კუმანას, მარგარიტას, მერიდასა და ტრუხილიოს, რომლებიც ესპანელთა წინააღმდეგ გაერთიანდნენ დამოუკიდებლობისათვის ომის დროს. გაიანის რეგიონში დაბანაკების შემდეგმ სიმონ ბოლივარმა ახლად გათავისუფლებული პრევინციის აღმნიშვნელად დროშას მერვე ვარსკვლავი დაამატა.

1954 წლის 19 თებერვალს, ეროვნული დროშის, გერბისა და ჰიმნის კანონის საფუძველზე დროშას დაემატა გერბი. იგი არ დამატებია სამოქალაქო და საზღვაო დროშას, რომლებიც არასამთავრობო მიზნებისთვის გამოიყენება.

2006 წელს პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გაახმოვანა გეგმა დროშაზე მერვე ვარსკვლავის დამატების თაობაზე, რასაც ბოლივარის 1817 წლის დეკრეტის ძლიერ დაგვიანებულ შესრულებად მიიჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ცვლილება დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მის გამოყენებაზე დღემდე უარს აცხადებს.[1]


სილამაზის კონკურს მის სამყარო 2010 წლის დახურვის ცერემონიალზე, წინა წლის ვენესუელელმა გამარჯვებულმა სტეფანია ფერნანდესმა ვენესუელის შვიდვარსკვლავიანი დროშა ააფრიალა.[2]

ისტორიული დროშები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Morsbach, Greg (March 13, 2006). „New Venezuela flag divides nation“ (html). BBC News. ციტირების თარიღი: 2010-09-19.CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  2. „The Killing Fields Of Caracas“. Investors Business Daily. August 25, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2011. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 3, 2011.