სანტა-ანა-დე-კორო
კორო იგივე სანტა-ანა-დე-კორო (ესპ. Santa Ana de Coro) — უძველესი ქალაქი დასავლეთ ვენესუელაში, ფალკონის შტატის დედაქალაქი.
კორო* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ვენესუელა, ფალკონის შტატი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv, v | |
სია | [1] | |
რეგიონი** | სამხრეთი ამერიკა | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) | |
ნომერი | 658 | |
საფრთხის ქვეშ | 2005–დან | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 658 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი 1527 წლის 26 ივნისს ესპანელმა კოლონისტებმა დააარსეს. სახელი „კორო“ მომდინარეობს ადგილობრივების ენიდან, რაც ქარს ნიშნავს. კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული, კოროს საკმაოდ რთული და ბრძოლებით აღსავსე წარსული აქვს. მისი დაარსებიდან სულ რაღაც 5 წლის შემდეგ, გერმანელებმა სცადეს ქალაქი სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციისათვის ბრძოლაში მთავარ დასაყრდენად გაეხადათ. კარლოს V-მ ეს ტერიტორია მართლაც ჩააბარა გერმანელებს მიწის სამუშაოების ჩატარების მიზნით, თუმცა მალე კვლავ ესპანელებმა აიღეს მასზე კონტროლი. 1806 წელს, კორო იოლად აიღო ფრანსისკო მირანდამ, ლათინური ამერიკის ესპანელებისაგან გათავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთმა მონაწილემ, სწორედ კოროს პორტი ლა-ველა იყო პირველი ადგილი ვენესუელაში, სადაც ქვეყნის სამფეროვანი დროშა აღიმართა.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
რედაქტირება1950 წელს კორო გამოცხადდა როგორც ვენესუელის ეროვნული ძეგლი, ხოლო 1993 წელს, იგი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2005 წელს, კოროს მიენიჭა საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ქალაქისთვის დამახასიათებელია კოლონიური არქიტექტურა. ამავე დროს ის გამოირჩევა არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობით. ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, ქალაქი ერწყმება მედანოს-დე-კოროს ეროვნულ პარკს — ერთადერთ ქვიშის დიუნებიან უდაბნოს ვენესუელაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Coroweb დაარქივებული 2004-08-04 საიტზე Wayback Machine.
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა, კორო და მისი პორტი