ფალკონის შტატი
ფალკონი (ესპ. Estado Falcón) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია კორო.
დემოგრაფია და გეოგრაფიარედაქტირება
შტატის მთლიანი ფართობი 24 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 950 057 ადამიანს შეადგენს.[1] შტატის დანარჩენ ტერიტორიას მედანოსის ყელის საშუალებით უერთება პარაგუანის ნახევარკუნძული.
ეროვნული პარკებირედაქტირება
შტატის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული პარკი მდებარეობს: მედანოს-დე-კორო, კუევას-დე-ლა-კებრადა-დელ-ტორო, მოროკოი და ხუან-კრისოსტომო-ფალკონი.
ისტორიარედაქტირება
არეალი პირველად 1499 წელს ხუან დე ლა კოსამ და ამერიგო ვესპუჩიმ გამოიკვლიეს ალონსო დე ოხედას ექსპედიციისას.[2] შტატს სახელი ეწოდა პრეზიდენტ ხუან კრისოსტომო ფალკონის პატივსაცემად.
ინფრასტრუქტურარედაქტირება
რეგიონი თითქმის მთლიანად სანაპირო დაბლობებსა და ანდების ბორცვებს უჭირავს, ამავე დროს საკმაოდ მშრალია, რაც ზღუდავს მიწათმოქმედებას. იგი ძირითადად მდინარეთა ხეობებსა და მთიან არეალებშია გავრცელებული. მოყავთ სიმინდი, ქოქოსი, ქუნჯუთი, ყავა და შაქრის ლერწამი.
შტატის დედაქალაქ კოროსა და პარაგუანის ნახევარკუნძულს ინდუსტრიალიზაციის ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები გააჩნიათ. პარაგუანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნტო-ფიხოში მდებარეობს პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. ვენესუელის ნავთობწარმოების დაახლოებით 2/3 ამ არეალშია განთავსებული, რომელსაც ექსოპრტზე ტანკერებით გზავნიან.
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრებირედაქტირება
ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 25 მუნიციპალიტეტად:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2001) |
რუკა |
---|---|---|---|---|
აკოსტა | სან-ხუან-დე-ლოს-კაიოსი | 757 | 17 078 | |
ბოლივარი | სან-ლუისი | 295 | 8 290 | |
ბუჩივაკოა | კაპატარიდა | 2 657 | 25 000 | |
კასიკე-მანაურე | იარაკალი | 190 | 10 681 | |
კარირუბანა | პუნტო-ფიხო | 684 | 203 583 | |
კოლინა | ლა-ველა-დე-კორო | 582 | 32 545 | |
დაბახურო | დაბახურო | 1 144 | 30 125 | |
დემოკრასია | პედრეგალი | 2 602 | 9 107 | |
ფალკონი | პუებლო-ნუევო | 1 577 | 40 879 | |
ფედერასიონი | ჩურუგუარა | 1 084 | 25 889 | |
ხაკურა | ხაკურა | 1 842 | 11 500 | |
ლოს-ტაკესი | სანტა-კრუს-დე-ლოს-ტაკესი | 231 | 28 528 | |
მაუროა | მენე-დე-მაუროა | 1 904 | 21 468 | |
მირანდა | სანტა-ანა-დე-კორო | 1 805 | 173 860 | |
მონსენიორ-იტურისა | ჩიჩირივიჩე | 907 | 17 774 | |
პალმასოლა | პალმასოლო | 194 | 6 340 | |
პეტიტი | კაბურე | 1 025 | 12 078 | |
პირიტუ | პირიტუ | 1 168 | 9 929 | |
სან-ფრანსისკო | მირიმირე | 346 | 10 000 | |
სილვა | ტუკაკასი | 537 | 36 029 | |
სუკრე | ლა-კრუს-დე-ტარატარა | 840 | 5 155 | |
ტოკოპერო | ტოკოპერო | 83 | 4 475 | |
უნიონი | სანტა-კრუს-დე-ბუკარალი | 975 | 14 479 | |
ურუმაკო | ურუმაკო | 752 | 6 861 | |
სამორა | პუერტო-კუმარებო | 619 | 30 214 |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Página del gobierno de Falcón. დაარქივებული 2009-12-08 საიტზე Wayback Machine.
- Manifestaciones populares y religiosas del Estado Falcón. დაარქივებული 2007-10-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
- ↑ "Falcón". Encyclopedia Britannica. Accessed May 2010.