პუნტო-ფიხო
პუნტო-ფიხო (ესპ. Punto Fijo) — ქალაქი ვენესუელაში, ფალკონის შტატში, კარირუბანის ავტონომიის დედაქალაქი. მდებარეობს შტატის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს პარაგუანის ნახევარკუნძულის უდიდეს ქალაქს. 2002 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 270 000 ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობაც თავს იყრის ურბანულ ცენტრში. ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი — პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პუნტო-ფიხო Punto Fijo | |||
პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა | |||
| |||
ქვეყანა | ვენესუელა | ||
შტატი | ფალკონი | ||
კოორდინატები | 11°43′00″ ჩ. გ. 70°11′00″ დ. გ. / 11.71667° ჩ. გ. 70.18333° დ. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 14 მეტრი | ||
მოსახლეობა | 270 000 კაცი (2002) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||
სატელეფონო კოდი | 0269 | ||
საფოსტო ინდექსი | 4102 | ||
ოფიციალური საიტი | carirubana-falcon.gob.ve | ||
ქალაქი დაარსდა 1940-იან წლებში, კომპანია Standard Oil-სა და Shell-ის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განაპირას.
ქალაქის ამჟამინდელი სახელი დაკავშირებული ისტორიკოს რაფაელ გონსალეს ესტაბასთან, რომელიც აცხადებდა, რომ ის ტერიტორია, სადაც ახლა ქალაქია გაშენებული, ერთ დროს მოგზაურთა და მეთევზეთა გაჩერების წერტილი იყო (ესპ. Punto Fijo).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური)"Paraguaná: la península de la amistad" დაარქივებული 2005-10-31 საიტზე Wayback Machine.