ვენესუელის შტატები
ვენესუელა იყოფა 23 შტატად (estados), 1 ფედერალურ ოლქად (Distrito Capital) და ფედერალურ სამფლობელოებად (Dependencias Federales) რომელიც მოიცავს ვენესუელის მრავალრიცხოვან კუნძულებს. ვენესუელა ასევე პრეტენზიას აცხადებს გაიანა-ესეკიბას ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ სახელმწიფო გაიანას 6 რაიონს.
ისტორიული შტატები
რედაქტირებაფედერალურ ომამდე (1859–1863), ვენესუელა იყოფოდა პროვინციებად. გამარჯვებული ძალები თითოეული შტატისთვის უფრო მეტი ავტონომიის მიცემას ფიქრობდნენ, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
1863 წლიდან ადრეულ 1900-იან წლებამდე ქვეყანაში მრავალი ტერიტორიული ცვლილება მოხდა, მათ შორის იყო შტატების გამსხვილება თუ დაყოფა, მაგრამ ამ პერიოდიდან 1990-იან წლებამდე შტატების საზღვრები უცვლელი რჩებოდა. ბოლო წლებში შეიქმნა რამდენიმე ახალი შტატი: დელტა-ამაკურო, ამასონასი და ვარგასი.
შტატები
რედაქტირებამოცემულია ვენესუელის 23 შტატი. მათთან ერთად ცხრილში განთავსებულია მათი სიმბოლოები, მონაცემები და მდებარეობა.
დროშა | გერბი | შტატი | დედაქალაქი | მოსახლეობა (2010 სავარ.) | ფართობი | რეგიონი | მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|---|---|
ამასონასი | პუერტო-აიაკუჩო | 142 200 | 180 145 კმ² | გაიანა | |||
ანსოატეგი | ბარსელონა | 1 654 900 | 43 300 კმ² | ნორ-ორიენტალი | |||
აპურე | სან-ფერნანდო-დე-აპურე | 499 900 | 76 500 კმ² | ლიანოსი | |||
არაგუა | მარაკაი | 1 665 200 | 7 014 კმ² | ცენტრალური | |||
ბარინასი | ბარინასი | 756 600 | 35 200 კმ² | ანდური | |||
ბოლივარი | სიუდად-ბოლივარი | 1 852 800 | 238 000 კმ² | გაიანა | |||
კარაბობო | ვალენსია | 2 531 000 | 4 650 კმ² | ცენტრალური | |||
კოხედესი | სან-კარლოსი | 340 300 | 14 800 კმ² | ცენტრალური | |||
დელტა-ამაკურო | ტუკუპიტა | 159 700 | 40 200 კმ² | გაიანა | |||
ფალკონი | კორო | 961 500 | 24 800 კმ² | ცენტრალური-დასავლეთი | |||
გუარიკო | სან-ხუან-დე-ლოს-მოროსი | 745 100 | 64 986 კმ² | ლიანოსი | |||
ლარა | ბარკისიმეტო | 1 999 100 | 19 800 კმ² | ცენტრალური-დასავლეთი | |||
მერიდა | მერიდა | 895 800 | 11 300 კმ² | ანდური | |||
მირანდა | ლოს-ტეკესი | 3 010 900 | 7 950 კმ² | დედაქალაქის | |||
მონაგასი | მატურინი | 999 300 | 28 930 კმ² | ნორ-ორიენტალი | |||
ნუევა-ესპარტა | ლა-ასუნსიონი | 508 900 | 1 150 კმ² | კუნძულოვანი | |||
პორტუგესა | გუანარე | 919 400 | 15 200 კმ² | ცენტრალური-დასავლეთი | |||
სუკრე | კუმანა | 945 600 | 11 800 კმ² | ნორ-ორიენტალი | |||
ტაჩირა | სან-კრისტობალი | 1 225 300 | 11,100 კმ² | ანდური | |||
ტრუხილიო | ტრუხილიო | 747 400 | 7 400 კმ² | ანდური | |||
ვარგასი | ლა-გუაირა | 337 900 | 1 496 კმ² | დედაქალაქის | |||
იარაკუი | სან-ფელიპე | 640 700 | 7 100 კმ² | ცენტრალური-დასავლეთი | |||
სულია | მარაკაიბო | 4 020 200 | 63 100 კმ² | სულიას |
სპეციალური სტატუსის არეალები
რედაქტირებადროშა | გერბი | არეალი | დედაქალაქი | მოსახლეობა (2007 სავარ.) | ფართობი | მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|---|
ფედერალური ოლქი | კარაკასი | 2 085 500 | 433 კმ² | |||
ფედერალური სამფლობელოები | ლოს-როკესი | 15 420 | 342 კმ² |
სახელები
რედაქტირებაზოგიერთ შტატს სახელი მიღებული აქვს ისტორიული ფიგურების პატივსაცემად:
- ანსოატეგი — ხოსე ანტონიო ანსოატეგი
- ბოლივარი — სიმონ ბოლივარი
- ფალკონი — ხუან კრისოსტომო ფალკონი
- ლარა — ხასინტო ლარა
- მირანდა — ფრანსისკო მირანდა
- მონაგასი — ხოსე ტადეო მონაგასი და ხოსე გრეგორიო მონაგასი
- სუკრე — ანტონიო ხოსე დე სუკრე
- ვარგასი — ხოსე მარია ვარგასი
ზოგიერთ შტატს სახელი მიღებული აქვს ბუნებრივი მახასაითებლებისგან:
- ამასონასი — მდინარე ამაზონი
- აპურე — მდინარე აპურე
- არაგუა — მდინარე არაგუა
- ბარინასი — მდინარე ბარინასი
- კოხედესი — მდინარე კოხედესი
- დელტა-ამაკურო — მდინარე ამაკუროს დელტა
- გუარიკო — მდინარე გუარიკო
- პორტუგესა — მდინარე პორტუგესა
- ტაჩირა — მდინარე ტაჩირა
- იარაკუი — მდინარე იარაკუი
სხვა სახელთა წარმომავლობა
- კარაბობო — სახელი ეწოდა ეთნიკური სოფლისგან.
- კარაკასი — სახელი ეწოდა ადგილობრივთა ჯგუფ კარაკასისაგან.
- მერიდა — დედაქალაქ მერიდასგან, რომელმაც თავისმხრივ სახელი ესპანეთის ქალკაქ მერიდასგან მიიღო.
- ნუევა-ესპარტა (ახალი სპარტა) — სახელი ეწოდა ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში მისი მოსახლეობის მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო, რასაც ძველბერძენი სპარტელი მეომრების სიმამაცეს ადარებენ.
- ტრუხილიო — დედაქალაქ ტრუხილიოსგან
- სულია — მომდინარეობს ჩიბჩას ხალხის ენის ვოკალური ტრანსლიტერაციისგან, ამ სახელს ისინი ეგზოტიკურ, ლურჯყვავილებიან მცენარეს უწოდებდნენ (Lobelia erinus)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CityMayors feature
- სამთავრობო საიტი დაარქივებული 2006-02-03 საიტზე Wayback Machine.