ამერიკის რევოლუციური ომი
ამერიკის რევოლუციური ომი | |||
---|---|---|---|
ვაშინგტონის მიერ მდინარე დელავერის გადალახვა. | |||
თარიღი | 19 აპრილი, 1775 – 3 სექტემბერი, 1783 | ||
მდებარეობა | შეერთებული შტატები, ატლანტის ოკეანე, ხმელთაშუა ზღვა, გიბრალტარი, ცენტრალური ამერიკა, ინდოეთის ოკეანე | ||
შედეგი | პარიზის ზავი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ამერიკის რევოლუციური ომი ვიკისაწყობში |
ამერიკის რევოლუციური ომი (ინგლ. American Revolutionary War), ან ამერიკის ომი დამოუკიდებლობისთვის (ინგლ. American War of Independence) იყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 1775-1783 წლებში გრძელდებოდა და რომელიც დაიწყო როგორც ომი დიდ ბრიტანეთსა და მის ცამეტ ყოფილ კოლონიას შორის და დასრულდა, როგორც გლობალური კონფლიქტი, რომელშიც ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მონაწილეობდა.
შეიარაღებული კონფლიქტი იყო ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარე, ამერიკის რევოლუციის სახელით ცნობილი, პოლიტიკური რევოლუციის კულმინაცია, რომლის დროსაც ბრიტანულ კოლონიათა მაცხოვრებლებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რადგან მათი კოლონიები არ იყვნენ წარმოდგენილნი ბრიტანულ პარლამენტში. ომის წინ მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების დროს კოლონიათა მცხოვრებლებმა 1774 წელს შექმნეს პირველი კონტინენტური კონგრესი. კონგრესმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილება და მიმართვა, რომლებითაც კოლონიები ბოიკოტს უცხადებდნენ ბრიტანულ ნაწარმებს და მიმართავდნენ მეფე ჯორჯ III-ს, რათა მას შეეჩერებინა ბრიტანული პარლამენტის ძალმომრეობითი პოლიტიკა ავტონომიური კოლონიების მიმართ.
კონგრესისა და კოლონისტების ქმედებებზე საპასუხოდ ბრიტანეთმა ჯარის მობილიზაცია მოახდინა ბოსტონში. 1775 წელს შეიკრიბა მეორე კონტინენტური კონგრესი, რომელმაც კონტინენტური არმიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. მეორე კონგრესმა კიდევ რამდენიმეჯერ მოუწოდა ბრიტანეთს მონარქს რათა იგი ჩარეულიყო პარლამენტისა და კოლონიების დაპირისპირებაში. დათმობის ან უკან დახევის მაგივრად ბრიტანეთმა კონგრესის წევრები მოღალატეებად გამოაცხადა, ხოლო მათი ქმედებები აჯანყებად. ამერიკელებმა საპასუხოდ 1776 წელს ფორმალურად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უარყვეს ნებისმიერი შემდგომი კავშირი ბრიტანულ მონარქიასთან.
საფრანგეთის ხელისუფლება მეფე ლუდოვიკო XVI-ის მეთაურობით ფარულად აწვდიდა აჯანყებულებს შეიარაღებასა და მარაგებს, ხოლო 1777 წელს სარატოგას ბრძოლაში ამერიკელთა გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი ღიად ჩაება ომში. საფრანგეთის მოკავშირეები ესპანეთი და ჰოლანდიის რესპუბლიკა ასევე ჩაერთნენ ომში, რამაც ბრიტანეთის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა, რადგან ბრიტანეთს ერთდროულად უხდებოდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ომის წარმოება. ესპანეთმა ასევე მოახდინა ბრიტანელთა განდევნა დასავლეთ ფლორიდის ტერიტორიიდან, რამაც ამერიკელებზე სამხეთის მიმართულებიდან შეტევის შესაძლებლობა გააქრო.
ომის განმავლობაში ბრიტანელები წარმატებულად იყენებდნენ საკუთარ საზღვაო უპირატესობას, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინათ და დაეკავათ ამერიკის ზღვასთან მოსაზღვრე ტერიტორიები და ქალაქები, მაგრამ საკუთარი ძალების სიმცირის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ გაეკონტროლებინათ ქვეყნის შიდა ნაწილი, სადაც მოსახლეობის 90% ცხოვრობდა. საფანგეთის აქტიური ჩარევის შედეგად ბრიტანეთმა დაკარგა მისი უპირატესობა. 1781 წელს ფრანგთა საზღვაო გამარჯვებას ჩესაპიკის ბრძოლაში მალევე მოჰყვა ამერიკელთა გამარჯვება იორკთაუნთან და ბრიტანული მეორე არმიის კაპიტულაცია.
1783 წელს პარიზის ზავი ომი ოფიციალურად დასრულდა და დიდმა ბრიტანეთმა აღიარა შეერთებული შტატების სუვერენიტეტი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს ჩრდილოეთიდან კანადა ესაზღვრება, ფლორიდა სამხრეთით და მდინარე მისისიპი დასავლეთით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Bobrick, Benson. Angel in the Whirlwind: The Triumph of the American Revolution. Penguin, 1998 (paperback reprint).
- Fremont-Barnes, Gregory, and Ryerson, Richard A., eds. The Encyclopedia of the American Revolutionary War: A Political, Social, and Military History (ABC-CLIO, 2006) 5 volume paper and online editions; 1000 entries by 150 experts, covering all topics
- Billias, George Athan. George Washington's Generals and Opponents: Their Exploits and Leadership (1994) scholarly studies of key generals on each side
- Hibbert, Christopher. Redcoats and Rebels: The American Revolution through British Eyes. New York: Norton, 1990. ISBN 0-393-02895-X.