იორკთაუნის ალყა ინგლ. Siege of Yorktown
თარიღი 28 სექტემბერი - 19 ოქტომბერი, 1781
მდებარეობა იორკთაუნი (ვირჯინია)
შედეგი აშშ-ის საბოლოო გამარჯვება
მხარეები
გაერთიანებული სამეფო აშშ, საფრანგეთი
მეთაურები
ჩარლზ კორნუოლისი ჯორჯ ვაშინგტონი, გრაფი დე როშამბო
ძალები
9000 18900-19900
დანაკარგები
156 დაღუპული

326 დაშავებული

7247 დატყვევევბული

აშშ: 20 დაღუპული, 56 დაშავებული

საფრანგეთი: 52 დაღუპული, 134 დაშავებული

იორკთაუნის ალყა ვიკისაწყობში

იორკთაუნის ალყა (1781) (ინგლ. Siege of Yorktown) — იორკთაუნის კამპანიის ბოლო ეპიზოდი ამერიკის რევოლუციური ომის დროს და ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა საბოლოო გამარჯვებით დასრულდა.

1781 წლისთვის ამერიკული და ფრანგული ძალების კოალიცია უკვე აქტიურად ცდილობდა ბრიტანელების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლას. გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი ბრიტანელების დამარცხებას ნიუ-იორკში გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად შანსი მიეცა ვირჯინიაში, სადაც ბრიტანული ძალები დაყოფილი იყო და ლორდი კორნუოლისი თავის ჯარებთან ერთად კუთხეში აღმოჩნდა. ბრიტანელი ლორდი კორნუოლისი, რომელსაც იმედი ჰქონდა ვირჯინიის ტერიტორიაზე პოზიციების გამყარების, იძულებული გახდა იორკთაუნისკენ დახევაზე გადასულიყო, რადგან ამერიკის კონტინენტალური არმიისა და ფრანგული ძალების ზეწოლას ვერ უმკლავდებოდა[1].

 
იორკთაუნის კაპიტულაცია

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქ ფრანგულ ფლოტს ჰქონდა. გენერალ ვაშინგტონის გეგმას კოორდინირებული დახმარება ზღვიდან სჭირდებოდა, რათა ბრიტანული ფლოტის მოძრაობა შეზღუდულიყო. ამ დროს ფრანგმა ადმირალმა ფრანსუა დე გრასმა თავის ფლოტს უბრძანა, რომ ჩესაპიკის ყურეში შესულიყო და კორნუოლისისთვის ზღვიდან დახმარების ყველა შესაძლებლობა მოესპო. ჩესაპიკის ბრძოლაში ფრანგებმა წარმატებით შეაჩერეს ბრიტანული გემები, რის შედეგადაც კორნუოლისი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.

 

28 სექტემბერს ვაშინგტონის, როშამბოსა და ფრანგი ინჟინრებისა და არტილერისტების მიერ სისტემატური შეტევები იორკთაუნზე დაიწყო. მათი მიზანი არტილერიის განლაგება იყო, რათა ბრიტანელთა დასაცავი ნაგებობები მთლიანად გაენადგურებინათ. შეტევები ასე გრძელდებოდა მთელი ორი კვირის განმავლობაში, მუდმივი არტილერიის ცეცხლით, და თითოეული დღით ბრიტანელები სულ უფრო მეტად სუსტდებოდნენ.

ამერიკელებმა და ფრანგებმა სტრატეგიულად შერჩეული ობიექტების დამიზნებით ბრიტანელთა ძირითადი დაცვითი ხაზების განადგურება მიზნად დაისახეს. ბრიტანული არმიის მდგომარეობა ნელ-ნელა გაუარესდა, ჯარისკაცების ნაკლებობისა და დაბალი განწყობის გამო.

ალყის პირობებში ვერც ბრიტანელების მომარაგება ხდებოდა, და არც დახმარების შანსი არსებობდა. კორნუოლისმა 19 ოქტომბერს დანებება გადაწყვიტა. მისი ხელის მოწერა კაპიტულაციაზე ფაქტობრივად ბოლო ნაბიჯი ბრიტანელთა ძალების დამარცხების პროცესში იყო. მისი დანებება არა მხოლოდ სიმბოლური გამარჯვება იყო ამერიკისთვის, არამედ მან ომის მიმდინარეობა საბოლოოდ შეცვალა და ბრიტანეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ ომის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა[2].

 
სამახსოვრო მარკა, 1931

იორკთაუნის ალყა იყო გარდამტეხი მომენტი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა საბოლოო აღიარება ბრიტანეთის მიერ. ალყის შემდეგ ბრიტანეთი ომის გაგრძელებას აღარ აპირებდა და მოლაპარაკებები დაინიშნა. საბოლოოდ, 1783 წელს პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე აღიარა.

ეს გამარჯვება დარჩა ისტორიაში, როგორც ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, და გაამყარა რწმენა, რომ ამერიკული კოალიცია, დიდი სირთულეების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მიაღწევდა.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Middlekauff, Robert. The Glorious Cause: The American Revolution, 1763-1789. New York: Oxford University Press, 2005.
  • Ferling, John. Almost a Miracle: The American Victory in the War of Independence. Oxford: Oxford University Press, 2007.
  • Lender, Mark Edward, and James Kirby Martin. A Respectable Army: The Military Origins of the Republic, 1763-1789. Wheeling, IL: Harlan Davidson, 2006.