კონტინენტური არმია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონტინენტალური არმია იყო გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურა, რომელსაც მართავდა 13 კოლონია, ბრიტანეთთან ბრძოლისას, ამერიკის რევოლუციის დროს. არმია შეიქმნა კონტინენტალური კონგრესის რეზოლუციის თანახმად 1775 წლის 14 ივნისს. არმიის უმეტესი ნაწილი დათხოვნილი იქნა პარიზის ზავის შემდეგ 1783 წლის 3 ნოემბერს. არმიის მცირე ნარჩენი იდგა ვესტ პოინტთან და სხვა სასაზღვრო პოსტებზე, ვიდრე კონგრესმა 1784 წლის 3 ივნისის რეზოლუციის თანახმად არ შექმნა აშშ-ის არმია.

კონტინენტალური არმია, 1799–1783

შექმნა, ორგანიზაცია და რეორგანიზაცია

რედაქტირება

7 ივნისს კონტინენტალურმა კონგრესმა გადაწყვიტა შეექმნა კონტინენტალური არმია, რათა უზრუნველეყო საკუთარი თავდაცვა. 15 ივნისს, ფარული კენჭისყრით არმიის მთავარსარდლად არჩეულ იქნა ჯორჯ ვაშინგტონი. ვაშინგტონმა მიიღო თანამდებობა ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, მან მხოლოდ თავისი შემდგომი დანახარჯების ანაზღაურება ითხოვა.

შემდგომ დღეებში დაინიშნა ოთხი გენერალ–მაიორი (არტემას უარდი, ჩარლზ ლი, ფილიპ შილერი და ისრაელ პუტნამი) და რვა გენერალ–ბრიგადირი (სეთ პომერი, რიჩარდ მონტგომერი, დევიდ ვუსტერი, უილიამ ჰითი, ჯოზეფ სპენსერი, ჯონ სალივანი და ნათანიელ გრინი).

პირველი ფაზა გადალახული იყო, შეიქმნა არმია რომელიც იდგა ამერიკელების გვერდით. მაგრამ იყო მეორე ფაქტორიც, ბრიტანეთთან ომისთვის არმიას ესაჭიროებოდა მკაცრი დისციპლინა და კარგი ორგანიზაცია, ამისთვის გატარდა მრავალი რეფორმა და რეორგანიზაცია.

ძირითადი ბრძოლები

რედაქტირება
 
ჯორჯ ვაშინგტონი

ვაშინგტონი გადადგა, პარიზის ზავის ხელმოწერის შემდეგ, 1783 წელს. მაშინ როდესაც, ხალხი მზად იყო ვაშინგტონი მეფედ ეღიარებინა, მან დათმო ძალაუფლება და ამერიკის მთავრობას დაეხმარა შეექმნა დემოკრატიული ქვეყანა.

ომის შემდეგ, 1783 წლის მაისში, ოფიცრებმა შექმნეს ცინცინატის საზოგადოება. მათ საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც ამ საზოგადოების პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე იყო.