ჯორჯ III
ჯორჯ III (ინგლ. George III) დაბ.: ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი (ინგლ. George William Frederick Hanover; დ. 4 ივნისი, 1738, ლონდონი — გ. 29 იანვარი, 1820, უინძორი) — დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760–1801 წლებში. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801–1820, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ჰანოვერის კურფიურსტი 1760–1814 წლებში და ჰანოვერის მეფე 1814–1820 წლებში.
ჯორჯ III | |
---|---|
George III | |
![]() | |
გაერთიანებული სამეფოს მე-4 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ოქტომბერი 1760 |
მმართ. დასასრული: | 29 იანვარი 1820 |
წინამორბედი: | ჯორჯ II |
მემკვიდრე: | ჯორჯ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ივნისი 1738 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდ. თარიღი: | 29 იანვარი 1820 (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | უინძორი, დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე: |
შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი (ქ. 1761 - გარდ. 1818) |
შვილები: |
ჯორჯ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე ფრედერიკი, იორკის ჰერცოგი უილიამ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე შარლოტა, ვიურტემბერგის დედოფალი ედუარდი, კენტის ჰერცოგი ავგუსტა სოფია ელიზაბეთი, ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფინია ერნესტ ავგუსტ I, ჰანოვერის მეფე ავგუსტ ფრედერიკი, სასექსის ჰერცოგი ადოლფი, კემბრიჯის ჰერცოგი მერი, გლოცესტერის ჰერცოგინია სოფია ამელია |
სრული სახელი: | ჯორჯ უილიამ ფრედერიკი |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | ფრედერიკი, უელსის პრინცი |
დედა: | ავგუსტა საქსენ-გოთელი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
ხელმოწერა: |
![]() |
ტორების პარტიაზე დაყრდნობით ცდილობდა ვიგების ჩამოშორებას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში აღებას. იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ევროპის ქვეყნების რეაქციისა და ანტიფრანგული კოალიციის აქტიური მოღვაწე. 1811 წელს ჯორჯ III ჭკუაზე შეცდა, სახელმწიფოს რეგენტად დანიშნეს უელსის პრინცი (1820 წლიდან ჯორჯ IV).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.
წინამორბედი: ჯორჯ II |
დიდი ბრიტანეთის მეფე 1760 – 1820 |
შემდეგი: ჯორჯ IV |