ფრედერიკი (უელსის პრინცი)
ფრედერიკი (ინგლ. Frederick; დ. 1 თებერვალი, 1707, ჰანოვერი, გერმანია — გ. 31 მარტი, 1751, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. უელსის პრინცი 1729-1751 წლებში. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის უფროსი ვაჟი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დანიის დედოფალ კაროლინა მატილდას მამა.
ფრედერიკი | |
---|---|
უელსის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 იანვარი, 1729 |
მმართ. დასასრული: | 31 მარტი, 1751 |
წინამორბედი: | ჯორჯი |
მემკვიდრე: | ჯორჯი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1707 |
დაბ. ადგილი: | ჰანოვერი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 31 მარტი, 1751, (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე: | ავგუსტა საქსენ-გოთელი |
შვილები: |
ავგუსტა, ბრაუნშვაიგის ჰერცოგინია ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდი, იორკის ჰერცოგი ელიზაბეთი უილიამი, ედინბურგის ჰერცოგი ჰენრი, კამბერლენდის ჰერცოგი ლუიზა კაროლინა, დანიის დედოფალი |
დინასტია: | ჰანოვერები |
მამა: | ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე |
დედა: | კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრედერიკი დაიბადა 1707 წლის 1 თებერვალს ჰანოვერში, ჰანოვერის სამეფოში, გერმანიაში. იგი იყო ჰანოვერის პრინც ჯორჯისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის უფროსი ვაჟი. მას სახელი პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. ბაბუამისი, ჰანოვერის მეფე ჯორჯ I იყო დიდი ბრიტანეთის უშვილო დედოფალ ანას ტახტის პირველი მემკვიდრის, დედოფალ სოფია პფალცელის უფროსი ვაჟი, რაც ფრედერიკსაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრედ აქცევდა. 1714 წელს ჯერ დედოფალი სოფია, სულ მალე კი დედოფალი ანაც გარდაიცვალა, რის გამოც დიდი ბრიტანეთის მეფე ფრედერიკის ბაბუა, ჯორჯ I გახდა, ხოლო მის მშობლებს უელსის პრინცისა და პრინცესის წოდება მიენიჭათ.
ფრედერიკის მშობლებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ მეფე ჯორჯთან, რის გამოც სამეფო ოჯახში გამუდმებით არეულობა და სკანდალი იყო, რაც საბოლოოდ უელსის პრინცის ოჯახის სამეფო კარიდან გაძევებით დაგვირგვინდა. უკვე 1727 წელს, ჯორჯ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტს ჯორჯ II იკავებს, რის გამოც ფრედერიკი უელსის ახალი პრინცი გახდა.
პრინცი ფრედერიკი დაინტერესებული იყო ხელოვნებითა და მეცნიერებით. მას განსაკუთრებით როკოკოს ჟანრის ნამუშევრები ხიბლავდა, რის გამოც მათი კოლექციაც კი ჰქონდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი პრინცი ჯეიმზ ფრანცის ედუარდი ჯერ კიდევ იბრძოდა ბრიტანეთის ტახტისათვის, რის გამოც კათოლიკე და იაკობინელი ბრიტანელები ფრედერიკს უელსის პრინცად არ აღიარებდნენ. ჯეიმზ ფრანცის ედუარდი არაერთხელ შეიჭრა ინგლისსა და შოტლანდიაში, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა.
როდესაც ფრედერიკი გაიზარდა მშობლებმა მის დაქორწინებაზე დაიწყეს ფიქრი და რაღა თქმა უნდა საცოლის ძებნა გერმანიაში დაიწყეს. მათ პრუსიასთან ალიანსის განახლება სურდათ, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დაქორწინება პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ასულ ვილჰელმინაზე. მალევე ახალგაზრდა პრინცი სკანდალში გაეხვა, რადგან იგი კინაღამ დაქორწინდა ლედი დაიანა სპენსერზე, სანდერლენდის ერლ ჩარლზ სპენსერისა და ლედი ანა ჩერჩილის ქალიშვილზე, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა და მალბოროს ჰერცოგინია სარა ჩერჩილის საყვარლად მიიჩნეოდა. ამის გამო ფრედერიკი ვერც დაიანაზე დაქორწინდა და ვეღარც ვილჰელმინაზე.
1736 წლის 27 აპრილს ფრედერიკი დააქორწინეს 16 წლის პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელზე. ჯვრისწერა წმინდა ჯეიმზის სახელობის სასახლის სამლოცველოში შედგა. წყვილმა ერთმანეთს კარგად გაუგო, რის გამოც მათ ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდათ, თუმცა ისინი გამუდმებით დაძაბულ ურთიერთობაში იყვნენ მეფე-დედოფალთან. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რად უელსის პრინცმა თავისი უფროსი ასულის, პრინცესა ავგუსტას ნათლობაში არ მიიწვია ჯორჯ II, რომელმაც საპასუხოდ ის და მისი ცოლიც გააძევა სამეფო კარიდან. ამის შემდეგ წყვილი კიუს სასახლეში დასახლდა.
მიუხედავად გაძევებისა, ფრედერიკი ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა კიუს სასახლეში, სადაც მან და ავგუსტამ დიდი ბაღები გააშენეს. ასევე მის სახელს მიეწერება დიდ ბრიტანეთში კრიკეტის თამაშის კულტურის ჩატანა და დამკვიდრება. მანვე ჩამოაყალიბა კრიკეტის ორი დიდი გუნდი: ლონდონი და სარი, რომელთა პირველი თამაშიც 1731 წელს შედგა.
პრინცი ფრედერიკი გარდაიცვალა 1751 წლის 31 მარტს ლონდონში, 44 წლის ასაკში, ფილტვის აბსცესით. მის შემდეგ მისი ცოლი აღარ გათხოვილა, უკვე 1760 წლიდან კი მისი ვაჟი, ჯორჯ III დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ხდება. იგი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დროით მართავდა ქვეყანას, 1820 წლამდე.
შვილები
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ავგუსტა | 31 ივლისი, 1737, | 23 მარტი, 1813,
(75 წლის) |
ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ II-ს, რომელთანაც შეეძინა
ექვსი შვილი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი კაროლინა | |
ჯორჯ III | 4 ივნისი, 1738, | 29 იანვარი, 1820,
(81 წლის) |
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე. ცოლად შეირთო შარლოტა
მეკლენბურგ-შტრელიცელი, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ორი მეფე: ჯორჯ IV და უილიამ IV, ასევე ჰანოვერის მეფე ერნესტ ავგუსტ I. მისი შვილიშვილი იყო დედოფალი ვიქტორია. მის დროს განთავისუფლდა აშშ და მიმდინარეობდა ნაპოლეონის ომები. | |
ედუარდი | 25 მარტი, 1739, | 17 სექტემბერი, 1767,
(28 წლის) |
იორკისა და ალბანის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | |
ელიზაბეთი | 10 იანვარი, 1741, | 4 სექტემბერი, 1759,
(18 წლის) |
გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. | |
უილიამ
ჰენრი |
25 ნოემბერი, 1743, | 25 აგვისტო, 1805,
(61 წლის) |
გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარია უოლპოლი,
რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა და ერთი ვაჟი. | |
ჰენრი | 7 ნოემბერი, 1745, | 18 სექტემბერი, 1790,
(44 წლის) |
კამბერლენდისა და სტრეთერნის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანა ჰორტონი, მაგრამ
შვილები არ ჰყოლია. | |
ლუიზა | 19 მარტი, 1749, | 13 მაისი, 1768,
(19 წლის) |
გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. | |
ფრედერიკი | 13 მაისი, 1750, | 29 დეკემბერი, 1765,
(15 წლის) |
გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. | |
კაროლინა
მატილდა |
22 ივლისი, 1751, | 10 მაისი, 1775,
(23 წლის) |
ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ს, რომელთანაც შეეძინა ორი
შვილი: მომავალი მეფე ფრედერიკ VI და შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია ლუიზა |
გარდა ამისა, ფრედერიკს თავის საყვარელ ანა ვეინთან ჰყავდა ორი უკანონო შვილი:
- ფრედერიკი (1732-1736), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ამელია (1733), გარდაიცვალა ჩვილი;
ასევე მას მარსაკის გრაფინია მარგარეტთან ჰყავდა კიდევ ერთი უკანონო ვაჟი:
- ჩარლზი (1736-1820), ოფიცრად მუშაობდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიაში;
ლიტერატურა
რედაქტირება- F. S. Ashley-Cooper, At the Sign of the Wicket: Cricket 1742–1751, Cricket Magazine, 1900.
- G. B. Buckley, Fresh Light on 18th Century Cricket, Cotterell, 1935.
- Timothy J. McCann, Sussex Cricket in the Eighteenth Century, Sussex Record Society, 2004.
- A. A. Thomson: Odd Men In: A Gallery of Cricket Eccentics (The Pavilion Library, 1985).
- H. T. Waghorn, Cricket Scores, Notes, etc. (1730–1773), Blackwood, 1899.
- H. T. Waghorn, The Dawn of Cricket, Electric Press, 1906.
- Michael De-la-Noy, The King Who Never Was: The Story of Frederick, Prince of Wales, London; Chester Springs, PA: Peter Owen, 1996.
- Van der Kiste, John (1997) George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5
- John Walters, The Royal Griffin: Frederick, Prince of Wales, 1707–51, London: Jarrolds, 1972.