არგენტინის დროშა
არგენტინის დროშა (ესპ. Bandera de la Argentina) — არგენტინის ოფიციალური სიმბოლო, რომელიც მიღებულია 1812 წელს.
არგენტინის დროშა | |
---|---|
ოფიციალური ცერემონიალური დროშა | |
მიღებულია | 1812 |
პროპორცია | 9:14 |
ავტორთა კოლექტივი | |
მანუელ ბელგრანო | |
სიმბოლიკა | ცისფერი, თეთრი და მზე: ცა, ღრუბლები, მზე |
წინა დროშები | |
სადღესასწაულო დროშა | |
პროპორცია | 9:14 |
დროშის ესკიზი წარმოადგინა მანუელ ბელგრანომ. ის შედგებოდა სამი ჰორიზონტალური, სწორი ხაზისგან — ორი (ზედა და ქვედა) ღია-ცისფერში იყო გაფერადებული, შუა ზოლი იყო თეთრი, ხოლო დროშის ცენტრში იყო დახატული „მაისის მზე“ (ესპ. Sol de Mayo), რომელიც ინკთა მზის ღვთაების სიმბოლოა.
დროშის სრული ვერსია შეიცავს მზეს და ხშირად ასეთ დროშას უწოდებენ „ოფიციალურ ცერემონიულ დროშას“ (ესპ. Bandera Oficial de Ceremonia), დროშას, რომელსაც არ აქვს მზე — „სადღესასწაულო დროშას“ (ესპ. Bandera de Ornato).
სიმბოლიკა
რედაქტირებადროშის ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაციის თანახმად, არგენტინის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოზე გამოხატულია ცა, ღრუბლები და მზე. თუმცა არსებობს დროშის არაერთი სხვა ახსნა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ცისფერი ასახავს მდინარე ლა-პლატას (Río de la Plata — „ვერცხლის მდინარე“), თეთრი — ვერცხლს (სახელწოდება „არგენტინა“ წარმოიშვა ვერცხლის ლათინური დასახელებისგან, ლათ. argentum). არსებობს აგრეთვე აზრი, რომ დროშა შეიცავს ბურბონთა დინასტიის ტრადიციულ ფერებს. არის ინტერპრეტაციის კიდევ ერთი ვარიანტი — ღვთისმშობლის ტანისამოსის ფერები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არგენტინის დროშა (ინგლისური)
- All anthems to the Argentine flag დაარქივებული 2006-11-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- More information დაარქივებული 2004-10-12 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Día de la Bandera დაარქივებული 2007-06-26 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |