ეკვადორის დროშაეკვადორის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. ეკვადორის დროშა, რომელიც შედგება ყვითელი (ორჯერ განიერი), ლურჯი და წითელი ჰორიზონტალური ზოლებისაგან, პირველად მიღებული იქნა 1835 წელს, შემდეგ კი 1860 წლის 26 სექტემბერს. დროშის დიზაინი არსებითად დასრულდა 1900 წელს დროშის ცენტრში ეკვადორის გერბის დამატებით. სამფეროვანი დროშის დამტკიცებამდე ეკვადორი იყენებდა თეთრ-ცისფერ დროშებს ვარსკვლავებით. გამოიყენებოდა ახლანდელის მსგავსი დროშებიც, თუმცა ამ დროშებზე სამივე ფერის ზოლს ტოლი სიგანე ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ეკვადორის დროშა ძალიან ჰგავს კოლუმბიისა და ვენესუელის დროშებს, ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გერბითა და ზოლების სიგანეთა შეფარდებით განსხვავდებიან.

ეკვადორის დროშა
ეკვადორი
მიღებულია 1860 წლის სექტემბერს (საბოლოო ცვლილებები განიცადა 2009 წელს)
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
ეკვადორის დროშა წარმოადგენს სამზოლიანი მართკუთხა ქსოვილს სამი ჰორიზონტალური, ყვითელი, ლურჯი და წითელი ზოლებით. ვერტიკალურად ყვითელ ფერს დროშის 50% უჭირავს, დანარჩენი 50% კი თანაბრადაა გაყოფილი ლურჯ და წითელ ფერებზე. დროშის ცენტრში ეკვადორის გერბია გამოსახული.
 
დროშის პროპორციები

ეკვადორის ურთიერთობათა ეროვნულმა სამდივნომ (Secretaría Nacional de Comunicación) 2009 წელს გამოსცა რეგულაციები ეკვადორის დროშის, გერბისა და სხვა სიმბოლოების აღწერასა და პროპორციების შესახებ, რომლის მიხედვითაც დროშის სიგრძე 2,20 მეტრია, სიგანე - 1,47 მეტრი, პროპორციულად 2:3. ყვითელი ფერი დროშის სიგანის 50%-ს შეადგენს, ლურჯი და წითელი კი 25 - 25%-ს. სამივე მათგანი დროშას მთელ სიგრძეზე მიჰყვება. გერბზე აგებული მართკუთხედის სიგრძე დროშის სიგანის ნახევარს შეადგენს, გვერდების შეფარდება კი 12:10-ის ტოლია.

აღსანიშნავია, რომ ეკვადორის დროშას ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. ფლოტში) გერბის გარეშეც იყენებენ.

ფერების სიმბოლური მნიშვნელობა

რედაქტირება
  • ყვითელი — ნათესები და ნაყოფიერი ნიადაგი.
  • ლურჯი — ოკეანე და მოწმენდილი ცა.
  • წითელი — იმ გმირების სისხლი, რომლებმაც სამშობლოს, თანამემამულეთა და თავისუფლებისათვის გაწირეს თავი.

ისტორიული დროშები

რედაქტირება

მსგავსი დროშები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება