ეკვადორის გერბი
ეკვადორის გერბი — ეკვადორის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახე მიიღო 1900 წელს, ხოლო პირველი ეკვადორული გერბი შეიქმნა 1845 წელს.
ეკვადორის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | ეკვადორი |
დამტკიცდა | 31 ოქტომბერი, 1900 |
გვირგვინი | ანდური კონდორი |
ფარი | გერბის ფარზე გამოსახულია მდინარე გუაიასი და მთა ჩიმბორასო |
ოვალურ ფარზე გამოსახულია ვულკანი ჩიმბორასო და მდინარე გუაიასი, რომელიც სათავეს მისი კალთებიდან იღებს. მდინარეში მოცურავე გემს ეწოდება ასევე გუაიასი. იგი ააგეს 1841 წელს და გახდა პირველი გემი, რომელიც სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე შეიქმნა. ჩიმბორასოს მთის თავზე გამოსახულია ოქროსფერი მზე და ასტროლოგიური ნიშნები. გვირგვინზე განთავსებული ანდური კონდორი აღნიშნავს ეკვადორის ძალას და სიდიადეს. ფარის ორივე მხარეს განლაგებულია ეკვადორის ორ-ორი დროშა. დაფნა მარცხენა მხარეს აღნიშნავს რესპუბლიკის დიდებას, ხოლო მარჯვენა მხარეს მდებარე პალმის ტოტები მშვიდობას. ფარის ქვემოთ ფასცების კონა აღნიშნავს რესპუბლიკის ღირსებას.
გერბის ისტორია
რედაქტირებაგუაიაკილის თავისუფალი პროვინცია | დიდი კოლუმბია | ეკვადორი | ეკვადორი | ეკვადორი | ეკვადორი | ეკვადორი |
1820 | 1821–1830 | 1830–1835 | 1835–1843 | 1843–1845 | 1845–1860 | 1860–დღემდე |