პანამის დროშაპანამის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. პანამის დროშა ოფიციალურად მიიღეს 1903 წლის 20 დეკემბერს. 1904 წელს იგი დროებით დაამტკიცა დამფუძნებელმა კრებამ. 1925 წლის 25 მარტს დროშა საბოლოოდ მიიღეს.

პანამის დროშა
პანამა
მიღებულია 1925 წლის 25 მარტს
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
პანამის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც გაყოფილია ოთხ ტოლ მართკუთხედად, რომელთაგან ზედა მარჯვენა მართკუთხედი წითელია, ქვედა მარცხენა კი ლურჯი. ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა მართკუთხედები თეთრია და მათზე გამოსახულია თითო-თითო ხუთქიმიანი ვარსკვლავი (ლურჯი მაღლა და წითელი დაბლა).

სიმბოლური მნიშვნელობა

რედაქტირება

ლურჯი და წითელი ფერები წარმოადგენს პანამის კონსერვატიულ და ლიბერალურ პარტიებს, ამასთანავე, ლურჯი ფერი წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის სიმბოლოა, წითელი კი — ქვეყნის თავდაცვისათვის დაღვრილი სისხლისა. თეთრი წარმოადგენს მშვიდობას. ლურჯი ვარსკვლავი განასახიერებს სიწმინდესა და სამოქალაქო პატიოსნებას, წითელი — სამართლიანობას.

 

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება