ლავალიეხას დეპარტამენტი
ლავალიეხას დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Lavalleja) — დეპარტამენტი ურუგვაიში. დედაქალაქია მინასი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტრეინტა-ი-ტრესის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — როჩის დეპარტამენტი, სამხრეთით — კანელონესისა და მალდონადოს, დასავლეთით კი ფლორიდის დეპარტამენტები.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლავალიეხას დეპარტამენტი Departamento de Lavalleja | |||||
| |||||
ქვეყანა | ურუგვაი | ||||
ადმ. ცენტრი | მინასი (ურუგვაი) | ||||
შიდა დაყოფა | Municipality of Jose Batlle y Ordoñez, Municipality of Jose Pedro Varela, Municipality of Mariscala და Municipality of Solis de Mataojo | ||||
კოორდინატები | 34°22′39″ ს. გ. 55°14′17″ დ. გ. / 34.37750° ს. გ. 55.23806° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1837 | ||||
ფართობი | 10 016 კმ² | ||||
მოსახლეობა | 58 815 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 5,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
ოფიციალური საიტი | lavalleja.gub.uy | ||||
სახელი ეწოდა ბრიგადირ ხუან ანტონიო ლავალიეხას პატივსაცემად, რომელიც ურუგვაის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხედრო და პოლიტიკური ქმედებებით.
შეიქმნა 1837 წლის 16 ივნისს, სერო-ლარგოსა და მალდონადოს დეპარტამენტების გარკვეულ ტერიტორიაზე.
2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 58 815 ადამიანს შეადგენს.
დეპარტამენტის რუკა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- INE map of Lavalleja Department დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.