დემოკრატიის ინდექსი

დემოკრატიის ინდექსი — ინდექსი, რომელსაც ადგენს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი და ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა და 165 — გაეროს წევრი. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომლებიც ნაწილდებიან 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.[1] რიცხვობრივ ქულასა და რანგთან ერთად ინდექსი ახარისხებს ქვეყნებს და ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. ინდექსი პირველად 2006 წელს შეადგინეს, შემდგომში გამოვიდა 2008, 2010, 2011 და 2012 წლების ანალიზიც.[2]

მსოფლიოს ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 2016 წ.
სრული დემოკრატია:
  9-10
  8-8,9
არასრული დემოკრატია:
  7-7,9
  6-6,9
ჰიბრიდული რეჟიმი:
  5-5,9
  4-4,9
ავტორიტარული რეჟიმი:
  3-3,9
  2-2,9
  0-1,9
  არასაკმარისი მონაცემები, შეუფასებელი

მეთოდოლოგია

რედაქტირება

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,[3] დემოკრატიის ინდექსი არის საშუალო შეწონილი, რომელიც დამყარებულია 60 კითხვაზე, თითოეულს კი ორი ან სამი დასაშვები ალტერნატიული პასუხი გააჩნია. პასუხების ნაწილს იღებენ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა კვლევის შედეგებიც არ არსებობს, იყენებენ მსგავსი ქვეყნების მონაცემებს და ამგვარად ავსებენ ინფორმაციულ ნაპრალებს.

კითხვები ნაწილდება ხუთ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა, ხოლო 3 პასუხიანი კითხვების შემთხვევაში ემატება 0.5-ც. თითოეულ კატეგორიაში ჯამდება რიცხვები, მრავლდება ათზე და იყოფა კატეგორიაში არსებული კითხვების რაოდენობაზე. ზოგჯერ ერთი კითხვის პასუხი აზრს უკარგავს სხვა კითხვას. მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მეთაურის არჩევნები თავისუფლად არ ითვლება, მაშინ შემდეგი კითხვა „არის თუ არა არჩევნები მიუკერძოებელი?“ აღარ განიხილება, არამედ ავტომატურად ენიჭება 0 ქულა. მსგავსადვე, არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ დაბალი ქულა აისახება შესაბამისი კატეგორიის ჯამზეც. მაგალითად:

  1. „არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი“;
  2. „ამომრჩეველთა უსაფრთხოება“;
  3. „უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე“;
  4. „საჯარო მოსამსახურეების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა“.

ხუთი კატეგორიის ინდექსები, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი, გასაშუალოვდება, რათა მოცემული ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი იქნას მიღებული. საბოლოოდ დემოკრატიის ინდექსი მრგვალდება მეასედამდე და ამის მიხედვით წყდება, რეჟიმის ტიპების კლასიფიკაციაში სად მოთავსდება ესა თუ ის ქვეყანა.

მოხსენებას ხშირად იყენებენ საერთაშორისო პრესაში, ისევე როგორც აკადემიურ ჟურნალებში.[4]

ცვლილებები 2010 წლის შემდეგ

რედაქტირება

2012 წლის კვლევის მიხედვით, ნორვეგიამ 9.93 ქულა დააგროვა და 2010 წლიდან მოყოლებული, სიაში პირველ ადგილს იკავებს. მანამდე მოწინავე ქვეყანა შვედეთი იყო. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დაბალი, 1.08 ქულა აქვს და უკანასკნელ 167-ე ადგილზეა, ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში.[3]

დემოკრატიის საკითხში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება 2011-12 წლებში არ მომხდარა. ინდექსის მაჩვენებელი იგივე დარჩა 73 ქვეყნისთვის, გაუმჯობესდა 54-ისთვის და გაუარესდა 40-ისთვის. 2012 წლისთვის ლიბიას ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. 2012 წლის საშუალო ქულები ძალიან ჰგავს 2011 წლის შედეგებს. გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც საშუალო ქულა მეათედზე მეტით გაიზარდა - 3.62-დან 3.73-მდე და 3 ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან ჰიბრიდულზე გადავიდა (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო).[3]

2010-2011 წლებში 9 ქვეყანაში შეიცვალა რეჟიმის ტიპი, აქედან 4-ში - უარესისკენ. რუსეთი ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარულზე გადავიდა, რასაც კვლევის ავტორები უკავშირებენ 4 დეკემბრის არჩევნებსა და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კვლავ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პორტუგალიას ასევე გაუუარესდა მაჩვენებელი და არასრულ დემოკრატიაში გადაინაცვლა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზით მოხდა. ტუნისი, მავრიტანია, ეგვიპტე და ნიგერი ავტორიტარულიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდნენ, ზამბია კი - არასრულ დემოკრატიაში.[5]

დემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვით

რედაქტირება

მოცემული ცხრილი აჩვენებს იმ ქვეყნების რაოდენობასა და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტულ წილს, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრობენ 2012 წლის მონაცემებით:[3]

რეჟიმის ტიპი ქულა ქვეყნები (რაოდენობა) ქვეყნები (%) მსოფლიო მოსახლეობის წილი (%)
სრულად დემოკრატიულები 8.0-10 25 15.0 11.3
არასრულად დემოკრატიულები 6.0-7.9 54 32.3 37.2
ჰიბრიდული რეჟიმები 4.0-5.9 37 22.2 14.4
ავტორიტარული რეჟიმები   0-3.9 51 30.5 37.1

მსოფლიო მოსახლეობა გულისხმობს იმ 167 ქვეყნის ერთობლივ პოპულაციას, რომლებზეც კვლევა ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოტოვებული, ეს რიცხვი თითქმის უთანაბრდება მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის მაჩვენებელს.

დემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვით

რედაქტირება

მოცემული ცხრილი აჩვენებს საშუალო ინდექსს მსოფლიო რეგიონების მიხედვით და იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც 2012 წლის კვლევაში შევიდა:

რანგი რეგიონი ქვეყნები 2006[6] 2008 2010[7] 2011[5] 2012
1 ჩრდილოეთ ამერიკა 3 8.64 8.64 8.63 8.59 8.59
2 დასავლეთ ევროპა 21 8.60 8.61 8.45 8.40 8.44
3 ლათინური ამერიკა და კარიბები 24 6.37 6.43 6.37 6.35 6.36
4 აზია და ავსტრალაზია 28 5.44 5.58 5.53 5.51 5.56
5 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 28 5.76 5.67 5.55 5.50 5.51
6 სუბსაჰარული აფრიკა 44 4.24 4.28 4.23 4.32 4.33
7 ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 20 3.54 3.48 3.52 3.62 3.73
  მსოფლიო 167 5.52 5.55 5.46 5.49 5.52

ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით

რედაქტირება
ქვეყანა დემოკრატიის ინდექსი 2012
  ავღანეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ალბანეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ალჟირი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ანდორა 2 არასრული დემოკრატია
  ანგოლა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ანტიგუა და ბარბუდა 2 არასრული დემოკრატია
  არგენტინა 2 არასრული დემოკრატია
  სომხეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ავსტრალია 1 სრული დემოკრატია
  ავსტრია 1 სრული დემოკრატია
  აზერბაიჯანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბაჰამის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
  ბაჰრეინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბანგლადეში 4 არასრული დემოკრატია
  ბარბადოსი 2 არასრული დემოკრატია
  ბელორუსია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბელგია 1 სრული დემოკრატია
  ბელიზი 2 არასრული დემოკრატია
  ბენინი 2 არასრული დემოკრატია
  ბუტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ბოლივია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ბოსნია და ჰერცეგოვინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ბოტსვანა 2 არასრული დემოკრატია
  ბრაზილია 2 არასრული დემოკრატია
  ბრუნეი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბულგარეთი 2 არასრული დემოკრატია
  ბურკინა-ფასო 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბირმა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ბურუნდი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კამბოჯა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  კამერუნი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კანადა 1 სრული დემოკრატია
  კაბო-ვერდე 2 არასრული დემოკრატია
  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ჩადი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ჩილე 2 არასრული დემოკრატია
  ჩინეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კოლუმბია 2 არასრული დემოკრატია
  კომორის კუნძულები 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კოსტა-რიკა 1 სრული დემოკრატია
  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კონგოს რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ხორვატია 2 არასრული დემოკრატია
  კუბა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კვიპროსი 2 არასრული დემოკრატია
  ჩეხეთის რესპუბლიკა 1 სრული დემოკრატია
  დანია 1 სრული დემოკრატია
  ჯიბუტი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  დომინიკა 2 არასრული დემოკრატია
  დომინიკელთა რესპუბლიკა 2 არასრული დემოკრატია
  აღმოსავლეთი ტიმორი 2 არასრული დემოკრატია
  ეკვადორი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ეგვიპტე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  სალვადორი 2 არასრული დემოკრატია
  ეკვატორული გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ერიტრეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ესტონეთი 2 არასრული დემოკრატია
  ეთიოპია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ფიჯი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ფინეთი 1 სრული დემოკრატია
  საფრანგეთი 2 არასრული დემოკრატია
  საფრანგეთის გვიანა 2 არასრული დემოკრატია
  გაბონი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  გამბია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  საქართველო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  გერმანია 1 სრული დემოკრატია
  განა 2 არასრული დემოკრატია
  საბერძნეთი 2 არასრული დემოკრატია
  გრენადა 2 არასრული დემოკრატია
  გვატემალა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  გვინეა-ბისაუ 5 ავტორიტარული რეჟიმი
  გაიანა 2 არასრული დემოკრატია
  ჰაიტი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ჰონდურასი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ჰონგ-კონგი 2 არასრული დემოკრატია
  უნგრეთი 2 არასრული დემოკრატია
  ისლანდია 1 სრული დემოკრატია
  ინდოეთი 2 არასრული დემოკრატია
  ინდონეზია 2 არასრული დემოკრატია
  ირანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ერაყი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ირლანდია 1 სრული დემოკრატია
  ისრაელი 2 არასრული დემოკრატია
  იტალია 2 არასრული დემოკრატია
  კოტ-დ’ივუარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  იამაიკა 2 არასრული დემოკრატია
  იაპონია 1 სრული დემოკრატია
  იორდანია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ყაზახეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  კენია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  კირიბატი 2 არასრული დემოკრატია
  ჩრდილოეთი კორეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  სამხრეთ კორეა 1 სრული დემოკრატია
  ქუვეითი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ყირგიზეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ლაოსი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ლატვია 2 არასრული დემოკრატია
  ლიბანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ლესოთო 2 არასრული დემოკრატია
  ლიბერია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ლიბია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ლიხტენშტაინი 2 არასრული დემოკრატია
  ლიტვა 2 არასრული დემოკრატია
  ლუქსემბურგი 1 სრული დემოკრატია
  მაკედონია 2 არასრული დემოკრატია
  მადაგასკარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  მალავი 2 არასრული დემოკრატია
  მალაიზია 2 არასრული დემოკრატია
  მალდივის კუნძულები 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  მალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  მალტა 1 სრული დემოკრატია
  მარშალის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
  მავრიტანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  მავრიკი 1 სრული დემოკრატია
  მექსიკა 2 არასრული დემოკრატია
  მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 2 არასრული დემოკრატია
  მოლდოვა 2 არასრული დემოკრატია
  მონაკო 2 არასრული დემოკრატია
  მონღოლეთი 2 არასრული დემოკრატია
  მონტენეგრო 2 არასრული დემოკრატია
  მაროკო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  მოზამბიკი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ნამიბია 2 არასრული დემოკრატია
  ნაურუ 2 არასრული დემოკრატია
  ნეპალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ჰოლანდია 1 სრული დემოკრატია
  ახალი ზელანდია 1 სრული დემოკრატია
  ნიკარაგუა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ნიგერი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ნიგერია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ნორვეგია 1 სრული დემოკრატია
  ომანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  პაკისტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  პალაუ 2 არასრული დემოკრატია
  პალესტინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  პანამა 2 არასრული დემოკრატია
  პაპუა-ახალი გვინეა 2 არასრული დემოკრატია
  პარაგვაი 2 არასრული დემოკრატია
  პერუ 2 არასრული დემოკრატია
  ფილიპინები 2 არასრული დემოკრატია
  პოლონეთი 2 არასრული დემოკრატია
  პორტუგალია 2 არასრული დემოკრატია
  კატარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  რუმინეთი 2 არასრული დემოკრატია
  რუსეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  რუანდა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  სენტ-კიტსი და ნევისი 2 არასრული დემოკრატია
  სენტ-ლუსია 2 არასრული დემოკრატია
  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 2 არასრული დემოკრატია
  სამოა 2 არასრული დემოკრატია
  სან-მარინო 2 არასრული დემოკრატია
  სან-ტომე და პრინსიპი 2 არასრული დემოკრატია
  საუდის არაბეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  სენეგალი 2 არასრული დემოკრატია
  სერბეთი 2 არასრული დემოკრატია
  სეიშელის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
  სიერა-ლეონე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  სინგაპური 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  სლოვაკეთი 2 არასრული დემოკრატია
  სლოვენია 2 არასრული დემოკრატია
  სოლომონის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
  სომალი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  სამხრეთ აფრიკა 2 არასრული დემოკრატია
  სამხრეთი სუდანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ესპანეთი 1 სრული დემოკრატია
  შრი-ლანკა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  სუდანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  სურინამი 2 არასრული დემოკრატია
  ესვატინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  შვედეთი 1 სრული დემოკრატია
  შვეიცარია 1 სრული დემოკრატია
  სირია 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ტაივანი 2 არასრული დემოკრატია
  ტაჯიკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ტანზანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ტაილანდი 2 არასრული დემოკრატია
  ტოგო 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ტონგა 2 არასრული დემოკრატია
  ტრინიდადი და ტობაგო 2 არასრული დემოკრატია
  ტუნისი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  თურქეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  თურქმენეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ტუვალუ 2 არასრული დემოკრატია
  უგანდა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  უკრაინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  არაბთა გაერთიანებული საამიროები 5 ავტორიტარული რეჟიმი
  გაერთიანებული სამეფო 1 სრული დემოკრატია
  ამერიკის შეერთებული შტატები 1 სრული დემოკრატია
  ურუგვაი 1 სრული დემოკრატია
  უზბეკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ვანუატუ 2 არასრული დემოკრატია
  ვენესუელა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  ვიეტნამი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  დასავლეთი ნაპირი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
  დასავლეთი საჰარა 5 ავტორიტარული რეჟიმი
  იემენი 5 ავტორიტარული რეჟიმი
  ზამბია 2 არასრული დემოკრატია
  ზიმბაბვე 5 ავტორიტარული რეჟიმი
  1. Democracy Index 2008 - Economist Intelligence Unit
  2. Democracy Index 2013 - Huffington Post
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Democracy index 2012.
  4. More State than Nation: Lukashenko's Belarus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-10. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  5. 5.0 5.1 Democracy index 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  6. The Economist Intelligence Unit's index of democracy
  7. Democracy index 2010