დილმა რუსეფი (პორტ. Dilma Vana Rousseff; დ. 14 დეკემბერი, 1947, ბელუ-ორიზონტი) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ენერგეტიკის მინისტრი 2003-2005 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2005-2010 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტი 2011 წლის 1 იანვრიდან[1]. 2014 წლის 26 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დილმა რუსეფმა დაამარცხა კონკურენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან — აესიუ ნევეში და მეორე ვადით გახდა ბრაზილიის პრეზიდენტი.[2]

დილმა რუსეფი
დილმა რუსეფი
ბრაზილიის 36-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2011 – 31 აგვისტო, 2016
უფლებამოსილება შეუჩერდა: 12 მაისი, 2016
წინამორბედილუის ინასიუ ლულა და სილვა
მემკვიდრემიშელ ტემერი (მოქმედი)

დაბადებული14 დეკემბერი, 1947 (1947-12-14) (77 წლის)
ბელუ-ორიზონტი, ბრაზილია
პოლიტიკური პარტიამუშათა პარტია
მეუღლეკლაუდიო გალენო ლინარესი
(1967–1969)
კარლოს ფრანკლინ პაიჟაო დე არაუხო
(1969–2000)
შვილებიპაულა
განათლებარიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დილმა რუსეფი დაიბადა ბულგარელი ემიგრანტის პეტრე რუსევის ოჯახში. მამამისი ბულგარეთის კომპარტიის აქტიური წევრი იყო. ემიგრაციაში წავიდა 1929 წელს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც თავის გვარს ამჟამინდელი ჟღერადობა მისცა. აგრეთვე ცხოვრობდა არგენტინაში.

1964 წლის სამხედრო გადატრიელების შემდეგ დილმა აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკით. 1967 წელს შეუერთდა ბრაზილიის სოციალისტურ პარტიას, შემდეგ კი მის რადიკალურ ფრაქციას. რამდენიმე წლის განმავლობაში დილმა შედიოდა იატაკქვეშა შეიარაღებული ორგანიზაციის შემადგენლობაში, მაგრამ მონაწილეობას არ იღებდა საომარ მოქმედებებში.[3] 1970 წელს დილმა რუსეფი დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს.

1972 წელს ციხიდან გაათავისუფლეს და დაიწყო აქტიური რადიკალური პოლიტიკური მოღვაწეობა. წლების განმავლობაში იყო დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ხოლო 90-იანი წლების დასასრულს გადავიდა ბრაზილიის მუშათა პარტიაში. ეკავა ლუის ინასიუ ლულა და სილვას მთავრობის ენერგეტიკის მინისტრის და შემდეგ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობები. 2010 წელს გადადგა თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა პირდაპირ უჭერს მხარს მის პრეზიდენტობას. მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს წინ წამოსწია აგრარული[4] და პოლიტიკური რეფორმების[5] გატარების აუცილებლობა. მხარს უჭერს რასობრივ ქვოტებს[6] და რწმენის თავისუფლებას.[7] გამოდის სიკვდილით დასჯისა[8] და ნარკოტიკების ლეგალიზაციის[9] წინააღმდეგ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო 47,5 მლნ ამომრჩევლის ხმა (46,9 %) და გადავიდა მეორე ტურში, სადაც მისი მოწინააღმდეგე იყო სოციალ-დემოკრატი ჟოზე სერა.

2009 წელს დილმა რუსეფს დაუდგინეს ლიმფური კვანძების კიბოს ადრეული ეტაპი. ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად რამდენიმე თვის მანძილზე ატარებდა პარიკს. გათხოვილი იყო ორჯერ, ამჟამად განქორწინებულია. ჰყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ამერიკის ხმა: ბრაზილიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა
  2. Dilma Rousseff re-elected Brazilian president. BBC Online (26 October 2014). ციტირების თარიღი: 26 October 2014.
  3. „FACTBOX-Brazil's leading presidential candidates“ (ინგლისური). Reuters. 03.10.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Dilma reafirma necessidade de reforma agrária e ataca Serra“ (პორტუგალიური). 13.07.2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 06.07.2011. ციტირების თარიღი: 31.10.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  5. „Dilma diz ser favorável à reforma política“ (პორტუგალიური). 28.06.2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.05.2011. ციტირების თარიღი: 31.10.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. „Dilma diz que, se eleita, vai implantar cotas raciais também na pós-graduação!!!“ (პორტუგალიური). 14.05.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. „Dilma e Lula terminam campanha garantindo liberdade de religião“ (პორტუგალიური). 30.09.2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.08.2012. ციტირების თარიღი: 31.10.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  8. „Dilma pede “punição exemplar” a envolvidos na morte de Eliza Samudio e classifica crime como "bárbaro" (პორტუგალიური). 08.07.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „Dilma defende união civil entre gays e se diz contra a legalização da maconha“ (პორტუგალიური). 22.07.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]