ლუის ინასიუ ლულა და სილვა
ლუის ინასიუ „ლულა“ და სილვა (პორტ. Luiz Inácio Lula da Silva; დ. 27 ოქტომბერი, 1945, გარანიუნსი, პერნამბუკუ) – ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ბრაზილიის ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტი 2003-2011 წლებში და 39-ე პრეზიდენტი 2023 წლიდან. პროფკავშირული მოღვაწეობის დროს ცნობილი იყო მეტსახელით „ლულა“, რაც ლუისის კნინობითი ფორმაა. მოგვიანებით ეს მეტსახელი მისი სახელის ოფიციალური ნაწილი გახდა.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა | |
ბრაზილიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 იანვარი, 2023 |
წინამორბედი | ჟაირ ბოლსონარუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2003 – 1 იანვარი, 2011 | |
წინამორბედი | ფერნანდუ კარდოზუ |
მემკვიდრე | დილმა რუსეფი |
დაბადებული | 27 ოქტომბერი, 1945 გარანიუნსი, პერნამბუკუ |
ეროვნება | ბრაზილიელი |
პოლიტიკური პარტია | მუშათა პარტია |
ხელმოწერა |
6-ჯერ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელთაგან პირველი სამი (1989, 1994 და 1998) წარუმატებელი აღმოჩნდა, ბოლო სამი კი (2002, 2006 და 2022 წწ.) წარმატებული. 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა და მიიღო ხმების 50,9 %. მედიის ინფორმაციით, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ ცნეს ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა“. 1TV. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
წინამორბედი: ფერნანდუ კარდოზუ |
ბრაზილიის პრეზიდენტი 2003 – 2011 |
შემდეგი: დილმა რუსეფი |
წინამორბედი: ჟაირ ბოლსონარუ |
ბრაზილიის პრეზიდენტი 2023 – |
შემდეგი: |