კანაფი, კანაბისი, რომელსაც სხვა სახელებთან ერთად მარიხუანასაც ან პლანს უწოდებენ[11]ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარე კანაფიდან და გამოიყენება სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებით.[12][13][14] კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნაწილია ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ), მცენარეში ჩვენთვის ცნობილი 483 კომპონენტიდან ერთ-ერთი,[15] მათ შორისაა მინიმუმ 65 სხვა კანაბინოიდი — ის ელემენტები, რაც ეიფორიას/ნარკოტიკულ თრობას იწვევს..[16] კანაფის მიღება შესაძლებელია მოწევით, აორთქლებით, საკვებში ან ექსტრაქტის (გამონაწურის) სახით.[17]

მცენარე კანაფი

მარიხუანა ხშირად მიიღება მისი მენტალური და ფიზიკური ეფექტების გამო, მაგალითად, როგორიცაა „ამაღლებულობისა“ და „გაბრუებულობის“ შეგრძნება. ეფექტებს შორისაა ასევე პერცეფციის (აღქმის) ზოგადი ცვლილება, ეიფორია (სიამოვნება და ბედნიერება), მადის

მოჭარბება.[17][18] როგორც წესი, ეს ეფექტები იწყება მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ან მოხარშვისა და შეჭმიდან დაახლოებით 30-დან 60 წუთის შემდეგ.[17][19] ისინი, ჩვეულებრივ, ორიდან ექვს საათამდე გრძელდება.[19] მოკლევადიან გვერდით ეფექტებს შორისაა მოკლევადიანი მეხსიერების გაუარესება, პირის ღრუს სიმშრალე, შენელებული მოტორული უნარ-ჩვევები, წითელი თვალები და პარანოიის ან მღელვარების შეგრძნება.[17][20][21]

გამოყენება

რედაქტირება

სამედიცინო

რედაქტირება
 

ზოგადად, მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნების გამოყენებას სხვადასხვა კულტურაში ხანგრძლივი ისტორია აქვს; აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, მისი სავარაუდო გამოყენების შესახებ ინფორმაცია 5 000 წლის წინანდელ მასალებშიც არსებობს.[22] სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალ "Nature-ის" თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კანაფის ლეგალიზაცია. 2015 წლისათვის აშშ-ის 23 შტატი, ვაშინგტონთან ერთად, სამედიცინო მარიხუანის გაყიდვის უფლებას იძლევა; იმავე წელს სამედიცინო კანაფის ინდუსტრიამ ქვეყანაში მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კანაფის მოხმარების ზრდის ფონზე მეცნიერები ცდილობენ, სიღრმისეულად გამოიკვლიონ მისი სამედიცინო მოხმარების სიკეთეები და რისკები; როგორც აშშ-ის ზედოზირების ეროვნული ინსტიტუტი განმარტავს, სამედიცინო კანაფს დაავადებათა სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ ხოლმე;  ზოგიერთი კვლევა ასკვნის, რომ კანაფს შეუძლია გულისრევისა და ღებინების შემცირება ქიმიოთერაპიისას, აივ/შიდსით დაავადებული ადამიანებისთვის მადის გაუმჯობესება-სტიმულირება, ქრონიკული ტკივილებისა, კუნთოვანი სპაზმების შემსუბუქება და ა.შ[23][24] [25]

სარეკრეაციო

რედაქტირება
 
მარიხუანას მოწევა

კანაფს, მოხმარებისას თან ახლავს ფსიქოაქტიური და ფიზიოლოგიური ეფექტები. კანაფის მოხმარებისას დაუყოვნებლივ ეფექტებს განეკუთვნება მოდუნება და ეიფორია, ცნობიერი აღქმის ზოგადი შეცვლა, მგრძნობელობის გაზრდა, ლიბიდოს გაზრდა, დროის და სივრცის აღქმის დამახინჯება. უფრო დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება სხეულის გამოსახულების შეცვლას, აუდიტორულ ან/და ვიზუალურ ილუზიებს, ფსევდოჰალუცინაციებს და ატაქსიას პოლინისეპტიკური რეფლექსების შერჩევითი დაქვეითებისგან. ზოგიერთ შემთხვევაში მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს დისოციაციური მდგომარეობა, როგორიცაა დეპერსონალიზაცია  და დერეალიზაცია. [26]

სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენებია მოკლევადიანი მეხსიერების შემცირებას, პირის სიმშრალეს, მოტორული უნარის დაქვეითებას და თვალების გაწითლებას. აღქმისა და განწყობის სუბიექტური ცვლილების გარდა, ყველაზე გავრცელებულ მოკლევადიან ფიზიკურ და ნევროლოგიურ ეფექტებში შედის გულისცემის გახშირება, მადის მომატება, არტერიული წნევის დაწევა, მოკლევადიანი და სამუშაო მეხსიერების დაქვეითება,  ფსიქომოტორული კოორდინაცია და კონცენტრაცია. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მწვავე ფსიქოზის ეპიზოდი, რომელიც ჩვეულებრივ ექვს საათში ჩერდება, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში, ხანგლძივ მომხმარებლებს შეიძლება სიმპტომები შეუნარჩუნდეთ მრავალი დღის განმავლობაში.[24]

კოსმეტიკური

რედაქტირება

კანაფი გამოიყენება კოსმეტიკურ ინდუსტრიაშიც. გამოცემა Independent-ს კანაფისგან დამზადებული ასეთი პროდუქტების საუკეთესო ათეულიც კი ჰქონდა მომზადებული. ათეულში შედიოდა “დაბერების საწინააღმდეგო” დღის კრემები, კანის, ხელის, ტანის მოვლის სხვა საშუალებები, შამპუნები, საპნები და ა.შ;[25][27]

მრავალ სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში, კანაფის მცენარე გამოიყენებოდა როგორც სულიერი და რელიგიური საიდუმლოება. ქრისტიანობაში ღვინის გამოყენების მსგავსად, კანაფი ასევე გამოიყენებოდა, როგორც სულიერი რიტუალებისა და ცერემონიების ნაწილი. ინდუიზმიდან დაწყებული რასტფარიანიზმით დამთავრებული, ქრისტიანობამდე მრავალმა კულტურამ და რელიგიამ მიიღო ეს მცენარე. მარიხუანას წმინდა სტატუსი ჰქონდა რამდენიმე რელიგიაში და მსახურობდა როგორც ეთნოგენურ-ქიმიურ ნივთიერება, რომელიც რელიგიურ, შამანურ ან სულიერ კონტექსტებში გამოიყენებოდა.[28]

ინდუისტებმა კანაფი გამოიყენეს რელიგიურ ცერემონიალებში ჯერ კიდევ ძვ.წ 1000 წელს. მცენარე მოხმარდა ქალღმერთ შივაზე დაკვირვების რიტუალში. ასევე, ჰოლის ფესტივალის დროს. მცენარეს მოიხმარენ რელიგიურ სასმელში, რომელსაც ეწოდება ბჰანგი ან ბანგი. ინდოეთის კანაფის წამლის კომისიის ანგარიშის თანახმად: ”უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ განჯა [კანაფი] შესთავაზეს ღმერთს და მოახმარეს თაყვანისმცემელთა ამ კლასებმა, არამედ ეს წესები იმდენად მჭიდრო კავშირშია მათ თაყვანისცემასთან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეულწილად მისი განუყოფელი ნაწილია. ” ინდოეთის ნახევარკუნძულზე კანაფის წმინდა სტატუსის შესახებ ცნობილი ყველაზე ადრეული ცნობები მოვიდა ათარვავედადან , სავარაუდოდ, იგი შედგენილია ძვ.წ 1400 წელს[29]

ბერძნულ მითოლოგიაში რამდენიმე მითითება არსებობს ძლიერი წამლის შესახებ, რომელიც აღმოფხვრიდა ტანჯვას და მწუხარებას. ჰეროდოტე წერდა სკვითების ადრეული საზეიმო პრაქტიკის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ძვ.წ. V-II საუკუნეებში მოხდა. თანამედროვე კულტურაში კანაფის სულიერი გამოყენება გავრცელდა რასტაფარიდან, რომელიც კანაფს იყენებს როგორც მედიტაციის დახმარებას.

კიდევ უფრო ბოლო პერიოდში გაჩნდა სრულიად ახალი რელიგიური ფილოსოფია: კანტეიზმი. კანთეიზმი არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს კანაფის მცენარის, როგორც რელიგიური გამოცდილების, ყოველგვარ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად თვითონ არ არის რელიგია, ეს არის ფილოსოფია, რომელიც შეისწავლის ადამიანის კანაფის მცენარესთან ურთიერთობის თანდაყოლილ რელიგიურ ხასიათს.[30]

 
პიპე

გამოყენების გზები

რედაქტირება
 
ჯოინთი

მარიხუანას/პლანის მოხმარება ხდება სხვადასხვა გზით:

  • მოწევა . კანაფი იწვის და შედეგად ადამიანი შეისუნთქავს მის კვამლს. დღესდღეობით კანაფის მოწევის ბევრი საშუალება და ტექნიკაა გამოგონილი: ბონგი, ჯოინთი, პიპე, ქაღალდში გახვევა, ვეიპი (ელექტრო სიგარეტი), "ბულბულატორი" და ა.შ[31][32][33]
  • აბები ან კაფსულები. კაფსულები გახდა მარიხუანის მიღების პოპულარული მეთოდი. აბები შეიცავს მარიხუანას. ამ გზის დადებითი მხარეები შესაფერისია რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. იგი ასევე იძლევა ზუსტ დოზას და შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დაავადების სამკურნალოდ.[34][35]
  • დალევა. მარიხუანით გაჟღენთილი სასმელები ახალი აღარ არის, თუმცა ეს არ არის მოხმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა.[36] (მარიხუანას ჩაი, მანაგუა, ა.შ)
  • შეჭმა. მარიხუანასგან გაკეთებული საკვები და სასმელი გამოიყენებოდა მთელი ისტორიის მანძილზე, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლიდან. ძირითადად მას ურევენ ნამცხვრებში და ფუნთუშეულებში[37]
  • წასმა. კანაფისგან შემდგარი კოსმეტიკური საშუალებები.

ანტიკური

რედაქტირება
 
ინდოელები ჭამენ ბანგს

მარიხუანა სათავეს იღებს ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეკონტინენტიდან. მისი გამოყენება ქსოვილებისა და ბაწრების წარმოებისთვის კი ნეოლითის ხანით თარიღდება ჩინეთსა და იაპონიაში. გაუგებარია, როდის გახდა კანაფის ფსიქოაქტიური თვისებები ცნობილი, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, მარიხუანას შეიცავდა ძველ ინდოეთში დამზადებული წამლები.

ჰეროდოტეს გადმოცემით, სკვითები კანაფით განწმენდის რიტუალებს ატარებდნენ: ისინი კარავში ცეცხლს ანთებდნენ, მის ირგვლივ იკრიბებოდნენ, კოცონში ქვებს აწყობდნენ, მასზე კანაფის თესლს ყრიდნენ და "სიხარულის გამომწვევ" ორთქლს ისუნთქავდნენ (ძვ.წ. V-IV ს.), კანაბისით  თრობის შესახებ წერდნენ ასევე დემოკრიტე და გალენი.[38]კანაფი ცნობილი იყო ანტიკურ მსოფლიოშიც. ქირურგი დოსკორიდე, რომელიც კანაბისს ანესთეზიისათვის იყენებდა. ტკივილის გასაყუჩებლად  საჭირო იყო ჰაშიშის ძალიან დიდი დოზა, რომელიც მზადდებოდა კანაფის ფისისგან და იწვევდა ჰალუცინოგენურ თვისებებს.

კანაფის თესლი და მისგან დამზადებული შინაური წამლები აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად როგორც აზიის, ასევე ევრაზიის კონტინენტზე. იგი აღმოჩენილია ძველი ეგვიპტის სამარხებშიც და თარიღდება ძვ.წ 3000 წლით, თუმცა კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება აღმოსავლეთით, ინდოეთსა და ჩინეთში. [39]

 
მარცხნივ არაბული სიტყვები ჩანს (qinnab bustani) قنب بستاني ან "ბაღის კანაფი"

3 ათასი წლის წინ, ის მედიკამენტების სიაში შედიოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ხველის და ფაღარათის საუკეთესო საშუალება. ხოლო, ძვ. წ. XV საუკუნით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ცნობილია, რომ ჩინელი ექიმები კანაფს რევმატიული ტკივილების და პოდაგრის სამკურნალოდ იყენებდნენ. კანაბისი ცნობილი იყო ძველი ასურელებისთვის, რომლებმაც აღმოაჩინეს მისი ფსიქოაქტიური თვისებები ირანელთა მეშვეობით. გამოიყენეს იგი ზოგიერთ რელიგიურ ცერემონიაში და მას უწოდეს "ქუნუბუ" (ნიშნავს “კვამლის წარმოქმნის გზას”). ირანელებმა ასევე გააცნეს კანაფი კანადელებს, თრაკიელებსა და დაციელებს, რომელთა შამანები მისი მოწევის საშუალებით აღწევდნენ ტრანსს. ეს მცენარე ჩინეთში გამოიყენებოდა ძვ.წ 2800 წლამდე, ინდოეთში ძვ. წ. 1000 წლამდე, სადაც მას თერაპიული/სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა, ასევე იყენებდნენ საკვებსა და სასმელში, ბანგის ჩათვლით. [40]

ინდოეთიდან კანაფი გავრცელდა სამხრეთ აფრიკაში და ესპანეთში, საიდანაც ზღვაოსნების მეშვეობით მოხვდა ამერიკაში. აღმოსავლური კულტურა, ფლობს შედარებით არქაულ ხელნაწერებს კანაფის შესახებ. ძველ ჩინეთში ჰაშიში გამოიყენებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იგი შეტანილია ჩინეთის იმპერატორის შენ-ნუნის (ძვ.წ 2737 წ.) წამლების კრებულში, როგორც ხველებისა და ფაღარათის სამკურნალო საშუალება.

 
ებერული პაპირუსი (ძვ. წ. XV ს.), ძველი ეგვიპტე. წერია კანაფზე, რომელიც გამოიყენება ანთების სამედიცინო შემთხვევებზე.

მარიხუანას აქვს მრავალწლიანი ისტორია რიტუალურ გამოყენებაში. და იგი გვხვდება ფარმაკოლოგიურ კულტებში მთელ მსოფლიოს გარშემო. კანაფის მოწევის ყველაზე ადრეული მტკიცებულებები იქნა ნაპოვნი ჯირზანკალის სასაფლაოს 2,500 წლის სამარხში, დასავლეთ ჩინეთში მდებარე პამირის მთებში, სადაც კანაფის დამწვარი ნარჩენები იყო ნაპოვნი, სპეციალურ ქვის სანთურებში, რომლებიც შესაძლოა გამოიყენეს დაკრძალვის რიტუალების დროს. [40]

ინდოეთში  კანაფმა აღიარება მოიპოვა როგორც საკრალურმა ბალახმა. ჰაშიში მოხსენიებულია ძველ ინდურ ეპოსში.

ლეგენდები კანაფზე და მის მოხმარებაზე არსებობს ბევრ რელიგიაში: სინტოიზმში (უძველესი იაპონური რელიგია), კანაფი გამოიყენებოდა დასაქორწინებელი წყვილების შესაერთებლად, ბოროტი სულების განსადევნად და ქორწინებაში მხიარულებისა და ბედნიერების დასამკვიდრებლად. ინდუიზმში კი, კანაფი წმინდა მცენარე იყო, რომელიც შივას ბრძანებით ჰიმალაიდან ჩამოიტანეს ადამიანის ”ტკბობისა და განათლებისათვის”, ბუდიზმში კანაფი ფართოდ გამოიყენებოდა საკვებში, ასევე  რიტუალური მიზნებისთვის, ზარატუსტრას მიმდევრები კანაფის რელიგიური და სამედიცინო მიზნებით გამოყენებაზე პრაქტიკებს ატარებდნენ, ესენები (ძველი ეგვიპტე ძვ.წ. I ს.), ისლამის მიმდევარი სუფიები, კოპტები (პირველი ეგვიპტელი ქრისტიანები) და ბევრი სხვა რელიგიური მიმდინარეობები, კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ამ მცენარის თვისებების შესახებ.[41][42][43]

მე-20 საუკუნემდე

რედაქტირება

დრომოჭმული ტაბუს განმტკიცებას ეკლესია შედარებით გვიან შეუდგა. კანაფი არასოდეს არ გამქრალა სასულიერო პირების მხედველობის არედან. იმ დროისთვის, ფართოდ გავრცელებული სამკურნალო დანიშნულების გარდა, კანაფი გამოიყენებოდა ქაღალდის წარმოებაში, მისი ზეთი კი ლამფებისთვის, სანათებისთვის, კანდელისთვის. კანონმდებლობით გათვალისწინებული დევნა დაიწყო XII საუკუნეში, როცა ეკლესიამ კანაბისის გამოყენება აკრძალა ესპანეთში, ხოლო XIII საუკუნეში საფრანგეთში.1484 წელს პაპმა ინოკენტი VIII-ემ ოფიციალურად გამოყო კანაფი სამედიცინო პრეპარატებისგან და მას "უწმინდური ზიარების სატანური მესა" უწოდა. აკრძალვა კანაფის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაზე მოიხსნა მხოლოდ 150 წლის შემდეგ.

1611 წლიდან კანაფის დამუშავება დაიწყეს შტატ ვირჯინიაში. კანაფის ტექსტილისა და სამკურნალო თვისებების შესახებ შესანიშნავად იცოდნენ ამერიკის პირველმა პრეზიდენტებმა (სახელმწიფო უხდიდა დონაციას ფერმერებს, რომელთაც მოჰყავდათ კანაფი). პირველი წერილობითი წყარო რომელიც კანაფს ეხება, 1619 წლით დათარიღებულ კანონში გვხვდება, ახალ ინგლისურ კოლონიაში. კერძოდ, ახალმოსახლეებს ევალებოდათ, კანაფი მოეყვანათ ყველა შესაძლებლობისთანავე და რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. რაც სრულიად შეესაბამებოდა ჰენრიხ VIII ტიუდორის კანონს, რომელიც ყველა ფერმერს, საკუთარი მიწის ნაკვეთის 1/6-ზე კანაფის მოყვანას ავალდებულებდა. ნაკვეთიდან მიღებული კანაფის მოსავალი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ, არმიის და ფლოტის საჭიროებისთვის.

საინტერესოა, რომ კანაფის, როგორც უძველესი და ფართოდ გავრცელებული მცენარის კლასიფიკაცია მოხდა მხოლოდ 1753 წელს, კარლ ლინეს მიერ. კანაფი აღწერილი იქნა ასევე ლამარკის მიერ 1783 წელს

XVIII საუკუნის დასაწყისიდან, მიწის მფლობელს, რომლის ნაკვეთზეც კანაფი არ ხარობდა, იჭერდნენ და პატიმრობას უსჯიდნენ. ამიტომ, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ვიდრე გენერალი და პრეზიდენტი გახდებოდა, ფერმერი იყო და საკუთარ მამულში, თამბაქოს და ხორბალთან ერთად, კანაფიც მოჰყავდა, რომელიც, სხვათა შორის, ძირითადი შემოსავლის წყარო იყო მისთვის.

1836-1840 წლებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ, ფრანგი ექიმი ჟაკ-ჯოზეფ მოროუ წერდა კანაფის მოხმარების ფსიქოლოგიურ ეფექტებზე; ის იყო პარიზის "‘Club des Hashischins"-ის ("ჰაშიშინების კლუბი") წევრი. 1842 წელს ირლანდიელი ექიმი ვილიამ ბრუკ ო შონესი, რომელიც შეისწავლიდა ამ პრეპარატს და მუშაობდა ექიმად აღმოსავლეთ ინდოეთში, ბრიტანეთში მოახერხა გარკვეული რაოდენობის მარიხუანას ჩატანა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია აღმოსავლეთის მიმართ. 1839 წელს ინგლისელმა ექიმმა და სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა შონესმა შრომა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო რევმატიზმის და კრუნჩხვების კანაბისით წარმატებით მკურნალობის შესახებ. იმავე პერიოდში, ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალური მედიცინა მკურნალობის პროცეცში, კანაფის ფოთლების და ყვავილების ნაყენს სპაზმების საწინააღმდეგო და საძილე საშუალებად იყენებდა, ხოლო კანაფის ზეთი, ანთების და ჭრილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

XIX საუკუნემდე კანაფი "შავების ბალახად" ითვლებოდა, რადგან აფროამერიკელებს თამბაქოს მოწევის უფლება არა ჰქონდათ და მხოლოდ მარიხუანას ეწეოდნენ. კანაბისის გამოყენება აღელვებდა მხოლოდ ეკლესიასა და მღვდელთმსახურებს, კანონმდებლობით იგი არ იდევნებოდა. 1864 წელს ეგვიპტე გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აიკრძალა კანაფის გამოყენება.

ფრიდრიხ ნიცშე, რომელიც სუსტად იყო და ავადმყოფობდა, მისი ბიოგრაფის, გალსვის აღწერით იყენებდა აფთიაქში დამზადებულ კანაფის ნაყენს, რომელიც კრიზისის პერიოდში მისთვის ერთადერთ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა. როგორც ცნობილია 19 საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, სენის სანაპიროზე მდებარეობდა ჰაშიშის მწეველთა კლუბი. ლიტერატორების და მსახიობების საზოგადოება თავს იქცევდა ეგზოტიკური კანაფის სახეობებით. კლუბის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ და მოიხმარდნენ ჰაშიშს. ესენი იყვნენ სახელოვანი ლიტერატორები: ბოდლერი, გოტიე, ვერლენი, ბალზაკი, დიუმა და სხვები. მათი მეშვეობით ჰაშიში ფართოდ გახდა ცნობილი ევროპულ კულტურულ ტრადიციებში. იმ დროს საზოგადოებას არ შეეძლო სწორად აეხსნა ადამიანზე მცენარის ფსიქოაქტიური გავლენის ფაქტორი.

1840-1900 წლებში დასავლეთის სამედიცინო ლიტერატურაში 100-ზე მეტი ნაშრომი შეიქმნა კანაბისის სამკურნალო თვისებების შესახებ. 1937 წლამდე, კანაფზე დამზადებული წამლებით 100-მდე დაავადებას მკურნალობდნენ. მათ შორის: ასთმას, შაკიკს, ჰერპესს, ართრიტს, რევმატიულ ტკივილს, უძილობას და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებებს.[41][43][40]

კანაფის კრიმინალიზაცია მოხდა სხვადასხვა ქვეყანაში XIX საუკუნის დასაწყისიდან. მავრიკის ბრიტანულმა კოლონიებმა კანაფი აკრძალეს 1840 წელს ინდოეთის დაქირავებულ მუშებზე, იგივე მოხდა ბრიტანულ სინგაპურში 1870 წელს. შეერთებულ შტატებში კანაფის გაყიდვის პირველი შეზღუდვები დაწესდა 1906 წელს (კოლუმბიის ოლქში).  კანადაში კანაფის კრიმინალიზაცია მოხდა 1923 წელს, მაგრამ საბოლოოდ 2018 წელს ლეგალიზებული იქნა მისი მოხმარება რეკრეაციული და სამკურნალო მიზნებისთვის.[44][45][46]

მე-20 საუკუნიდან

რედაქტირება
 
კანაფის შემცველი წამლის ბოთლი

მეოცე საუკუნის დასაწყისში კანაფმა დაიწყო საკანონმდებლო ორგანოების ყურადღების მიპყრობა. გადასახადებისა და კანონების მიღება დაიწყო სამრეწველო კანაფის კულტივირების ან მარიხუანის, როგორც სამედიცინო ან სარეკრეაციო გამოყენების წინააღმდეგ. 1906 წლის კანონი ერთ-ერთი პირველი კანონი იყო, რომლის თანახმად, წამლების შინაარსი უნდა გამოვლენილიყო. ასე რომ, მორფინის, ალკოჰოლის, კოკაინის, ჰეროინის ან კანაფის შემცველობა უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე, პრეპარატის რაოდენობასთან ერთად. არალეგალური იყო ამ მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა - კანონი ითხოვდა მხოლოდ ინგრედიენტების გამოვლენას, რადგან ამ ნაყენებიდან ბევრს ადრე ჰქონდა საიდუმლოდ შენახული მათი შინაარსი.

 
კანაფის პროპაგანდა 1935 წ.

1914 წლისთვის ოპიუმზე დამოკიდებულება ფართოდ გავრცელებული პრობლემა იყო აშშ-ში, სავარაუდოდ ყოველი 400 ადამიანიდან ერთი იყო დამოკიდებული. ბევრი ქალი გახდა ნარკომანი მას შემდეგ, რაც ოპიუმი მიიღეს, როგორც მედიკამენტები მენსტრუალური ან ემოციური პრობლემების დროს. მრავალი ადამიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სხვა ოპიატზე, მორფინზე გახდა დამოკიდებული, რადგან ეს ტკივილგამაყუჩებელი იყო მათთვის, ვინც დაშავდა. 1914 წლის დეკემბრის ჰარისონის ნარკოტიკების აქტით დაწესდა კონტროლი და გადასახადები ოპიატების ან კოკაინის განაწილებაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შეზღუდვა ნარკომანიის ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ში. ცოტა ხნის შემდეგ მას მოჰყვა ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვის აკრძალვა, აკრძალვა, რომელიც გაუქმდა 1933 წელს.[47] 1915-1927 წლებში 10 შტატმა მიიღო მარიხუანას აკრძალვის კანონი[48]

 
შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გადაღებული სურათი. ჟოზეფ ბარტონი კანაფის მოსავლით

1937 წლისთვის მარიხუანას საგადასახადო აქტმა ფაქტობრივად აკრძალა ქარხნის მიერ კანაფის გაყიდვაზე, ფლობაზე ან ტრანსპორტირებაზე დაწესებული მძიმე აქციზით. ეს აქტი დაადგინა ფედერალურმა მთავრობამ. მარიხუანასთან დაკავშირებული პირველი დაკავება 1937 წლის 2 ოქტომბერს მოხდა, რომელიც 58 წლის სამუელ კალდუელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში მარიხუანის მოყვანა განაგრძეს, კანაფის ბოლო ოფიციალური მინდვრები ვისკონსინში 1957 წელს დარგეს.

"კანაფი გამარჯვებისთვის"

მეორე მსოფლიო ომის მსგავსად ყველაზე რთულ დროსაც კი, კანაფს იყენებდნენ მთელ მსოფლიოში. შეერთებული შტატების მთავრობამ 1942 წელს ფილმში "Hemp for Victory"-ის (კანაფი გამარჯვებისთვის) გამოშვებით წაახალისა ფერმერები, მეტი კანაფის მოყვანისთვის. ფილმში ნაჩვენებია კანაფის ისტორია, როგორ იზრდება მცენარე და როგორ ხდება მისი გადამუშავება სხვადასხვა პროდუქტებში, რომლებიც აუცილებელია ომისთვის. კანაფის ბოჭკოს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ძლიერი სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის იაპონიაში, სადაც იგი ომის მასალად ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მარიხუანას ფსიქოლოგიურ ეფექტებს იყენებდნენ, როგორც "სიმართლის შრატს", რომელიც ამარტივებდა პატიმრებისგან ინფორმაციის მიღებას.[49]

1944 წელს ნიუ იორკის მედიცინის აკადემიამ გამოაქვეყნა ვრცლად გამოკვლეული დასკვნა, რომელშიც ნათქვამია რომ, ადრე ჩატარებული გამოკვლევებისა და გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მარიხუანას გამოყენებამ არ გამოიწვია ძალადობა, გაგიჟება, სექსუალური დანაშაული და ნარკომანია. [50]

 
ჰელე ბოგსი

1951 წელს კონგრესმა დააწესა სავალდებულო მინიმალური თავისუფლების აღკვეთა ნარკოდანაშაულისთვის. მისი სპონსორის სახელით, წარმომადგენელი ჰელე ბოგსი დაასახელა. ბოგსის აქტმა დააწესა ორიდან ხუთ წლამდე მინიმალური სასჯელი პირველი დანაშაულისთვის, მათ შორის მარტივი შენახვისთვის. კანონი არ განასხვავებდა ნარკოტიკების მომხმარებლებსა და ნარკოტიკების ტრეფიკინგებს განაჩენის შეფარდების მიზნით. ბოგსის კანონის მამოძრავებელი ძალა იყო მცდარი რწმენა იმისა, რომ ნარკომანია გადამდები და განუკურნებელი დაავადებაა, ნარკომანი უნდა იყოს კარანტინირებული და იძულებული გახდეს გაიაროს მკურნალობა. ”[51][48] 1956 წელს კანონები გამკაცრდა და მინიმალური სასჯელი ორიდან ათ წლამდე იზრდება, ასევე ემატება ჯარიმა 20,000 დოლარამდე.[52]

პოლიტიკური და კულტურული კლიმატის შეცვლა აისახა მარიხუანის მიმართ უფრო მსუბუქი დამოკიდებულებაში. პრეპარატის გამოყენება ფართოდ გავრცელდა თეთრკანიან საშუალო ფენაში. პრეზიდენტებმა კენედისა და ჯონსონის დაკვეთით გაკეთებულმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მოხმარება არ იწვევს ძალადობას.[50]

1968 წლის 1 ნოემბრის ვუტონის მოხსენებაში, რომელიც დაწერილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მრჩეველთა კომიტეტის მიერ ნარკომანიის შესახებ, ნათქვამია, რომ ”კანაფის გრძელვადიან მიღებას ზომიერ დოზებში არ აქვს მავნე ზემოქმედება, კანაფი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ოპიატები, ამფეტამინები და ბარბიტურატები, ასევე ნაკლებად საშიშია ვიდრე ალკოჰოლი. ”ანგარიშის გავლენა ჩანს ბრიტანეთის ნარკოპოლიტიკაში, რომელიც მარიხუანას შენახვისთვის ჯარიმებს 50% -ით ამცირებს.[53]

 

1970 წელს კონგრესმა გააუქმა სავალდებულო ჯარიმების უმეტესობა ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. საყოველთაოდ აღიარებული იყო, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების სავალდებულო მინიმალურმა სასჯლებმა ვერაფერი გააკეთა ნარკოლოგიური კულტურის აღმოსაფხვრელად, რომელიც მოიცავდა მარიხუანას გამოყენებას 60-იანი წლების განმავლობაში, და რომ დაწესებული მინიმალური სასჯელი ხშირად ზედმეტად მკაცრი იყო. ნარკომანიის სრულყოფილი პრევენციისა და კონტროლის შესახებ კანონში მარიხუანას სხვა კატეგორიის ნარკოტიკებისგან განცალკევება და მცირე რაოდენობის ფლობის გამო სავალდებულო ფედერალური სასჯელები გაუქმდა.[50] 1972 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მიერ კონგრესის ხელმძღვანელობით დანიშნულმა მარიხუანასა და ნარკომანიის ეროვნულმა კომისიამ განიხილა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონები და დაადგინა, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა განხორციელებულიყო. ნიქსონმა უარყო რეკომენდაცია, მაგრამ გასული საუკუნის 70-იანი წლების განმავლობაში თერთმეტმა შტატმა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, სხვებმა კი შეამცირეს ჯარიმები.[54]

1976 წელს ნიდერლანდებმა მიიღო კანაფის ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია. [55] ორი წლის შემდეგ ნიუ მექსიკომ მიიღო პირველი სახელმწიფო კანონი, რომელიც აღიარებს მარიხუანას სამედიცინო ღირებულებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 30-ზე მეტმა შტატმა მიიღო მსგავსი კანონმდებლობა.[48]

1986 წლის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი ზრდის მარიხუანას შენახვას და ვაჭრობას. პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის აქტს, რომელიც აწესებს სავალდებულო სასჯელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისათვის.[56] რეიგანის მსგავსად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახალი ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს ეროვნულ სატელევიზიო გამოსვლაში.[57]

ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ტჰკ) აღმოჩენიდან ოცდარვა წლის შემდეგ, 1992 წელს დოქტორმა მეჩულამმა ექიმ უილიამ დევანთან და დოქტორ ლუმირ ჰანუსთან ერთად დაადგინა ტვინის პირველი ენდოგენური კანაბინოიდი (ან ენდოკანაბინოიდი) - ტვინის ბუნებრივი ვერსია THC (ტჰკ) - რომელსაც ისინი უწოდებენ ანანდამიდის, სანსკრიტული სიტყვიდან "ანანდა", რაც ნიშნავს "მარადიულ ნეტარებას" ან "უზენაეს სიხარულს". ენერგიული ვარჯიში ასტიმულირებს ანანდამიდის გამოყოფას და ეიფორიული კეთილდღეობის განცდას. [58]

1996 წლის 5 ნოემბერს, კალიფორნია გახდა პირველი შტატი, რომელმაც დააკანონა სამედიცინო მარიხუანა. კანონი ითვალისწინებს მარიხუანის გაყიდვისა და სამედიცინო გამოყენებას შიდსის, კიბოს და სხვა სერიოზული და მტკივნეული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.[59] ორი წლის შემდეგ, 1998 წლის 3 ნოემბერს ალასკამ, ორეგონმა და ვაშინგტონმაც მოახდინეს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაცია.[60]

1998 წლის 11 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზებას. ”მთავრობამ უნდა მისცეს ექიმებს საშუალება გამოიყენონ კანაფი სამედიცინო გამოყენებისთვის" ეს არის დასკვნა ლორდთა პალატის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომიტეტის მიერ. [61]

21-ე საუკუნე

რედაქტირება

21-ე საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს კანადაში მარიხუანას ლეგალიზაციის ინიციატივა ჩაიშალა,[62] თუმცა 3 წლის შემდეგ კანადა ხდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა სამედიცინო მარიხუანა ქვეყნის მასშტაბით.[62] მარკ ემერი, კანადის მოქალაქე და მარიხუანის თესლის უმსხვილესი დისტრიბუტორი შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 1995 წლიდან 2005 წლის ივლისამდე იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ნომერ პირველი ძებნილ ნარკოტიკების სიაში, რომელსაც საბოლოოდ ბრალი წაუყენეს. იგი ექსტრადირებული იქნა კანადიდან აშშ-ში გასასამართლებლად 2010 წლის მაისში.[63][64][65]

ზოგიერთი იურისდიქცია იყენებს ნებაყოფლობითი მკურნალობის უფასო პროგრამებს ან/და სავალდებულო მკურნალობის პროგრამებს მომხმარებლისთვის. ცოტა რაოდენობით ფლობის შემთხვევაშიც კი შეიძლება გრძელვადიანი სასჯელი ჰქონდეთ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც კანაფის გაყიდვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილით დასჯა. პოლიტიკური პარტიები და არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებულია სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციაზე, გაჩნდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი და ტაილანდი.

2012 წლის დეკემბერს, ვაშინგტონი გახდა შტატი, რომელმაც ოფიციალურად ლეგალური გახადა მარიხუანა, 2013 წლის 1 იანვარს კი, კოლორადოში პირველად დართეს ნება გაეხსნათ “მარიხუანას კლუბი”, სადაც ნებადართული იყო მოეხმარათ მარიხუანა კერძო საკუთრებაში თუმცა, ყიდვა და გაყიდვა აკრძლული იყო.

ყველაზე ფარდოთ გავრცელებული უკანონო ნივთიერება კანაფი, 2013 წელს, 128-იდან 232 მილიონამდე ადამიანმა გამოიყენა.[40] 2013 წლის მაისში, კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივ სამმართველო ორგანოებს შეუძლიათ აკრძალონ მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიის კანონის თანახმად ნებადართულია მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. ურუგვაიში, პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, 2013 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა რეკრეაციული კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონმდებლობას , რითაც ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა თანამედროვე ეპოქაში, რომელმაც კანაფის ლეგალიზაცია მოახდინა. კანონის განხორციელების ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ, 2017 წელს თექვსმეტი აფთიაქი უფლებამოსილი გახდა კანაფის კომერციულად გასაყიდად. 2018 წლის 19 ივნისს კანადის სენატმა მიიღო კანონპროექტი და პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ლეგალიზაციის ძალაში შესვლის ოფიციალური თარიღი, 2018 წლის 17 ოქტომბერი. ამით კანადა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოახდინა.

2015 წლის ნოემბერში უტარაკჰანდი გახდა ინდოეთის პირველი შტატი, რომელმაც დააკანონა კანაფის მოყვანა სამრეწველო მიზნით. ინდოეთის ქვეკონტინენტის, ინდუიზმურ და ბუდისტურ კულტურებში მარიხუანას გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ინდოეთში ბევრი ქუჩის მოვაჭრე ღიად ყიდის კანაფისგან გაჟღენთილ პროდუქტებს. ასევე შრი-ლანკაში ტრადიციული მედიცინის სპეციალისტებიც ყიდიან კანაფით გაჟღენთილ პროდუქტებს, რეკრეაციული მიზნებისთვისა და რელიგიური დღესასწაულებისთვის. ინდოეთის ქვეკონტინენტში მარიხუანა კრიმინალიზებულ იქნა ჰოლანდიელებისა და შემდეგ ბრიტანელების მიერ. ინდოეთმა და შრი-ლანკამ დაუშვეს კანაფის მოხმარება ტრადიციული კულტურის კონტექსტში, რეკრეაციული ან სადღესასწაულო და ასევე სამკურნალო მიზნებისთვის. 2015 წლის 17 ოქტომბერს, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა სუზან ლეიმ წარადგინა ახალი კანონი, რომლის თანახმად, კანაფის კულტივაცია შესაძლებელი იქნება პაციენტებზე სამეცნიერო კვლევებისა და სამედიცინო გამოკვლევებისთვის. გაეროს მსოფლიო წამლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კანაფი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ წარმოებული, ტრეფიკინგი და მოხმარებული ნარკოტიკი იყო 2010 წელს, 2015 წელს მსოფლიოში 128 მილიონიდან 238 მილიონამდე მომხმარებელი იყო შეფასებული[66].[67]

კანადის ლიცენზირებულ მწარმოებელთა სისტემა მიზნად ისახავს მსოფლიოში ოქროს სტანდარტი გახდეს კანაფის უსაფრთხო და სუფთა წარმოებისთვის. ასევე მათ აქვთ ლაბორატორია კანაფის ახალი ჯიშების გამოსაყვანად. იმის გამო, რომ პრეპარატი სულ უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც ჯანმრთელობის საკითხი კრიმინალური ქცევის ნაცვლად, მარიხუანას ლეგალიზება ან დეკრიმინალიზაცია განხორციელდა აგრეთვე: ჩეხეთში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პორტუგალიაში და სამხრეთ აფრიკაში. სამედიცინო მარიხუანა ლეგალიზებული იყო მექსიკაში 2017 წლის შუა რიცხვებში; კანონმდებლები გეგმავენ მისი რეკრეაციული სარგებლობის ლეგალიზებას 2019 წლის ბოლოსთვის.[40]

ურუგვაი და კანადა ერთადერთი ქვეყნებია, რომლებმაც სრულად დააკანონეს რეკრეაციული კანაფის მოხმარება და გაყიდვა ქვეყნის მასშტაბით. შეერთებულ შტატებში ათმა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა დაკანონეს კანაფის რეკრეაციული გამოყენება, თუმცა ის ფედერაციულად უკანონოა. კომერციული გაყიდვების შესახებ კანონები განსხვავდება  ყველა სახელმწიფოში. სასამართლომ საქართველოში და სამხრეთ აფრიკაში გამოიწვია კანაფის მოხმარების ლეგალიზება, მაგრამ არა ლეგალურია გაყიდვები. შეზღუდული აღსრულების პოლიტიკა ასევე მიღებულია მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით ესპანეთსა და ნიდერლანდებში, სადაც კანაფის გაყიდვის უფლება აქვთ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.[68]

მარიხუანა საქართველოში

რედაქტირება

კანონი ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველოში მარიხუანის მოწევა არის ლეგალური, ოღონდ მხოლოდ მოწევაზე და არა მარიხუანასთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე. მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: ქუჩაში, კაფეებში, რესტორნებში, პარკებში, სტადიონზე, ტრანსპორტში, კინოში, თეატრში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმდება. ასევე მოწევა აკრძალულია სამუშაო ადგილას. მარიხუანის მოხმარება ეკრძალება პირს, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 21 წელი, არასრულწლოვანის წაქეზება და დაყოლიება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისკენ ან ასევე ორი ან ორზე მეტი ადამიანის წაქეზება სისხლის სამართლის დანაშაულია და  ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე იკრძალება არა მარტო მარიხუანის მოხმარება, არამედ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანი ადამიანის თანდასწრებით. ამ ნორმის დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეძენა/შენახვის რაოდენობას, 5-დან 70 გრამამდეა მცირე ოდენობა, ხოლო 70-ის ზემოთ დიდი ოდენობა. თუ პირადი მოხმარების მიზნით, მომხმარებელი შეიძენს 70 გრამამდე გამომშრალ ან 100 გრამამდე ნედლ მარიხუანას, ციხე არ დაემუქრება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის,  კანონის თანახმად, ამ დოზით მარიხუანის შეძენა/შენახვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, ამ დანაშაულისთვის კანონი პატიმრობას აუქმებს, მაგრამ ალტერნატიულ სასჯელს არ განსაზღვრავს. დიდი ოდენობის ფლობა (70 გრამზე მეტი) პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ძალიან მცირე რაოდენობით მარიხუანის შეძენა/შენახვა/გადაზიდვას (5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი) სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მთლიანად მოხსნილია და დარჩენილია ადმინისტრაციული სასჯელი - 500 ლარიანი ჯარიმა.

მარიხუანას მოხმარება საქართველოში ლეგალური 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელის საფუძველზე გააუქმა მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოში მარიხუანის მოხმარება აკრძალული იყო და მისი მოხმარება ისჯებოდა ადმინისტრაციული სასჯელით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”. სასამართლო ამ გადაწყვეტილების შედეგად მარიხუანის მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. საჭირო გახდა მთელი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ ამის მცდელობაა შსს-ს მიერ ინიცირებული ახლადდამტკიცებული კანონი.[69]

გვერდითი მოვლენები

რედაქტირება

ფიზიოლოგიური ეფექტები, რომელსაც ადგილი აქვს მარიხუანას მოხმარების შემდეგ:

  • მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას;
  • მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;
  • მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;
  • მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;
  • მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;
  • მარიხუანა იწვევს ძილიანობას;
  • მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;
  • მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;
  • მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;
  • მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;
  • მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს;[70]

ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში:

  • მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;
  • მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას;
  • მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;
  • მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვისა და  ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას;
  • მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ლაპარაკს;[71]

ემოციური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:

  • მარიხუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას;
  • მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან;[72][73]

ნერვოფსიქოლოგიური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა:

  • მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;
  • მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;
  • მარიხუანა იწვევს აპათიას;
  • მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;
  • მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
  • მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;
  • მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;
  • მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;
  • მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;
  • მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა);

მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე. მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი. მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ, შეიძლება სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს. მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწეველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, იგი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს.[74][75][75][76]

  1. „Pot – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2012-10-09. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. „Weed – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2012-10-09. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. „Dope – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2017-07-17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. „Ganja – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2017-07-17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. Ruiz, Pedro; Strain, Eric C. (2011) Substance Abuse: A Comprehensive Textbook. Lippincott Williams & Wilkins, გვ. 214. ISBN 978-1-60547-277-5. 
  6. „Grass – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2012-10-09. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. „Herb – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2012-10-09. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  8. „Skunk – Definition“. American Heritage Dictionary of the English Language. ციტირების თარიღი: 2017-07-17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. „Mary Jane – Definition“. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 2017-07-17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. მარიხუანა
  11. სხვა ინგლისურ სახელწოდებებს შორისაა "pot",[1] "weed",[2] "dope",[3] და "ganja" /ˈɡɑːndʒə/,[4] აგრეთვე მრავალი სხვა მეტსახელი[5] ("grass",[6] "herb",[7] "skunk",[8] "Mary Jane",[9] და ა.შ. ქართულად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სლენგური სახელწოდებაა „პლანი“[10].
  12. Vij (2012). Textbook Of Forensic Medicine And Toxicology: Principles And Practice. Elsevier India, გვ. 672. ISBN 978-81-312-1129-8. იხილეთ აგრეთვე სტატია მარიხუანის, როგორც სიტყვის, შესახებ.
  13. Shorter Oxford English Dictionary (6th რედ.), Oxford University Press, 2007, ISBN 978-0-19-920687-2
  14. Editors of the American Heritage Dictionaries (2007). Spanish Word Histories and Mysteries: English Words That Come From Spanish. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 142. ISBN 978-0-547-35021-9. 
  15. Russo, Ethan B (2013). Cannabis and Cannabinoids: Pharmacology, Toxicology, and Therapeutic Potential. Routledge, გვ. 28. ISBN 978-1-136-61493-4. 
  16. Newton, David E. (2013) Marijuana: a reference handbook. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, გვ. 7. ISBN 9781610691499. 
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 DrugFacts: Marijuana (March 2016). ციტირების თარიღი: 19 April 2016.
  18. Marijuana: Factsheets: Appetite. Adai.uw.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  19. 19.0 19.1 Riviello, Ralph J. (2010) Manual of forensic emergency medicine : a guide for clinicians. Sudbury, Mass.: Jones and Bartlett Publishers, გვ. 41. ISBN 9780763744625. 
  20. Marijuana intoxication: MedlinePlus Medical Encyclopedia. Nlm.nih.gov. ციტირების თარიღი: 2013-07-12.
  21. Crippa JA, Zuardi AW, Martín-Santos R, Bhattacharyya S, Atakan Z, McGuire P, Fusar-Poli P (October 2009). „Cannabis and anxiety: a critical review of the evidence“. Human Psychopharmacology. 24 (7): 515–23. doi:10.1002/hup.1048. ISSN 0885-6222. PMID 19693792.
  22. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5312634/
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  24. 24.0 24.1 https://www.drugabuse.gov/publications/research-reports/marijuana/marijuana-safe-effective-medicine
  25. 25.0 25.1 https://netgazeti.ge/news/303579/
  26. https://www.medscape.com/viewarticle/468728_3
  27. https://netgazeti.ge/news/303579/
  28. http://www.scielo.br/scielo.php?script=sci_arttext&pid=S1516-89132008000500010&lng=en&tlng=en
  29. https://books.google.ge/books?id=GHqV3elHYvMC&q=Forces+of+Habit&pg=PP10&redir_esc=y#v=snippet&q=Forces%20of%20Habit&f=false
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-14. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  31. https://loudcloudhealth.com/resources/how-to-smoke-weed/
  32. https://www.benzinga.com/markets/cannabis/20/10/18040241/how-to-smoke-weed-26-ways-to-consume-cannabis
  33. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-11. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  34. https://ardentcannabis.com/blog/ways-to-consume-marijuana/
  35. https://ardentcannabis.com/blog/ways-to-consume-marijuana/
  36. https://ardentcannabis.com/blog/ways-to-consume-marijuana/
  37. https://www.healthline.com/nutrition/eating-weed#is-it-edible
  38. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/100831-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%C2%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%96%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%C2%BB-%C2%AB%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%C2%BB-%E1%83%93%E1%83%90-%C2%AB%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%C2%BB/89/
  39. https://www.aura.ge/menu/2-istoriebi/133-palitra/604-marixuanas-istoria.html
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 40.4 https://myseed.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/
  41. 41.0 41.1 https://www.aura.ge/menu/2-istoriebi/133-palitra/604-marixuanas-istoria.html
  42. https://myseed.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/
  43. 43.0 43.1 http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/100831-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%C2%AB%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%96%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%C2%BB-%C2%AB%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%C2%BB-%E1%83%93%E1%83%90-%C2%AB%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%C2%BB/89/
  44. http://www.druglibrary.org/schaffer/hemp/taxact/woodward.htm
  45. https://archive.org/stream/actsofparl1923v01cana#page/134/mode/2up
  46. https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/applications-submissions/guidance-documents/guidance-cannabis-act-food-and-drugs-act-related-regulations/document.html
  47. https://www.narconon.org/drug-information/marijuana-20th-century.html
  48. 48.0 48.1 48.2 https://medicalmarijuana.procon.org/historical-timeline/
  49. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-22. ციტირების თარიღი: 2020-11-18.
  50. 50.0 50.1 50.2 https://www.pbs.org/wgbh/pages/frontline/shows/dope/etc/cron.html
  51. https://www.govtrack.us/congress/bills/82/hr3490
  52. https://www.unodc.org/unodc/en/data-and-analysis/bulletin/bulletin_1956-01-01_3_page005.html#:~:text=To%20amend%20the%20Internal%20Revenue,and%20for%20other%20related%20purposes.&text=this%20Act%20may%20be%20cited,Narcotic%20Control%20Act%20of%201956.%22
  53. https://api.parliament.uk/historic-hansard/commons/1969/jan/27/cannabis-wootton-report
  54. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1749335/
  55. https://www.centreforpublicimpact.org/case-study/dutch-policy-marijuana-use-continuity-change/
  56. https://www.aclu.org/press-releases/aclu-releases-crack-cocaine-report-anti-drug-abuse-act-1986-deepened-racial-inequity
  57. https://www.drugpolicy.org/issues/brief-history-drug-war
  58. https://www.labroots.com/trending/cannabis-sciences/8456/endocannabinoid-system-discovered
  59. https://ballotpedia.org/California_Proposition_215,_the_Medical_Marijuana_Initiative_(1996)
  60. https://medicalmarijuana.procon.org/legal-medical-marijuana-states-and-dc/
  61. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2020-11-19.
  62. 62.0 62.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-11. ციტირების თარიღი: 2020-11-22.
  63. https://torontolife.com/city/toronto-sports/t-o-cops-investigating-roger-clemens-for-fbi-canada-finally-involved-in-international-drug-scandal-that-doesnt-involve-marc-emery/
  64. https://www.cbsnews.com/news/the-prince-of-pot/
  65. https://www.cannabisculture.com/content/2010/05/12/4639/
  66. https://www.unodc.org/wdr2017/index.html
  67. https://newsfeed.time.com/2012/06/29/marijuana-now-the-most-popular-drug-in-the-world/
  68. https://myseed.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90/
  69. https://jam-news.net/ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97/
  70. https://www.therecoveryvillage.com/marijuana-addiction/side-effects/
  71. https://www.narconon.org/drug-abuse/signs-symptoms-marijuana-use.html
  72. https://www.wellnessresourcecenter.com/drug-addiction/marijuana/signs-symptoms-withdrawals/
  73. https://www.verywellmind.com/characteristics-of-marijuana-addiction-22298
  74. https://www.webmd.com/mental-health/addiction/marijuana-use-and-its-effects#1
  75. 75.0 75.1 https://www.addictioncenter.com/drugs/marijuana/symptoms-signs/
  76. https://www.aura.ge/menu/2-istoriebi/133-palitra/602-marixuana-moxmarebis-siptomebi-uarkofiti-aspeqtebi.html