ფსიქოატიური ნივთიერება — ნებისმიერი ხელოვნური ან ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. იგი ფსიქიკურ მდგომარეობას ცვლის, ხანდახან ცნობიერების სრულად დაკარგვამდე. ამ ცვლილებებმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი.

დამოკიდებულება ყავის შემადგენელ კომპონენტზე — კოფეინზე საშიშია არა აბსტინენტციით, არამედ ინტოქსიკაციით

ფსიქოაქტიურ ნივთერებებს, რომლებიც მაღალ ფსიქიკურ ფუნქციებზე მოქმედებს და რომელსაც ხშირად იყენებენ მედიცინაში ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს უწოდებენ.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალულია კანონმდებლობით და იწვევს დამოკიდებულებას, ქართულ ენაში ნარკოტიკს უწოდებენ.

ნეიროტროპული საშუალებები — სამკურნალო პრეპარატების ფართო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: ცენტრალურსა და პერიფერიულზე. ნეიროტროპულ საშუალებას შეუძლია დათრგუნოს ან პირიქით — ასტიმულირებდეს ნერვული აგზნებადობის გადაცემას ცნს-ის სხვადასხვა უბანში, აამაღლოს ან შეამციროს პერიფერიული ნერვული სისტემის დაბოლოებების მგრძნობელობა, სხვადასხვა ტიპის სინაფსებზე ზემოქმედება.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება