დისოციაციური აშლილობები

დისოციაცია — ცნობიერების ფრაგმენტული ან გამოყოფილი ასპექტი, გულისხმობს მეხსირებას,იდენტობას და აღქმას.დისოციაციას აქვს სხვადასხვა ხარისხები,თუმცა თუ ინდივიდის ცნობიერება ძალიან ფრაგმენტული გახდა,ის შეიძლება პათოლოგიურად იქცეს და შეერწყას თვითგრძნობას და ადაპტაციის უნარს.დისოციაციურ აშლილობებს მიეკუთვნება დისოციაციური ამნეზია, დისოციაციური ფუგა, დისოციაციური პიროვნული აშლილობა, დეპერსონალიზაციური აშლილობა.

დიცოსიაციური ამნეზია

რედაქტირება

ინდივიდს არ შეუძლია გაიხსენოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები,რომელიც არის ემოციურად დატვირთული.ეტიოლოგიას განაპირობებს ფსიქოლოგიური სტრესი.ძირითადად გავრცელებულია მოზარდებში და ქალებში.დისოციაციური ამნეზია ვლინდება რეტროსპექტულად,მას განაპირობებს მეხსიერების დარღვევების უკიდურესაც ცვალებადი ხანგრძლივობა.მისი სიმპტომი არის ამნეზია,რომელიც შეიძლება იყოს განზოგადებული ან სელექციური ერთი განსაზღვრული შემთხვევის მიმართ.ამნეზია შეიძლება განვითარდეს უეცრად ან თანდათანობით,შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ მდგომარეობაშიც.თან ახლასვ ემოციური აშლილობა,მეტყველების პრობლემა და პიროვნული აშლილობა.მისი მკურნალობა შესაძლებელია ჰიპნოზისა და სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენებით.ფსიქოთერაპია პირდაპირ ხსნის ემოციონალურ სტრესს.

დისოციაციური ფუგა

რედაქტირება

ცნობიერების მოულოდნელი გათიშვა,რომელსაც თან ახლავს წარსულის დამახსოვრების უუნარობა და პიროვნული იდენტიფიკაციის არევა.დისოციაციური ფუგა სტრესული სიტუაციის შემდეგ უეცრად ვითარდება,მისი ეპიზოდები იზოლირებულია და გრძელდება ერთი საათიდან-თვემდე.მდგომარეობიდან გამოსვლა ხდება სწრაფად,მაგრამ ამნეზია შეიძლება დარჩეს.დისოციაციურ ფუგას მკურნალობენ ჰიპნოზისა და სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენებით.ასევე ეფექტურია ფსიქოთერაპია.

დისოციაციური პიროვნული აშლილობა

რედაქტირება

ეს არის იდენტიფიკაციის აშლილობა.ადამიანს არ შეუძლია გაიხსენოს მნიშვნელოვანი პიროვნული ინფორმაცია და ეს პერიოდულად აკონტროლებს ინდივიდის ქცევას.ძირითადა გავრცელებულია ქალებში.რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობა.აშლილობის შეტევა არის ფარული.კლინიკური სურათი გრძელდება რამდენიმე წელი,რაც ხელს უშლის ინტერპერსონალურ ფუნქციონირებას.პიროვენული აშლილობის სიმპტომების აღმოჩენა ხდება მოხლოდ მისი მონატესავე სიმპტომების მკურნალობის პროცესში. ახასიათებს ქაოტური ინტერპერსონალური ურთიერთობები,იმპულსურობა და დესტრუქვიული ქცევა.სუიციდის მცდელობა.სიმპტომები შეიძლება იყოს მერყევი.დისოციაციური პიროვნული აშლილობის მკურნალობა შეიძლება ფსიქოთერაპიით,რომელიც ადამიანს ეხმარება ემოციური პრობლემების გადაწყვეტაში და ფსიქოლოგიური ტრავმისგან გათავისუფლებაში.

დეპერსონალიზაციური აშლილობა

რედაქტირება

საკუთარი სხეულისა და პიროვნების სრულყოფილი არქმის დარღვევა.ამ აშლილობისთვის დამახასიათებელი შეტევები იწყება ადრეულ ჭაბუკობაში.შეტევას წინ უსწრებს მატრავმირებელი შემთხვევები და სტრესი.დეპერსონალიზაციას ხშირად აღწერენ,როგორც "სხეულიდან გამოსვლის გამოცდილებას".ერთ-ერთი სიმპტომი დეპერსონალიზაციასთან ერთად არის დერეალიზაცია,ეს არის რეალური გარემოს დამახინჯებული აღქმა.დარღვეულია გარესამყაროდან მომავალი ინფორმაციის გადამუშავება.მას ახასიათებს ასევე jamais vu -არასდროს ნანახი(ნაცნობი სიტუაცია განიცდება როგორც უცნობი) და deja vu-უკვე ნანახი(უცნობი სიტუაცია განიცდება ოროგრც ნაცნობი).მკურნალობის მეთოდად იყენებენ ფსიქოთერაპიას შფოთვის მოსახსნელად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ა.ზურაბიშვილი "კლინიკური ფსიქიატრია"
  • გიორგი ნანეიშვილი - "ფსიქიატრიის მოკლე კურსი"
  • Kaplan Medical USMLE - Psychiatry and Epidemiology & Ethics 2005-2006 Edition