პიროვნული აშლილობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პიროვნული აშლილობა}} |
პიროვნული აშლილობა ხასიათდება პერსონალური პატერნებით,რომლებიც არის მცირედ შექცევადი,მტკიცე და არადექვატური.არსებობს პიროვნული აშლილობის 3 კლასტერი: კლასტერი ა - თავისებური აზროვნების პროცესი,შეუსაბამო მოქმედება კლასტერი ბ - ხასიათის არამდგრადობა,დისოციალური სიმპტომები,უარზე გაღიზიანება. კლასტერი ც - შფოთვა,გაღიზიანება კრიტიკით ან სიმკაცრით. პრიოვნული აშლილობები არის თანდაყოლილი ტემპერამენტისა და შემდგომში განვითარებული გარემოს ინტერაქციის პროდუქტი.რისკ-ფაქტორებში შედის თანდაყოლილი ტემპერამენტის სიძნელეები,არახელსაყრელი გარემო პირობები და პიროვენული აშლილობები მშობლებში.მამაკაცებში უფრო აღინიშნება ანტისოციალური და ნარცისული პიროვნული ასლილობები,ქალებში - მოსაზრვრე და ისტერიული პიროვნული აშლილობები. ძირითადად არ დიაგნოსტირდება ვიდრე გვიან მოზარდობასა და ადრეულ მოზრდილობამდე.იგი ძირითადა ქორნიკულად მიმდინარეობს,მკურნალობის გარეშე.პარანოიდული,შიზოიდური და ნარცისტული პიროვნული აშლილობების სიმპტომები უარესდება ასაკის მატებასთან ერთად.ანტისოციალური და მოსაზრვრე პიროვნული აშლილობების სიმპტომები ხშირად უმჯობესდება. ძირითადი სიმპტომები: 1.რთული ინტეპერსონალური ურთიერთობების ხანგზლივი პატერნი; 2.რთულ სიტუაციებში ადაპტირების პრობლემები; 3.ჩავარდნები მიზნების მიღწევაში; 4.ქრონიკული უბედურების განცდა; 5.დაბალი თვითშეფასება; მკურნალობისას ძირითადად გამოიყენებენ ფსიქოთერაპიას,ინტენსიურ და ხანგრძლივ ფსიქოდინამიკურ და კოგნიტურ თერაპიას.ხასიათის სტაბილიზატორების დაანტიდეპრესანტების გამოყენება ხსირად სასარგებლოა კლასტერი ბ-ს პიროვნული აშლილობებისთვის.
კლასტერი ა
რედაქტირებაპარანოიდული პიროვნული აშლილობა
რედაქტირებაუნდობლობა და ეჭვიანობა.ადამიანები არიან არეულნი, შფოთიანები, ეჭვდებიან სხვების ქცევის მოტივებში და ცხოვრობენ იზოლირებულად.არიან ემოციურად ცივები და უცნაურები.
შიზოიდური პიროვნეული აშლილობა
რედაქტირებაგაუცხოება და პიროვნული შეზღუდულობა.ადამიანები არიან ემოციურად დაშორებულნი საზოგადოებას.მათ არ აქვთ არანაირი ინტერესები და ინდიფერენტულად უდგებიან როგორც შექებას,ისე კრიტიკას. ასოციაციური მახასიათებლები შეიცავს დრიფტინგს და დისფორიას.
შიზოტიპური პიროვნული აშლილობა
რედაქტირებადისკომფორტი სოციალურ ურთიერთობებში, აზროვნების დამახინჯება, ექსცენტრიულობა. ინდივიდები არიან სოციალურად იზოლირებულნი და განიცდიან დისკომფორტს სხვებთან ყოფნისას. შიზოიდური პიროვნული აშლილობისგან განსხვავებით,ასეთი ტიპის აშლილობას აქვს აზროვნების განსხვავებული თავისებურებები, მაგიური აზროვნება, რომელიც შეიცავს დევნის უცნაურ იდეებს, უცნაურ შეფიქრიანებას, უცნაურ მეტყველებას.
კლასტერი ბ
რედაქტირებაისტერიული პიროვნული აშლილობა
რედაქტირებახშირად ხასიათდება მრავალფეროვანი, გაზვიადებული ქცევებით და ემოციების ზედაპირული გამოხატვით. ადამიანი იყენებს ფიზიკურ მხარეს, რომ იყოს ყურადღების ცენტრში. სექსუალურად მიმზიდველია და დისკიმფორტს გრძნობს ისეთ სიტუაციებში, სადაც თავს ყურადღების ცენტრში არ გრძნობს. თუმცა, ყველა მისი ემოციური გამოხატულება ზედაპირულია.
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა
რედაქტირებაჩვეულებრივ ხასიათდება არამყარი აფექტით, გუნება-განწყობილების მერყეობით, იმპულსურობით, არამყარი ურთიერთობებით, განმეორებადი სუიციდური ქმედებებით.აღინიშნება ქრონიკული განცდა სიცარიელისა და მოწყენილობის, უადგილო სიბრაზე. სტრესის დროს ხდება ფსიქოზური. ძირითადი დაცვის მექანიზმები მოშლილია.
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა
რედაქტირებახასიათდება ხანგრძლივი ასოციაციური და კრიმინალური ქმედებებით, არ შეუძლია შეეწყოს სოციალურ წესებს, იმპულსურია, უგულებელყოფს სხვების აზრებს. აგრესიულია, არ გააჩნია სინდისის ქენჯნა, სინანული, სიბრალული. ჩნდება დაახლოებით 15 წლის ასაკში.
ნარცისული პიროვნული აშლილობა
რედაქტირებახასიათდება საკუთარი თავის მნშვნელოვნობის განცდით, გრანდიოზულობით. ახასიათებს საკუთარი თავის წარმატებულობის მუდმივი ფანტაზია. ინდივიდებს სჯერათ,რომ ისინი არიან განსაკუთრებულნი, გარშემომყოფებისგან მოითხოვენ მეტისმეტ განდიდებას, მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე. აღინიშნება ემპათიურობის სიმცირე და შურიანობა.
კლასტერი ც
რედაქტირებაამრიდებლური პიროვნული აშლილობა
რედაქტირებაინდივიდებს აღენიშნებათ სოციალური შეფერხება, დათრგუნულობა, არიან ჰიპერესთეტიურები კრიტიკაზე. ისინი თავს არიდებენ რაიმე სახის სამუშაოს ან სოციალურ ურთიერთობებს უარყოფის შიშის გამო, რომელიც დაფუძნებულია შეუსაბამობის გრძნობებზე. ისინი გრძნობენ მარტოობას და არასტანდარტულობას და წინასწარ შემზადებულნი არიან უარყოფისთვის. აქვთ გარიყულობის გრძნობა, უკმარობის განცდა. არიან სოციალურად დათრგუნულნი და მარტოსულნი.
დამოკიდებული პიროვნული აშლილობა
რედაქტირებააღინიშნება მორჩილი და მიმკრობი ქცევა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ აშლილობის მქონე ადამიანი საჭიროებს სხვის მზრუნველობას. მათ აღენიშნებათ მიმწეპებლური ქცევა და არარეალურად წუხან მიტოვებასა და უარის თქმაზე. ისინი ძირითადად დამოკიდებული ხდებიან ოჯახის რომელიმე წევრზე ან მეუღლეზე. ასოცირებული მახასიათებლები შეიცავენ გადაჭარბებულ თავმდაბლობას, ეჭვს საკუთარი თავის მიმართ, ღარიბ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას, ხასიათის აშლილობებს, შფოთვის აშლილობებს, მოწესრიგების დარღვევებს და სხვა პიროვნულ აშლილობებს.
ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობა
რედაქტირებაამ აშლილობის მქონე ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ აკურატულობას, სრულყოფილებას და კონტროლს. ისინი მოცულნი არიან დეტალების ძიებით, დაკარგული აქვთ მთლიანობის შეგრძნება, არიან მკაცრები და სრულყოფილების მოყვარულნი, გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით და უდრეკი ხასიათით. მთლიანად შეპყრობილნი არიან საკუთარი საქმით და უჭირთ სხვებისთვის საქმის მინდობა. ასევე აღსანიშნავია ძუნწობა და ძლიერი გრძნობებისაგან თავის დაღწევის უუნარობა. ასოცირებული მახასიათებლებია გაუბედაობა, დისფორია, სიბრაზე, სოციალური დათრგუნულობა და რთული სოციალური ურთიერთობები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი ნანეიშვილი - "ფსიქიატრიის მოკლე კურსი"
- ა.ზურაბიშვილი "კლინიკური ფსიქიატრია"
- Kaplan Medical USMLE - Psychiatry and Epidemiology & Ethics 2005-2006 Edition