საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

(გადამისამართდა გვერდიდან შსს)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]. 2019 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამინისტროს გერბი
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918 წლის 26 მაისი
მინისტრი ვახტანგ გომელაური
უწყების ტიპი სამინისტრო
ზემდგომი უწყება საქართველოს მთავრობა
საიტი
www.police.ge

ისტორია

 
ნოე რამიშვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკი შინაგან საქმეთა მინისტრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო ევროპის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის პროპაგანდისთვის შექმნილი კომისიის წევრი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებს განეკუთვნებოდა კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და ბოლშევიკური აგიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახაზინო ქონების მითვისების აღმოფხვრა და ა.შ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი თანამშრომელი მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასა და სამხედრო ცენტრის საქმიანობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი თანამშრომელი დახვრიტეს.

2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავ სფეროში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა. 2015 წლის 1 აგვისტოს რეფორმირების პროცესს შედეგად მოჰყვა საპოლიციო სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გამიჯვნა და დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ჩამოყალიბება. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეითავსა.

მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები

პროექტები/რეფორმა

ქვეითი პატრული

2018 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში შეიქმნა საპატრულო პოლიციის ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი, რომელიც ტურისტულ ზონებში და იმ უბნებსა და ქუჩებში იმუშავებს, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული. ქვედანაყოფის შექმნის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ტურისტთა შემოსვლა გაიზარდა. ქვეითმა პატრულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. [3] [4] [5] [6]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

2018 წელს, 11 იანვარს სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც 2019 წლის 15 თებერვალს შეეცვალა სახელი და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი[7].

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.

დეპარტამენტის დირექტორი არის ნინო ცაციაშვილი.[8]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.[9]
დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ასევე, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მისი ფუნქციაა კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.[10]

112

 
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის შენობა თბილისში, საქართველო

2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“, რომელიც 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 112-ზე ერთი ზარის განხორციელებით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

სამინისტროს ძირითადი ფუნქციები:

  • დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი (საზღვაო საზღვრის ჩათვლით);
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვა;
  • არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია;
  • სალიცენზიო, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება;
  • საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება;
  • საგანგებო მდგომარეობისა და ომიანობის დროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
  • საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების იმპლემენტაცია;
  • სასამართლო-საექსპერტო საქმიანობა;
  • პოლიციელების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სწავლება და მათი პროფესიული განვითარება.

სტრუქტურა

სამინისტრო იყოფა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებად: დეპარტამენტები, სამმართველოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული დაწესებულებები. მათ შორის აღსანიშნავია: სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი და მინისტრის 5 მოადგილე.[11]

მინისტრის მოადგილეები

ქვედანაყოფები:

  • სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
  • გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)
  • ეკონომიკური დეპარტამენტი
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
  • საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტი
  • საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი
  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
  • დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი
  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი
  • ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამეტი
  • მიგრაციის დეპარტამენტი
  • იურიდიული დეპარტამენტი
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი
  • ობიექტების დაცვის დეპარტამენტი
  • ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი)
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

ტერიტორიული ორგანოები:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი
  • ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი
  • მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტი
  • სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

სსიპ-ები:

საქვეუწყებო დაწესებულება:

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიცია [14]

რეკვიზიტები

  • მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. №10
  • ტელეფონი: 112

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-09. ციტირების თარიღი: 2009-04-24.
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად რადიო თავისუფლება
  4. სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს ImediNews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2018-08-23.
  5. დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული იმუშავებს - ტაბულა
  6. ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას
  7. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
  8. შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
  9. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-27. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
  10. საქმიანობა - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
  11. მინისტრი და მოადგილეები - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-08. ციტირების თარიღი: 2018-07-12.
  12. შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს[მკვდარი ბმული]
  13. შს მინისტრს მოადგილე - იოსებ ჭელიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-22. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  14. სამინისტროს სტრუქტურა - Police.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-19. ციტირების თარიღი: 2018-07-12.