112 (საქართველო)
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
112 - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი | |
---|---|
დევიზი | როცა წამები გადამწყვეტია... |
შეიქმნა | 2012 |
ტიპი | სსიპ |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
წევრები | EENA; PSCE; TIEMS |
ენა | ქართული, ინგლისური, რუსული |
მთავარი ორგანო | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო |
ქვეყანა | საქართველო |
http://www.112.ge |
აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განთავსებულია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქ. რუსთავში. ქ. რუსთავის ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. მეორე ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.
ისტორია
რედაქტირება112-ის, როგორც გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი:
- სახანძრო–სამაშველო – 111;
- საპატრულო პოლიცია – 122;
- სასწრაფო–სამედიცინო დახმარება – 113.[1]
112-ის, როგორც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ამოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობები:
რედაქტირება- არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი
- ერთიანი ელექტრონული სისტემა
- ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა
- საგანგებო სამსახურების ეკიპაჟების მონიტორინგის შესაძლებლობა
- მეტი კომფორტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისათვის
- ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით
დაკავშირების არხები
რედაქტირებაფიქსირებული და მობილური ტელეფონი
რედაქტირება112-ზე დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე, მაშინაც, კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი.
112-ის მობილური აპლიკაცია
რედაქტირება112-ის მობილური აპლიკაცია, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის დადგენის ფუნქცია წარმოადგენს.
აპლიკაციის ფუნქციები:
ჩუმი განგაში — SOS - აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას.
SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია.
112-ის ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი) - აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია დარეკვა, მაგრამ საშუალება აქვს, ჩატის საშუალებით, ოპერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.
ჩატის ფუნქციონალის გამოყენებისას, თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი, „112“-ში გაიგზავნება ინიციატორის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები. თუ არ აქვს ინტერნეტი 112-ში ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.
112-თან ზარის განხორციელება - აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ზარის განხორციელება „112“-ში და პარალელურად ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატების გაგზავნა. (საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ GPS სერვისი)
- აპლიკაცია უფასოა. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
- აპლიკაცია ადაპტირებული და გახმოვანებულია მხედველობის არმქონე პირებისთვის.
- 112-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება არამიზნობრივად ან/და ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!
SMS და ვიდეო ზარის სერვისი
რედაქტირებაყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.112.gov.ge [1] დაარქივებული 2018-08-03 საიტზე Wayback Machine.
ცენტრის ძირითადი მიმართულებები და საქმიანობა
რედაქტირებაგადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფა
რედაქტირება112 შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან, 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ნომრის 1-1-2 საშუალებით და გადასცემს შესაბამის სამსახურებს: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს. 112-ის ოპერატორები წარმოადგენენ ერთადერთ დამაკავშირებელ რგოლს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ ადამიანებსა და საგანგებო სამსახურებს შორის.
ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადმინისტრირება
რედაქტირებასაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას უზრუნველყოფს, დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.
ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა
რედაქტირება2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შევიდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.
ლიცენზირებადი დაწესებულებების კონტროლი
რედაქტირებასაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს ლიცენზირებული დაწესებულებების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას. ცენტრის ფუნქციებია ამ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ასევე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟებაზე აქტის გაცემა.
კერძო დაცვითი საქმიანობა
რედაქტირებაშსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და მცველის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან და შესაბამისად აკისრებს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. კონტროლი ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ კერძო დაცვის ობიექტებზე და მიზნად ისახავს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ევაკუატორით დახმარების სერვისი
რედაქტირება112-ზე დარეკვით შესაძლებელია ევაკუატორებით დახმარების სერვისით სარგებლობა თბილისის ტერიტორიაზე. აღნიშნული სერვისი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. 112-ს გააჩნია თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც იძლევა სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ავტოსადგომები განლაგებულია თბილისში : დიღომსა და ვარკეთილში.
ალტერნატიული ცენტრი
რედაქტირება2016 წელს ქ. რუსთავში „112“-ის ალტერნატიული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.
დაგეგმარებისა და მშენებლობის პროცესი მსოფლიოს საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ცენტრების რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული ქოლ-ცენტრი თბილისის ცენტრთან ერთად პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
112-ის სასწავლო ცენტრი
რედაქტირება2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა. „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე მომიჯნავე სამსახურებსაც და სხვა ორგანიზაციებსაც უწევს ამ მიმართულებით მომსახურებას.
საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
საქართველოს 112 ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA), ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაციის (PSCE) და (TIEMS) The International Emergency Management Society წევრია.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს „112“, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, სამჯერ იყო ნომინირებული და გამარჯვებულია 2015 წელს ნომინაციაში – „განსაკუთრებული მოქალაქე“, 2016 წელს კი – ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაცია“ – SMS და ვიდეო ზარის სერვისით.
.
112-ის დღე
რედაქტირება2009 წლიდან ევროკავშირის გადაწყვეტილებით 11 თებერვალი „112“-ის დღედ აღინიშნება. მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, სადაც „112“ ფუნქციონირებს ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნავს.
რატომ 11 თებერვალი?
11 თებერვალი წარმოადგენს საგანგებო ნომრის სამი ციფრის კომბინაციას: 11.02.0000 (დდ/თთ/წწწწ) საქართველოს „112“ აღნიშნულ დღეს აქტიურად აღნიშნავს. ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას ხალხმრავალ ადგილებში, გეგმავს შეხვედრებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ატარებს კონკურსებსა და საინფორმაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. თითოეული ღონისძიება მოსახლეობაში „112“-ის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.[2]
კანონი
რედაქტირება112-ზე უნდა დარეკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ! ყოველი შემოსული ზარი იწერება. 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება ან/და გართობის მიზნით დარეკვა მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!
საკონტაქტო ინფორმაცია
რედაქტირება- საქართველო, თბილისი, ლისის ქ. #1ა, 0186.
- ტელ.: 032 2 41 96 77
- 112.gov.ge Error in webarchive template: Check
|url=
value. Empty.Category:Webarchive template errors - Facebook Page[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-03-31 საიტზე Wayback Machine.
- YouTube
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 112.gov.ge - ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
- ↑ 112.gov.ge - 112-ის დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
- ↑ 112.gov.ge - კონტაქტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2018-07-19.