გამოძიების ფედერალური ბიურო

გამოძიების ფედერალური ბიურო (ინგლ. Federal Bureau of Investigation, FBI) — აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყება. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. დაარსდა 1908 წელს. შედის ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში. აქვს უფლება გამოიძიოს ფედერალური კანონის დარღვევები, პასუხს აგებს ქვეყნის, ერისა და პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ემბლემა

2013 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით FBI-ში მუშაობს 35 902 ადამიანი. მათგან — 13 785 „სპეციალური აგენტია“ და 22 117 მომსახურე პერსონალი: ანალიტიკოსები, ლინგვისტები, IT-სპეციალისტები და სხვ[1]. მისი პირველი დირექტორი იყო ედგარ ჰუვერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Quick Facts. Federal Bureau of Investigation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-24. ციტირების თარიღი: 2013-08-22.