ეპოსი
ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო და მცირე. დასავლეთის კულტურაში ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში — მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.
ეპოსის ჟანრებია: ეპოპეა, სიმღერა (ხალხური ეპოსი), მოთხრობა, რომანი, პოემა, ბალადა, ნოველა, იგავ-არაკი, ეტიუდი, ესე.
მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრები: მემუარი, დღიური, ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, მოგზაურობა, ნარკვევი, საგმირო ეპოსი.
ზეპირი ეპოსი და მსოფლიო ხალხთა ეპოსი
რედაქტირებაპირველი ეპიკური ნაწარმოებები დაკავშირებულია წერა-კითხვამდელ საზოგადოებებთან და ზეპირ პოეტურ ტრადიციებთან. ამ ტრადიციებში პოეზია გადაეცემა მსმენელებსა და ერთი შემსრულებლიდან მეორეს წმინდა ზეპირი ფორმით. მსოფლიო ხალხურ ეპოსს განეკუთვნება ნაწარმოებები, რომელიც ლიტერატურულ შედევრებს არ წარმოადგენენ, თუმცა მსოფლიო ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისინი თავდაპირველად ზეპირ ლიტერატურას წარმოადგენდნენ, ხოლო მოგვიანებით კი ჩაიწერა ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ.
ეპოსი მწიგნობარ საზოგადოებებში
რედაქტირებამწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვერგილიუსის „ენეიდა“, რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.
მნიშვნელოვანი ეპიკური პოემები
რედაქტირება- ძვ. წ. მე-20 საუკუნე: გილგამეშის ეპოსი (შუმერული მითოლოგია)
- ძვ. წ. მე-19 საუკუნე: რამაიანა (ჰინდური მითოლოგია)
- ძვ. წ. 1316: მაჰაბჰარატა (ჰინდური მითოლოგია)
- ძვ. წ. მე-8 საუკუნე:
- ჰომეროსის ილიადა (ბერძნული მითოლოგია)
- ჰომეროსის ოდისეა (ბერძნული მითოლოგია)
- შრომები და დღეები ჰესიოდე (ბერძნული მითოლოგია)
- თეოგონია ჰესიოდე (ბერძნული მითოლოგია)
- ქალის კატალოგი ჰესიოდე (ბერძნული მითოლოგია)
- ჰერაკლეს ფარი ჰესიოდე (ბერძნული მითოლოგია)
- ძვ. წ. მე-3 საუკუნე: არგონავტიკა აპოლონიოს როდოსელი
- ძვ. წ. 1-ლი საუკუნე:
- ვირგილიუსის ენეიდა
- ტაინ ბო კუალინგე (ირლანდიური მითოლოგია)
- მე-10 საუკუნე:
- ფირდოუსის შაჰნამე
- ბჰაგავატა პურანა (სანსკრიტი „უფლის ნაამბობი“)
- მე-11 საუკუნე:
- დიგენის აკრიტას (ბიზანტიური ეპიკური პოემა)
- როლანდის სიმღერა
- მეფე გესარის ეპოსი (ტიბეტი, მე-11 საუკუნეში დაიწერა ადრეული წყაროებიდან)
- მე-12 საუკუნე: შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი
- მე-13 საუკუნე: ნიბელუნგენლიდი (გერმანიკული მითოლოგია)
ლიტერატურა
რედაქტირება- Jan de Vries: Heroic Song and Heroic Legend ISBN 0-405-10566-5
- Cornel Heinsdorff: Christus, Nikodemus und die Samaritanerin bei Juvencus. Mit einem Anhang zur lateinischen Evangelienvorlage, Untersuchungen zur antiken Literatur und Geschichte 67, Berlin/New York 2003, ISBN 3-11-017851-6
- Fallon, Oliver. Bhatti’s Poem: The Death of Rávana (Bhaṭṭikāvya). New York 2009: Clay Sanskrit Library, [1] დაარქივებული 2019-07-07 საიტზე Wayback Machine. . ISBN 978-0-8147-2778-2, ISBN 0-8147-2778-6