შაჰნამე

სპარსული ეპოსი

შაჰნამე — „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების, ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებული. ჯერ კიდევ სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა ფალაური ქრონიკების ციკლი „ხვატაინამაკი“. გარდა ისტორიული ცნობებისა აქ თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. VIII-IX საუკუნეებში არაბულ ენაზე გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია, წყაროებმა (ალ-მასუდი, ალ-ისტახრი) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები (იბნ ალ-მუკაფა, ბარმაქი და სხვა) და ცალკეული დეტალები. „სპარსთა მეფეთა ცხოვრებას“ იყენებს და იხსენიებს ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ფალაური და არაბული წყაროების ხარჯზე გაჩნდა „შაჰნამეს“ ახალი პროზაული და პოეტური ციკლები ახალ სპარსულ (დარი) ენაზე (მასუდ მარვაზი, აბუ ლ-მუაიად ბალხი, აბუ მანსური, აბუ-ალი ბალხი). მათი სისტემატიზაციის პირველი ცდა ეკუთვნის დაყიყის, რომლის დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა ფირდოუსიმ.

წიგნის გვერდების გაფორმება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 697-698.
  • Бартольд В. В., К истории персидского эпоса, Соч., т. 7, М., 1971.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება