ურუგვაის გეოგრაფია

ურუგვაისახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

ურუგვაის რუკა

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთიდან არგენტინა, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ატლანტის ოკეანე.

ფართობი 176 220 კმ².

საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.).

სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია— მთა კათედრალი (Cerro Catedral) 514 მ.

სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.

კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24°C, ივლისისა 10—12°C. სამხრეთის ქარების "პამპერო"-ს ქროლვის დროს კი ტემპერატურა ეცემა −5 °C-მდე, მოდის თოვლიც.

ატმოსფერული ნალექები 1000 მმ შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება