პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო

პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო (პორტ. Reino Unido de Portugal, Brasil e Algarves) — ტრანსატლანტიკური მონარქია, რომელიც ჩამოყალიბდა პორტუგალიის კოლონია ბრაზილიისთვის სამეფოს სტატუსის მინიჭებითა და მისი გაერთიანებით პორტუგალიისა და ალგარვეს სამეფოსთან, რომელთას ერთიანი სახელმწიფო შექმნეს. ამ გაერთიანებული სამეფოს შიგნით, თითოეული სამეფო სუნ-ნაციონალური ერთობის სტატუსით განაგრძობდა არსებობას.

პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო
პორტ. Reino Unido de Portugal, Brasil e Algarves

სამეფო

Flag of Portugal (1707).svg
 
Flag of the Princes of Brazil.svg
1810 — 1815/1825 Flag of Portugal (1707).svg
 
Flag of Brazil (1822–1870).svg
Flag of the United Kingdom of Portugal, Brazil, and the Algarves.svg Coat of arms of the United Kingdom of Portugal, Brazil and the Algarves.svg
დროშა გერბი
Portuguese empire 1800.png
დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო (1815–1821)
ლისაბონი (1821–1825)
ენა პორტუგალიური
რელიგია კათოლიკობა
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
(1815–1820)
კონსტიტუციური მონარქია(1820–1823)
აბსოლუტური მონარქია(1823-1825)

პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო 1815 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც პორტუგალიის სამეფო ოჯახი (მეფე ჟუან VI) ბრაზილიაში გადასახლდა და იარსება დაახლოებით ერთი წელი, სანამ სამეფო ოჯახი კვლავ პორტუგალიაში დაბრუნდა. დე-ფაქტო დაიშალა 1822 წელს, როდესაც ბრაზილიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფოს დაშლას პორტუგალია დე-იურე 1825 წელს დათანხმდა, როდესაც მან ბრაზილიის დამოუკიდებლობა აღიარა.

არსებობის მანძილზე, გაერთიანებული სამეფო არ ემთხვეოდა პორტუგალიის მთლიან იმპერიას, ის უფრო ტრანსატლანტიკური მეტროპოლისი იყო, რომელიც პორტუგალიის კოლონიურ იმპერიას აკონტროლობდა, მათ შორის ზღვისგადაღმა სამფლობელოებს აფრიკასა და აზიაში. სამეფოს დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება