პორტუგალიის სამეფო

პორტუგალიის სამეფოშუა საუკუნეების მონარქია დასავლეთ ევროპაში, პორტუგალიას თანამედროვე რესპუბლიკის წინამორბედი. 1248 წლიდან, ასევე ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის და ალგარვის სამეფო, 1815-1822 წლებში, კი ცნობილი, როგორც პორტუგალიის, ბრაზილიის და ალგარვის გაერთიანებული სამეფო.

პორტუგალიის სამეფო
Reino de Portugal


 

11391910
 

დროშა გერბი
ჰიმნი
"Hymno Patriótico" (1808-1826)
"პატრიოტული ჰიმნი"

Hino da Carta (1826-1910)
"ქარტიის ჰიმნი"

პორტგუგალიის სამეფო და იმპერია 1800 წლისათვის
დედაქალაქი კოიმბრა
(1139–1255)
ლისაბონი
(1255–1808)
რიო დე ჟანეირო
(1808–21)
ლისაბონი
(1821–1910)
ენა პორტუგალიური
ლათინური
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
(1139–1822; 1823–26; 1828–34)
კონსტიტუციური მონარქია
(1822–1823; 1826–28; 1834–1910)
მეფე
 - 1139–1185 აფონსუ I (პირველი)
 - 1908–1910 მანუელ II (ბოლო)
ისტორია
 - ოურიკეს ბრძოლა 25 ივლისი 1139

მე-15 და მე-16 საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს პორტუგალიის სამეფო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლონიური იმპერიის ცენტრი გახდა და დიდი კულტურული გავლენები მოიპოვა თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის კონტინენტური ნაწილზე უდიდესი პორტუგალიური კოლონიის — ბრაზილიის დაარსება.

1580-1640 წლებში პორტუგალია მეზობელ ჰაბსბურგების ესპანეთის სამეფოსთან ერთად იყო იბერიის უნიის წევრი. ამ პერიოდში ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების: ფილიპე II, ფილიპე III და ფილიპე IV ("ფილიპეების დინასტია", როგორც მას პორტუგალიელები უწოდებდნენ) მმართველობა ვრცელდებოდა მთელს იბერიის ნახევარკუნძულზე. პორტუგალიის სახელმწიფოს დასუსტებამ უნიის პერიოდში გამოიწვია პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დაშლა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანთაძე, კოტე (2005). საფრანგეთის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია. თბ.: თსუ. ISBN 99940-20-82-X.