მანუელ II (პორტუგალია)
მანუელ II (პორტუგ. Manuel II, 1889-1932) — პორტუგალიის ბოლო მეფე. ტახტზე ავიდა 19 წლის ასაკში მამის კარლუშ I-ისა და ტახტის მემკვიდრე ძმა ლუიშ-ფილიპის 1908 წლის 1 თებერვალს მკვლელობის შემდეგ. ამ თავდასხმისას თავად მანუელიც მსუბუქად დაიჭრა. მის მიერ გაუქმდა დიქტატორული მმართველობა, მანვე დანიშნა დემოკრატიული არჩევნები, რომელზეც მტკიცე გამარჯვება სოციალისტებმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. ორ წელიწადში (1910) მისი მმართველობა ჩამოაგდეს, რის გამოც მას ბრიტანეთში მოუწია გაქცევა. ამის შემდეგ პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა. გარდაიცვალა ბრიტანეთში ემიგრაციაში, უშვილოდ; დინასტიაში ტახტის მემკვიდრეობა გადაეცა შორეულ ნათესავებს დუარტეს შტოდან.
მანუელ II | |
---|---|
Manuel II | |
პორტუგალიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1 თებერვალი 1908 |
მმართ. დასასრული: | 4 ოქტომბერი 1910 |
წინამორბედი: | კარლუშ I |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 მარტი 1889 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი |
გარდ. თარიღი: | 2 ივლისი 1932 |
გარდ. ადგილი: | ტუინკენემი |
მეუღლე: | ავგუსტა ვიქტორია ფონ ჰოენცოლერნი |
დინასტია: | ბრაგანსები |
მამა: | კარლუშ I |
დედა: | ამელია ორლეანელი |
ლიტერატურა
რედაქტირება- (1980) Great Dynasties. New York: Mayflower Books Inc.. ISBN 0-8317-3966-5.
- Hindley, Geoffrey (1979). The Royal Families of Europe. London: McGraw-Hill Book Company. ISBN 0-07-093530-0.
- Ferro, António (1954). D. Manuel II, O Desventurado (Portuguese). Lisbon: Livraria Bertrand.
- Nobre, Eduardo (2002). Paixões Reais (Portuguese). Lisbon: Quimera Editores Lda..