ხორხე ბურუჩაგა
ხორხე ლუის ბურუჩაგა (ესპ. Jorge Luis Burruchaga; დ. 9 ოქტომბერი, 1962, გუალეგუაი, ენტრე-რიოსის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა როგორც ნახევარმცველის, ასევე, თავდამსხმელის პოზიციაზე.[1][2] 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 1990 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. დიეგო მარადონასა და ხორხე ვალდანოსთან ერთად — ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. 1986 წლის მუნდიალის ფინალში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი გერმანელთა კარში.[3][4]
ბურუჩაგა 1986 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხორხე ლუის ბურუჩაგა | ||
დაბადების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1962 | ||
დაბადების ადგილი |
გუალეგუაი, ენტრე-რიოსის პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
არსენალი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1981 | არსენალი | 49 | (7) |
1982–1985 | ინდეპენდიენტე | 146 | (53) |
1985–1992 | ნანტი | 140 | (27) |
1992–1993 | ვალანსიენი | 32 | (10) |
1995–1998 | ინდეპენდიენტე | 89 | (19) |
სულ | 456 | (116) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1983–1990 | არგენტინა | 59 | (13) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2002–2005 | არსენალი | ||
2005–2006 | ესტუდიანტესი | ||
2006–2007 | ინდეპენდიენტე | ||
2008–2009 | ბანფილდი | ||
2009–2010 | არსენალი | ||
2011–2012 | ლიბერტადი | ||
2012–2014 | ატლეტიკო დე რაფაელა | ||
2015–2016 | ატლეტიკო დე რაფაელა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებახორხე ბურუჩაგა საკლუბო კარიერას 1979 წელს — არგენტინის მეორე დივიზიონის მონაწილე — „არსენალ დე სარანდიში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაში 49-ჯერ გამოდის საფეხბურთო მინდორზე და 7 გოლი გააქვს.
1982–1985 წლებში იცავს არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას. ამ დროის განმავლობაში იგი არგენტინის პრიმერის 146 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 53-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მის შემადგენლობაში 1983 წელს არგენტინის ჩემპიონი ხდება. მომდევნო, 1984 წელს კი ლიბერტადორესის თასს ეუფლება.[5][6]
არგენტინელები ფინალში ბრაზილიელებს, კერძოდ კი — პორტუ-ალეგრის „გრემიოს“[7] უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ „გრემიო“ ამ დროისთვის ლიბერტადორესის თასის მოქმედი მფლობელია, რომელიც 1983 წლის 22 და 28 ივლისს, ორი ფინალური შეხვედრის ჯამში მონტევიდეოს „პენიაროლს“ ამარცხებს საერთო ანგარიშით — 3–2 (1–1; 2–1)[8] და პირველად ეუფლება სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ჯილდოს. რაც შეეხება „ინდეპენდიენტეს“, იგი ამ მხრივ იმ პერიოდის ყველაზე ტიტულოვან კლუბს წარმოადგენს. მას 1984 წლისთვის უკვე ექვსჯერ აქვს მოპოვებული აღნიშნული თასი, ამასთან ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) და რაც, ასევე, საყურადღებოა, საერთო ჯამური მაჩვენებლით არცერთი ფინალი არ აქვს დათმობილი.[9][10][11][12][13][14]
ორმატჩიანი ფინალის პირველი შეხვედრა პორტუ-ალეგრიში — „ესტადიო ოლიმპიკო მონუმენტალზე“ (პორტ. Estádio Olímpico Monumental)[15] იმართება. მეტოქის მოედანზე გამართულ ამ ისტორიულ მატჩში „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას ბურუჩაგასთან და მის სხვა თანაკლუბელებთან ერთად, მომავალი მსოფლიო ჩემპიონები — ნესტორ კლაუსენი, რიკარდო ჯუსტი და რიკარდო ბოჩინი იცავენ.[16]
შეხვედრას 75 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება. ფეხბურთის გულშემატკივრები, სპეციალისტები და სპორტული ჟურნალისტები, ისევე, როგორც თავად მონაწილეები ამ დაპირისპირებას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო სანახაობრივ და დრამატულ მატჩად თვლიან ტურნირის სხვა, არანაკლებ საინტერესო ფინალურ მატჩებს შორის.
მატჩის ერთადერთი და „ინდეპენდიენტესთვის“ ახლა უკვე ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლი, შეხვედრის 24-ე წუთზე, რიკარდო ბოჩინის — დღეს უკვე საფეხბურთო კლასიკად ქცეული ფილიგრანული პასით — ხორხე ბურუჩაგას გააქვს. საყურადღებოა, რომ თავისი შესრულების შინაარსითა და ფორმით იგი თითქმის ტყუპისცალივით წააგავს 2 წლის შემდეგ, მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის საფეხბურთო კარიერაში გატანილ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს — ყველაზე ცნობილ გოლს (იმ განსხვავებით, რომ მარადონა მოედნის საკუთარი ნახევრიდან, ცენტრალურ ხაზთან სამიოდე მეტრში მდგომი აძლევს მას გადაცემას, ხოლო ბოჩინი მეტოქის საჯარიმო მოედნიდან ექვსიოდე მეტრში იღებს ბურთს, ელოდება ბურუჩაგას გარღვევას და ორწამიანი პაუზის შემდეგ აკეთებს იმას, რასაც დღეს „ბოჩინესკებს“ ეძახიან).[17][18]
აღსანიშნავია, რომ „ინდეპენდიენტესთვის“ ეს არის ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში მოპოვებული რიგით მეშვიდე გამარჯვება, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად რჩება სამხრეთამერიკული ფეხბურთის ისტორიაში, მით უმეტეს, რომ მას შემდეგ (33 წლის განმავლობაში) კლუბს აღარ მიუღწევია ამ ტურნირზე ასეთი წარმატებისთვის.
1985–1992 წლებში საფრანგეთის „ნანტში“ აგრძელებს კარიერას, სადაც პირველივე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებენ. ამ გუნდის შემადგენლობაში, ჩემპიონატის 140 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 27 გოლი გააქვს. 1992–1993 წლებში მეორე ფრანგული კლუბის — „ვალანსიენის“ ღირსებას იცავს (32 მატჩი და 10 გოლი).
1995 წელს არგენტინაში ბრუნდება და კვლავ აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ უერთდება, სადაც კიდევ სამ-ნახევარი სეზონის განმავლობაში თამაშობს (89 მატჩი და 19 გოლი). კლუბთან ერთად 1995 წელს ლიბერტადორესის სუპერთასს და სამხრეთ ამერიკის რეკოპას ეუფლება. სათამაშო კარიერას 1998 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
საკლუბო სტატისტიკა
რედაქტირება№ | წლები | კლუბი | ქვეყანა | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | 1979–1981 | არსენალი | არგენტინა | [19] |
2 | 1982–1985 | ინდეპენდიენტე | არგენტინა | |
3 | 1985–1992 | ნანტი | საფრანგეთი | |
4 | 1992–1993 | ვალანსიენი | საფრანგეთი | |
5 | 1995–1998 | ინდეპენდიენტე | არგენტინა |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1983–1990 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[20][21] რომლის შემადგენლობაში 59 შეხვედრას ატარებს და 13 ბურთი გააქვს. აქედან 2 მატჩი ფელიქს ბოგადოს თასზე (1983), 10 მატჩი (3 გოლი) სამხრეთ ამერიკის თასზე (1983, 1989), 5 მატჩი (1 გოლი) ნერუს თასზე (1984), 14 მატჩი (3 გოლი) მსოფლიოს ჩემპიონატების (1986, 1990) დასკვნით ეტაპზე, 6 მატჩი (1 გოლი) შესარჩევ ეტაპზე (1985) და 22 მატჩი (5 გოლი) საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში.[22]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაარგენტინის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1983 | 7 | 3 |
1984 | 14 | 2 |
1985 | 9 | 3 |
1986 | 10 | 2 |
1987 | 1 | 1 |
1988 | 0 | 0 |
1989 | 7 | 0 |
1990 | 11 | 2 |
ჯამში | 59 | 13 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
რედაქტირებაბურუჩაგამ მსოფლიო ჩემპიონატების 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.[23][24][25][26][27]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1986 | მექსიკა | 7 | ნახევარმცველი | 7 | 2 | 6 | 1 | 0 | |
1990 | იტალია | 7 | ნახევარმცველი | 7 | 1 | 2 | 3 | 2 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- მეტროპოლიტანო: 1983
- ლიბერტადორესის თასი: 1984
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1984
- ლიბერტადორესის სუპერთასი: 1995
- სამხრეთ ამერიკის რეკოპა: 1995
სანაკრებო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- საუკეთესო ბომბარდირი: 1983
- წლის საუკეთესო ლეგიონერი: 1985–86
ლიტერატურა
რედაქტირებაგამოყენებული
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
რეკომენდებული
რედაქტირება- ფანჯიკიძე, გურამ (1987). მარადონა რეი : მსოფლიოს XIII ჩემპიონატის შთაბეჭდილებები. თბილისი: ნაკადული.
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- FIFA Tournaments · Players & Coaches · Jorge Burruchaga
- Argentina · World Cup · Argentina National Team · Unofficial Matches · Match Details
- Argentina National Team Players 1964–1998 · Association of Football Statisticians (AFS)
- Base de Datos del Futbol Argentino (BDFA) · Futbol Factory (Archived) · National Football Teams
- YouTube · La Cocina del Rojo - Programa 29: Jorge Burruchaga · Mano a Mano con Jorge Burruchaga
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხორხე ლუის ბურუჩაგა — Jorge Luis Burruchaga. ecured.cu.
- ↑ ხორხე ლუის ბურუჩაგა — Jorge Luis Burruchaga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
- ↑ Burruchaga clinches glory for Maradona’s Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 2021-12-24.
- ↑ Jorge Burruchaga's match-winning goal in the 1986 World Cup final
- ↑ Copa Libertadores de América 1984 (Final)
- ↑ Copa Libertadores de América 1984 (Final — Jul 24 & 27)
- ↑ კლუბის ოფიციალური საიტი
- ↑ Copa Libertadores de América 1983 (Final — Jul 22 & 28)
- ↑ Copa Libertadores de América 1964 (Final — Aug 6 & 12)
- ↑ Copa Libertadores de América 1965 (Final — Apr 9 & 12; Playoff — Apr 15)
- ↑ Copa Libertadores de América 1972 (Final — May 17 & 24)
- ↑ Copa Libertadores de América 1973 (Final — May 22 & 29; Playoff — Jun 6)
- ↑ Copa Libertadores de América 1974 (Final — Oct 12 & 16; Playoff — Oct 19)
- ↑ Copa Libertadores de América 1975 (Final — Jun 18 & 25; Playoff — Jun 29)
- ↑ „ესტადიო ოლიმპიკო მონუმენტალი“
- ↑ „Há 30 anos, o Independiente vencia a Libertadores pela última vez – sobre o Grêmio“
- ↑ Рикардо Бочини // Total Football № 6 (53), 24.06.2010.
- ↑ „...точные пасы которого болельщики прозвали «бочинесками»“
- ↑ Arsenal de Sarandí — კლუბის ოფიციალური საიტი. arsenalfc.com.ar.
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ Argentina — Record International Players: Jorge Luis Burruchaga
- ↑ Jorge Luis Burruchaga – Goals in International Matches
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1986 (სტატისტიკა)
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1990 (სტატისტიკა)
- ↑ Jorge Burruchaga in the World Cups
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1986)
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1990)