ფირუზ კანთელაძე
ფირუზ კანთელაძე (დ. 4 იანვარი, 1949, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 10 ნოემბერი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. 1967–1979 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1969, 1976), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967).[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფირუზ გრიგოლის ძე კანთელაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1949 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
10 ნოემბერი, 2019 (70 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 194 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1967–1979 | დინამო თბ. | 194 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4]
ბიოგრაფია
რედაქტირებაფეხბურთის თამაშს იწყებს საფეხბურთო სკოლა „ნორჩ დინამოელში“, ცნობილი სპეციალისტების — გრიგოლ გაგუას, ვიქტორ ბერეჟნოისა და ომარ უშვერიძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ ელოშვილის[კომ. 1] მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში[კომ. 2] გადადის, სადაც გუნდთან ერთად ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში იმარჯვებს.[კომ. 3] 1966 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოს“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ალიოშა კოტრიკაძის ინიციატივით ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო კლუბის წევრი ხდება. იმ პერიოდში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ირიცხებიან: ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ბორის სიჭინავა, რამაზ ურუშაძე, მურთაზ ხურცილავა — ფეხბურთელები, რომელთა კლასი და ავტორიტეტი, დღემდე, არა მხოლოდ საკავშირო, არამედ ევროპული და მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი და აღიარებული.
1966 წელს თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობის 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1967 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკში, ადგილობრივი „შახტიორის“ წინააღმდეგ, 1967 წლის საკავშირო ჩემპიონატის 28-ე ტურის კალენდარულ მატჩში გამოდის მოედანზე. აღნიშნულ მატჩამდე, ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, თბილისელები 33 ქულით ჩემპიონატის მესამე ადგილს, ხოლო დონეცკელები 31 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვისა და კიევის „დინამოელები“, შესაბამისად — 43 და 38 ქულით პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ და საგრძნობლად უსწრებენ დანარჩენ გუნდებს, აღნიშნული დაპირისპირების მონაწილეთათვის მთავარი მიზანი საპრიზო სამეულში მოხვედრაა. მათ შორის არსებული ორქულიანი სხვაობა კიდევ უფრო ამძაფრებს მატჩის მნიშვნელობას. ამდენად, მიმდინარე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც დინამოელთათვის, ასევე, დონეცკელთათვის საკმაოდ პრინციპულ, „შახტიორის“ ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრას 35 ათასი მაყურებელი ესწრება, რომელიც ტრადიციულად სამაგალითოდ გულშემატკივრობს საკუთარ გუნდს. ქომაგების ასეთი მხარდაჭერით გამხნევებული „შახტიორი“ თავიდანვე ცდილობს სათამაშო ინიციატივის აღებას და უკვე 22-ე წუთზე ახერხებს ანგარიშის გახსნას. მატჩის პირველი ნახევრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე, მათ მეორე ბურთიც გააქვთ თბილისელთა კარში და ქართველი ფეხბურთელები ორბურთიანი უარყოფითი სხვაობით გადიან გასახდელში. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ჯერ ბორის სიჭინავას (49’), ხოლო შემდეგ ვახტანგ რეხვიაშვილს (59’) გააქვთ საპასუხო გოლები და სტუმრებს მატჩის შემობრუნების იმედი ესახებათ. თუმცა, შეხვედრის 70-ე წუთზე დონეცკელები მაინც ახერხებენ მესამე ბურთის გატანას და ეს პრინციპული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება.[5] სეზონის დარჩენილი 8 ტურიდან, ამ ღირსახსოვარი მატჩის დებიუტანტი, ფირუზ კანთელაძე, კიდევ 5 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში ექვსჯერ იცავს დინამოელთა ღირსებას.[6]
ფირუზ კანთელაძისთვის 1967 წლის საფეხბურთო სეზონი დიდ ფეხბურთში მისი თორმეტწლიანი კარიერის პირველი, საეტაპო და ამდენად, განსაკუთრებული სეზონია. თუმცა, იმავე წელს მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება — დინამოელთა ახალბედა მცველი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს. აღნიშნული ნაკრების ღირსებას (სადაც წარსულში ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს ვლადიმერ ელოშვილს მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოსტი უკავია), კანთელაძის გარდა, კიდევ ორი ჩვენი თანამემამულე იცავს — ლევან ნოდია და რეზო ჭოხონელიძე.[კომ. 4][კომ. 5]
1968 წლიდან მისი ჩართულობა დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სავარჯიშო-სამწვრთნელო პროცესში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ალიოშა კოტრიკაძის შემდეგ, „დინამოს“, ამჯერად, ფეხბურთის ცნობილი რუსი სპეციალისტი, კიევის „დინამოს“, მოსკოვის „ცსკა“-სა და მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი — ვიაჩესლავ სოლოვიოვი უდგას სათავეში, რომელიც ახალწვეული ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, სათანადო მიდგომითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, გამოუცდელი, ახალბედა მოთამაშეების სპეციფიკური ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცოდნა და ანგარიშის გაწევა იმ მოცემულობისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი განვითარების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ასევე, პიროვნული ასპექტებიდან გამომდინარე — უფროს, გამოცდილ და ავტორიტეტულ თანაგუნდელთა შორის თამაში, არა მხოლოდ საფეხბურთო ოსტატობის ამაღლების, არამედ, პირველ რიგში, გარკვეული კომპლექსების დაძლევისა და საჭირო სპორტული სითამამის გამომუშავების თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ „დინამოში“ თითოეულ პოზიციაზე ყოველთვის მძაფრი კონკურენციაა. მაგალითისთვის, კანთელაძის გარდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ხუთი ცენტრალური მცველია: ზორბეგ ებრალიძე, ვახტანგ რეხვიაშვილი, მალხაზ შერგელაშვილი, ვახტანგ ჭელიძე და მურთაზ ხურცილავა. ის ფაქტი, რომ ასეთი კონკურენციის მიუხედავად, 19 წლის ასაკში, ფირუზ კანთელაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1968 წლის საკავშირო ჩემპიონატის 17 შეხვედრას ატარებს, აჩვენებს, როგორც მწვრთნელის მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ ნდობას, ასევე, იმას, რომ თანაგუნდელები მას, როგორც სრულფასოვან და თანასწორ პარტნიორს, ისე აღიქვამენ.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[7][8][9][10][11]
1979–1980 წლების საფეხბურთო სეზონში თამაშობდა და კარიერა დაასრულა სამტრედიის „ლოკომოტივში“.[12]
ფირუზ კანთელაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 194 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 15 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
ფირუზ კანთელაძე 2019 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.[13][14][15][16][17]
მიღწევები
რედაქტირებასაერთაშორისო ტურნირები
რედაქტირება- კარაველას თასი: 1973[20]
სანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონი: 1967[21]
ინდივიდუალური
რედაქტირება- 33 საუკეთესო
- №3: 1977, 1978
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გ. (1967). ფეხბურთი—67 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ.,სჟფ.
- აკოფოვი, გ. (1968). ფეხბურთი 1968. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია.
- აკოფოვი, გ. (1971). ფეხბურთი—71 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი—72 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1973). ფეხბურთი—73 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი—74 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი—75 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი—76 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი—77 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი—78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი—79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“—78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- Алимов, И. (1991). Советские клубы в европейских кубках. Душанбе: ЦК КП.
- Лукосяк, Ю.П. (1991). Советские клубы в европейских кубках. Спб.: Тайм-Аут.
პერიოდიკა
რედაქტირება- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3.
- მებურიშვილი, ტაგუ, „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3.
- 33 საუკეთესო // „ლელო“, 16 იანვარი, 1979, № 11 (6322), გვ. 4.
- დოლიძე, ბეჟან, „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ფირუზ კანთელაძე — 71 — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
ქართული სპორტი · dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
ინტერვიუ ვეტერანთან: ფირუზ კანთელაძე |
„ლელო“ · „ლელო“ |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ „ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო — გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.“ იხ. გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი.
- ↑ ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა (რუს. ФШМ – Футбольная школа молодежи).
- ↑ Чемпионат СССР среди юношеских команд СДЮШОР 14-17 лет: 1937 - Спартак М; 1938 - Молот Тб; 1945 - Москва; 1946-47 - Литовская ССР; 1948 - Москва; 1950-51 - Грузинская ССР; 1952 - Украинская ССР; 1953 - Грузинская ССР; 1954 - Москва; 1956 - Украинская ССР; 1957 - Динамо Тб; 1958-59 - Спратак М; 1960-61 - Динамо К; 1962-63 - Спартак М; 1964- Динамо М; 1965 - Динамо К; 1966 - ФШМ Тб; 1967 - Спартак М; 1968 - Шахтер Дн; 1969 - Динамо Тб; 1971 - Динамо К; 1972 - ФШМ Тб; 1973 - ДЮСШ Тб; 1974 - Динамо Батуми; 1975 - ЦСКА; 1976 - команда ГОРОНО Киев; 1977 - ДЮСШ Клайпеда; 1978 - Зенит; 1979 - "Машиностроитель" Артемовск; 1980 - Юность Р/Д; 1981 - Арарат; 1982-83 - ЭШВСМ Москва; 1984 - РСДЮШОР Ереван; 1985 - ЭШВСМ Москва; 1986 - Динамо М; 1987 - Нефтчи; 1988 - Школа №35 Тбилиси. იხ. Футбольные соревнования для юношей в СССР. იხ დაარქივებული
- ↑ წლების შემდეგ რეზო ჭოხონელიძე საფეხბურთო აგენტის რანგში დიდ როლს ითამაშებს კახი კალაძის კიევის „დინამოდან“ „მილანში“ განხორციელებული ტრანსფერის საქმეში, სადაც ეს უკანასკნელი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის სახელით შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
- ↑ კიევის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, რეზო ჭოხონელიძე ის კაცია, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ, იტალიურ „მილანს“ სუპერტრანსფერები გაუხერხა. ცნობილი ამბავია — ჭოხონელიძე „როსონერის“ მთავარი სელექციონერი გახლდათ და განსაკუთრებით, აღმოსავლეთევროპელი ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა. სწორედ ასე მოხვდნენ მილანში ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე. იხ. რეზო ჭოხონელიძემ ქართული ფეხბურთი ბასკურს შეადარა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ კარიერა ფრაზებში: ფირუზ კანთელაძე
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ "Шахтёр" (Донецк) 3–2 "Динамо" (Тбилиси)
- ↑ Сезон команды «Динамо» (Тбилиси) — 1967 год
- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge.
- ↑ Trofeo Colombino de fútbol.
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru.
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 2021-02-15.
- ↑ „კარაველას“ რაინდები. „საქართველოს რესპუბლიკა“.
- ↑ კარიერა ფრაზებში: ფირუზ კანთელაძე.
- ↑ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-06. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-06. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ ვეტერანი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-06. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი ფირუზ კანთელაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-06. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ Скончался известный футболист Пируз Кантеладзе
- ↑ Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
- ↑ Сб. СССР Победители 20-го юн. чемп. Европы 1967 года