ალექსანდრე კოტრიკაძე
ალექსანდრე კოტრიკაძე (დ. 3 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 1999) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „სპარტაკისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1966).[2][3] სერგო კოტრიკაძის უფროსი ძმა.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე პარმენის ძე კოტრიკაძე [1] | ||
დაბადების თარიღი | 3 დეკემბერი, 1930 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 1999 | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1951 | სპარტაკი თბ. | 5 | (0) |
1952–1959 | დინამო თბ. | 116 | (11) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1961 | დინამო თბილისი (მწვრთნელი) | ||
1963–1965 | დინამო თბილისი (მწვრთნელი) | ||
1966 | დინამო თბილისი | ||
1967 | დილა გორი | ||
1968–1969 | მეტალურგი რუსთავი | ||
1970 | ტორპედო ქუთაისი | ||
1973 | დინამო თბილისი | ||
1980–1981 | გურია ლანჩხუთი | ||
1984–1986 | დინამო თბილისი (მწვრთნელი) | ||
1987 | გურია ლანჩხუთი | ||
1988–1989 | შევარდენი თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ალექსანდრე კოტრიკაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[4]
საკლუბო კარიერარედაქტირება
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1946 წელს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ არჩილ კიკნაძესთან. თამაშობდა თბილისის „სპარტაკში“ (1951) და თბილისის „დინამოში“ (1952–1959). „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 116 მატჩი ჩაატარა და თერთმეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ასევე, დინამოელთა მაისურით საკავშირო თასის ექვს მატჩში დაიცვა გუნდის ღირსება. ამას გარდა, თბილისელთა რიგებში 24 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა. გუნდთან ერთად იყო საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი.[5]
სამწვრთნელო კარიერარედაქტირება
1961 წლიდან სამწვრთნელო სამუშაოზეა. 1961, 1963–1965 და 1984–1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ გუნდის მწვრთნელი.[5] 1966 და 1973 წლებში „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.[6][7] 1967 წელს გორის „დილას“, 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგს“, ხოლო 1970 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ ედგა სათავეში.
1973 წელს ალექსანდრე კოტრიკაძის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) [8][9] გამარჯვებული ხდება.
სამხრეთ ესპანეთის, კერძოდ, ანდალუსიის ზღვისპირა ქალაქი უელვა — თბილისის „დინამოსა“ და ესპანეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ჩემპიონებს, შესაბამისად — მადრიდის „ატლეტიკოს“, ლისაბონის „ბენფიკას“ და „დერბი ქაუნთის“ მასპინძლობს, რომელთაც ურთიერთშორის საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის რიგით მეცხრე გათამაშების გამარჯვებული უნდა გამოავლინონ. ნახევარფინალში თბილისელები შესანიშნავ სპორტულ ფორმაში მყოფ მადრიდის „ატლეტიკოს“ უპირისპირდებიან. მრავალი მცდელობის მიუხედავად, გუნდები ძირითად დროში ბურთის გატანას ვერ ახერხებენ და მატჩიც უგოლო ფრით — 0–0 მთავრდება. ინიშნება თერთმეტრიანების სერია, სადაც თბილისელთა მეკარე დავით გოგია ორი პენალტის აღებას ახერხებს და „დინამოს“ ფინალისკენ უკაფავს გზას. მეორე ნახევარფინალში „ბენფიკა“ „დერბი ქაუნთის“ ამარცხებს და ფინალში ქართულ კლუბს უპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი მეტად დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ უხეშად წარიმართა, რის გამოც შეხვედრის მსაჯს რამდენჯერმე მოუხდა ყვითელი და ერთი წითელი ბარათის გამოყენებაც. საბოლოოდ თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ, „კარაველას თასს“ ეუფლებიან და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ხდებიან ასეთი წარმომადგენლობითი ე.წ. „ოთხთა ტურნირის“ გამარჯვებულები.[10][11][12] ამონარიდი თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე 2013 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი საიუბილეო მილოცვიდან [13] — „კარაველას თასი“:
1980–1981 და 1987 წლებში ლანჩხუთის „გურიას“,[2][3] 1988–1989 წლებში კი თბილისის „შევარდენის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.[14]
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
სამწვრთნელორედაქტირება
- კარაველას თასის მფლობელი: 1973 [15]
ლიტერატურარედაქტირება
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., მეორედ — ოლიმპზე, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979. — გვ. 47, 55, 58, 60. 63 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 55. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 32. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 16–17. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 75. 158 გვ.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკარედაქტირება
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // გაზ. „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3, ISSN 2233-3827.
- დოლიძე, ბეჟან. „კარაველას“ რაინდები // გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10, ISSN 2233-3851.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ალექსანდრე კოტრიკაძე — თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
Dinamo-Tbilisi.ru · FC35.ge · FootballFacts.ru |
ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
Intermedia.ge · LeaderSport.ge · Worldsport.ge |
სქოლიორედაქტირება
- ↑ ალექსანდრე კოტრიკაძე (1930–1999) — ქართველი ფეხბურთელი (1951–1959) და ფეხბურთის მწვრთნელი (1961–1989). წყარო: ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1980, pp. 55.
- ↑ 3.0 3.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1981, pp. 32.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები: კონსტანტინე გაგნიძე, ვლადიმერ ელოშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე, გურამ პეტრიაშვილი, ლევან ჟორდანია, იბრაგიმ სარჯველაძე, გიორგი სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, მურთაზ ხურცილავა. წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
- ↑ 5.0 5.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. 1986, pp. 16.
- ↑ აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. 1979, pp. 60.
- ↑ Aleksandre Kotrikadze
- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge (19 აგვისტო, 2013). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ Trofeo Colombino de fútbol. es.wikipedia.org (1 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1. fc-dynamo.ru (2 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru (5 მარტი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ "კარაველას" რაინდები. 1973 წლის აგვისტო. ესპანეთის ქალაქი უელვა. ოთხთა ტრადიციული, რიგით IX ტურნირი. მონაწილენი: მადრიდის „ატლეტიკო“, ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. ციტატა: „...აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის მთავარმა პრიზმა — „კარაველას თასმა“ მანამდე მხოლოდ ორჯერ დატოვა იქაურობა — ეს ბრაზილიის „სან-პაულუმ“ და უნგრეთის „დოჟა უიპეშტმა“ შეძლეს. დანარჩენ შემთხვევებში ყველას მადრიდის „რეალმა“, სევილიის „ბეტისმა“, ადგილობრივმა „რეკრეატივომ“ და იმავე „ატლეტიკომ“ აჯობეს.“ ავტორი: ბეჟან დოლიძე, „საქართველოს რესპუბლიკა“. 22 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 15 აგვისტო, 2019. წყარო: ქართული პრესის ელექტრონული არქივი. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ კარაველას თასი. 19 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 30 დეკემბერი, 2016. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტი. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.
- ↑ აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. 1989, pp. 75.
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა — ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე — ტურნირის საპატიო პრიზით ხელში. 19 აგვისტო, 1973. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 6 იანვარი, 2020.