ავთანდილ ჭკუასელი
ავთანდილ ჭკუასელი (დ. 31 დეკემბერი, 1931, თბილისი, საქართველოს სსრ – გ. 12 სექტემბერი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი.[1] თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“ (1955).
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ავთანდილ ჭკუასელი | ||
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1931 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 12 სექტემბერი, 1994 (62 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 172 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1959 | დინამო თბილისი | 91 | (30) |
ეროვნული ნაკრები | |||
1952 | საბჭოთა კავშირი | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში[2][3]
სანაკრებო კარიერარედაქტირება
ჭკუასელმა მისი ერთადერთი მატჩი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 1952 წლის 22 ივლისს, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 84 (29 გოლი).
ტიტულებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ავთანდილ ჭკუასელი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
- ↑ საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.