ჯემალ ზეინკლიშვილი (დ. 7 იანვარი, 1937, ბორჯომი, საქართველოს სსრ — გ. 1 სექტემბერი, 2011) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „ბურევესნიკის“, თბილისის „დინამოსა“ და ტყიბულის „მეშახტის“ ღირსებას.[1] 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][3][4] იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[5][6]

ჯემალ ზეინკლიშვილი
ჯემალ ზეინკლიშვილი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯემალ ვასილის ძე ზეინკლიშვილი
დაბადების
თარიღი
7 იანვარი, 1937
დაბადების
ადგილი
ბორჯომი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
1 სექტემბერი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბორჯომი, საქართველო
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1954–1955 პიშჩევიკი
1956–1957 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1958 ბურევესნიკი ? (?)
1959–1965 დინამო თბ. 171 (6)
1967 მეშახტე 3 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ჯემალ ზეინკლიშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[7]

ბიოგრაფიარედაქტირება

ჯემალ ზეინკლიშვილი დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში. ფეხბურთით ბავშვობიდანვე ინტერესდება და მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სათხილამურო სპორტითაც, სადაც გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ბოლოს მაინც ფეხბურთს ირჩევს.

ფეხბურთის თამაშს აქვე, ადგილობრივ სპორტსკოლაში იწყებს და მალევე, თითქმის ყველა ამპლუაში თამაშის უნარისა და გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების წყალობით ბორჯომის მთავარი გუნდის — „პიშჩევიკის“ წევრი ხდება.

1955 წლის ზაფხულში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ბორჯომელთა გუნდი სოხუმის „დინამოს“ მასპინძლობს. მატჩს საგანგებოდ ესწრებიან ანდრო ჟორდანია, ნესტორ ჩხატარაშვილი და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე.

თამაში მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება, რომელთა რიგებში ქართული ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტების ყურადღებას ჯემალ ზეინკლიშვილის თამაში იპყრობს და მას თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლა — ფშმ-ში იწვევენ (რუს. Футбольная школа молодёжи (ФШМ)), სადაც ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, მიხეილ მესხის აღმზრდელის — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით აგრძელებს საფეხბურთო ოსტატობის ამაღლებას.

1956 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში, რომელსაც ანდრო ჟორდანია უდგას სათავეში, მონაწილეობას იღებს ჭაბუკ ფეხბურთელთა საკავშირო ტურნირზე, რომელიც ლენინგრადში იმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველები უკრაინელ თანატოლებს უპირისპირდებიან. გადამწყვეტი მატჩი ანდრო ჟორდანიას შეგირდების გამარჯვებით მთავრდება და ქართველი ფეხბურთელები საპატიო თასს ეუფლებიან, ხოლო ჯემალ ზეინკლიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი ხდება.

1957 წლიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტია, რომლის საფეხბურთო გუნდის რიგებში წარმატებით ასპარეზობს, როგორც საქართველოს პირველობაზე, ასევე, სტუდენტთა საკავშირო საფეხბურთო ტურნირებში.[8]

1958 წლიდან თბილისის „ბურევესნიკის“ რიგებში თამაშობს, საიდანაც თბილისის „დინამოს“ მესვეურები მას საქართველოს პირველი გუნდის რიგებში იწვევენ.

1959 წლიდან თბილისის „დინამოშია“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1959 წლის 16 მაისს თბილისში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე გამართულ საბჭოთა კავშირის პირველობის მე-5 ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამოდის. შეხვედრის 21-ე წუთზე ჯემალ ზეინკლიშვილი ავთანდილ ღოღობერიძის ნაცვლად შემოდის მოედანზე. თამაში სტუმართა თავდამსხმელის იური ფალინის მე-11 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოსკოველთა გამარჯვებით 0–1 მთავრდება.[9]

„დინამოს“ რიგებში შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდთან ერთად 1959 და 1962 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი ხდება.[10]

ჯემალ ზეინკლიშვილი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1959–1965) უმაღლეს ლიგის საკავშირო პირველობის 171 შეხვედრას (6 გოლი) და საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩს ატარებს. ამას გარდა, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში „დინამოელთა“ მაისურით კიდევ 35-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე.

საფეხბურთო კარიერას 1967 წელს ტყიბულის „მეშახტეში“, 30 წლის ასაკში ამთავრებს.

ხსოვნარედაქტირება

გარდაიცვალა 2011 წლის 1 სექტემბერს. დაკრძალულია ბორჯომში.[11]

მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ბორჯომის სტადიონს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელი მიენიჭა.

2017 წელს ჯემალ ზეინკლიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი ღონისძიებით აღნიშნეს მის მშობლიურ ქალაქ ბორჯომში, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული მისი ფოტოები და მეგობრული შარჟები, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და უფრო მეტი სიხალისე შემატა ღონისძიებას.

მისმა მეგობრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ მიერ 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში მოპოვებული პირველი საჩემპიონო ტიტული, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი თანაგუნდელებთან ერთად ჯემალ ზეინკლიშვილმაც შეიტანა.[12]

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

მიღწევებირედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი (2): 1959, 1962
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960 [13]

ინდივიდუალურირედაქტირება

33 საუკეთესო
  • №3: 1964

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

თემატური საიტები
ქართული სპორტი · FootballFacts.ru

სქოლიორედაქტირება

  1. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ჯემალ ზეინკლიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  2. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 / Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  5. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  6. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები: კონსტანტინე გაგნიძე, ვლადიმერ ელოშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე, გურამ პეტრიაშვილი, ლევან ჟორდანია, იბრაგიმ სარჯველაძე, გიორგი სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, მურთაზ ხურცილავა. წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  8. ვაჟა ჭიაურელი (17 დეკემბერი, 2002). ბორჯომიდან დაწყებული გზა. თბილისის „დინამოს“ „ოქროს ბიჭების“ თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ტაშკენტის მატჩის ერთ-ერთი გმირი ჯემალ („სვისტუნა“) ზეინკლიშვილი დღესაც უდიდესი სიამოვნებით იგონებს 1964 წლის 18 ნოემბრის დაუვიწყარ შეხვედრას და საერთოდ, თბილისის „დინამოში“ გატარებულ წლებს. — ქართული პრესის ელექტრონული არქივი. opentext.org.ge. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  9. Динамо (Тбилиси) 0–1 Торпедо (Москва). 16 мая 1959. Тбилиси. Стадион "Динамо". 26 градусов. 35000 зрителей. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  10. Динамо (Тбилиси) 4–1 Торпедо (Москва). 18 ноября 1964. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. Дополнительный матч за первое место. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  11. „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი გარდაიცვალა. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  12. ეკა ნოზაძე (20 დეკემბერი, 2017). ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილი გაიხსენეს. წლების განმავლობაში ზეინკლიშვილი თბილისის დინამოს დაცვაში თამაშობდა . ფეხბურთის ლეგენდა, დიდი ხელოვანი და იუმორით სავსე ადამიანი ასე ახასიათებენ მას მეგობრები და ოჯახის წევრები. borjomi.tv. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.
  13. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 16 ივლისი, 2018.