სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ებრალიძე.

ზორბეგ ებრალიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ლანჩხუთის „გურიას“, ქუთაისის „ტორპედოს“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1983).[1]

ზორბეგ ებრალიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზორბეგ ებრალიძე
დაბადების
თარიღი
20 სექტემბერი, 1944 (1944-09-20) (80 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1963–1964 გურია ლანჩხუთი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1970 ტორპედო ქ. 139 (1)
1971–1976 დინამო თბ. 131 (5)
სამწვრთნელო კარიერა
1981 ლოკომოტივი თბილისი
2011–2012 ნორჩი დინამოელი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1956 წელს ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ იოსებ ჟორდანიას ხელმძღვანელობით. 1963–1964 წლებში ლანჩხუთის „გურიას“, 1965–1970 წლებში კი ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში ასპარეზობს, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 139 შეხვედრაში იცავს ამ კლუბის ღირსებას. 1971 წლიდან თბილისის „დინამოშია“. იმავე წელს „დინამოს“ მაისურით ქვეყნის პირველობის 20 შეხვედრაში გამოდის საფეხბურთო მინდორზე. ამას გარდა, საკავშირო თასის გათამაშების სამ მატჩშიც იღებს მონაწილეობას. გუნდთან ერთად თავის სადებიუტო სეზონშივე საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. მომდევნო წელს ჩემპიონატის თხუთმეტ, ხოლო თასის გათამაშების სამ მატჩში იცავს თბილისელთა ღირსებას და კიდევ ერთხელ ეუფლება ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[2][3][4][5]

ზორბეგ ებრალიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 131 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის გარდა, მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976 [6]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973[7]

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „წოდებათა მინიჭება“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 85 (7396), გვ. 2.
  2. კარაველას თასი. fcdinamo.ge.
  3. Trofeo Colombino (Huelva-Spain) 1965-2019. RSSSF.
  4. Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru.
  5. IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru.
  6. Протоколы кубка СССР 1976 года Динамо (Тбилиси)
  7. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა